ალექსანდრე ტაბატაძე სუსის ანგარიშზე: ხელისუფლებამ შეინარჩუნა მშვიდობა და არანაირ პროვოკაციას არ წამოეგო, თავიდან ავიცილეთ ესკალაციები

„ხელისუფლებამ შეინარჩუნა მშვიდობა და არანაირ პროვოკაციას არ წამოეგო, თავიდან ავიცილეთ ესკალაციები, გადატრიალების მცდელობები, რაც სუს-ის დამსახურებაა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ განაცხადა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2024 წლის ანგარიშს გამოეხმაურა.
ტაბატაძის თქმით, საქართველოსთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების სიძლიერე, მდგრადობა მნიშვნელოვანია.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის პირველი ნაწილი სწორედ ოკუპაციის საკითხით იწყება. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი სახელმწიფოსთვის უპირველესი გამოწვევაა - საქართველოს 20% ოკუპირებულია. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, თვალხილულია, რასაც საზოგადოება ხედავს - აგრესიას და იმ მოვლენებს, რომლებიც საოკუპაციო ხაზზე ხდება. გარდა ამისა, სახელმწიფოს ჰიბრიდული ომის ნაწილში ყოველთვის აქვს გამოწვევა. ამ წლების განმავლობაში ხელისუფლებამ შეინარჩუნა მშვიდობა და არანაირ პროვოკაციას არ წამოეგო. პროვოკაციის მცდელობები იყო და სწორედ ამიტომ ვახსენებ სუს-ის გამართულ მუშაობას.
ჩვენ შევძელით და თავიდან ავიცილეთ ესკალაციები, სახელმწიფოში გადატრიალების მცდელობები. სწორედ მათი დამსახურებაა, სახელმწიფო უსაფრთხოების ამოცანაც ამაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფოსთვის მძიმე, არასასურველი შედეგი ვიდრე დადგება, იქამდე პრევენციული ღონისძიებები გაატაროს და სახელმწიფოს საშიშროება არ დაემუქროს. ბევრჯერ ისმის კითხვა, რა არის გამოძიების შედეგი? გამოძიების მიზანი ხომ არ არის, ვინმეს მიმართ რეპრესიული ღონისძიებები გამოიჩინოს? გამოძიებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიზანია, თავიდან აიცილოს ესა თუ ის დანაშაული. სწორედ ამგვარ ქმედებებზეა საუბარი, როცა ვამბობთ, რომ სუს-ი ერთ-ერთი ძლიერი სამსახურია.
ჩვენთვის, ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია, სწორედ ამ სამსახურების სიძლიერე, მდგრადობაა მნიშვნელოვანი. ამას ძალიან კარგად ართმევენ თავს, რადგან ბევრი პროფესიონალი მუშაობს. მინდა, თითოეულ მათგანს დიდი მადლობა ვუთხრა გაწეული საქმიანობისა და მოღვაწეობისთვის“, - აღნიშნა ალექსანდრე ტაბატაძემ.
1745949742
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშზე: საქმეებია, რომლებიც პირდაპირ რევოლუციის მოწყობას და ქვეყნის ამოტრიალებას ისახავდა მიზნად
საქმეებია, რომლებიც პირდაპირ ჩვენი ქვეყნის ჩამოშლას, ჩვენს ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას და ქვეყნის არევას და ამოტრიალებას ისახავდა მიზნად, - ასე ეხმიანება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმ...
1745944517
ახალი ამბებიპარლამენტმა დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა ერთი თვით გაუგრძელა
პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, 79 ხმით, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003...
1745942528
ახალი ამბებინიკა მელიას დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო 50 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა მარიდაშვილმა აღკვეთის ღონისძიებად გირაო – 50 000 ლარის ოდენობით შეუფარდა. მოსამართლემ სრულად დააკმა...
1745941036
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: მზად ვართ არა მხოლოდ ურთიერთობის გადატვირთვისთვის აშშ-თან, არამედ სრულიად ახალი ფურცლიდან ურთიერთობის დაწყებისთვის
„მზად ვართ არა მხოლოდ ურთიერთობის გადატვირთვისთვის აშშ-თან, არამედ სრულიად ახალი ფურცლიდან ურთიერთობის დაწყებისთვის, ოღონდ ეს ურთიერთობა უნდა იყოს ღირსეულ საფუძვლებზე და არა რაღაც ვასალურ საფუძველზე ა...
1745940129
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ამ ვითომ ფონდებმა და ამათმა პატრონმა აგენტებმა, ევროპის სხვადასხვა წამყვანი ქვეყნებიდან, უნდა შეიგნონ, საქართველოს სუვერენიტეტში, დამოუკიდებლობაში ვერ ჩაერევიან
„ამ ვითომ ფონდებმა, ვითომ არასამთავრობოებმა და ამათმა პატრონმა აგენტებმა, ევროპის სხვადასხვა წამყვანი ქვეყნებიდან, უნდა შეიგნონ, რომ საქართველოს სუვერენიტეტში, დამოუკიდებლობაში ვერ ჩაერევიან, ეს არის...