ალექსანდრე მეგუთნიშვილი: USAID-ის პროექტი რომ დაიწყო, ერთი ნაკვეთი ღირდა 1 დოლარი - ჩემთან ორჯერ აქვს დარეკილი მერაბიშვილს, შესრულებული სამუშაოს 20 პროცენტი „ქეშის“ სახით უკან უნდა წამოსულიყოო

„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულმა ბიზნესმენმა, ალექსანდრე მეგუთნიშვილმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, მისი უფლებების შელახვის ფაქტებზე საუბრისას გაიხსენა ვანო მერაბიშვილის მიერ მასთან განხორციელებული სატელეფონო ზარები.
მეგუთნიშვილის თქმით, მერაბიშვილი, მიწის მესაკუთრეთა ასოციაციის თავმჯდომარეობის პერიოდში მას ორჯერ დაუკავშირდა და უთხრა, რომ USAID-ს პროექტის მიხედვით ნაკვეთების აზომვაში აღებული თანხის 20 პროცენტი, ნაღდი ფულის სახით, უკან უნდა დაბრუნებულიყო.
„ვანო მერაბიშვილი, ერთი პერიოდი იყო მიწის მესაკუთრეთა ასოციაციის თავმჯდომარე, მე ვიყავი კახეთის მხარის მართვის სამმართველოს უფროსი. USAID-ის პროექტი რომ დაიწყო, შევარდნაძის ხელმოწერილი საკუთრების მოწმობები რომ რიგდებოდა, ერთი ნაკვეთი ღირდა 1 დოლარი.
ჩამოვიდა ჯგუფი, რომელიც არაფრის გაგებაში არ იყო, ამ ნაკვეთებს ჩეხდნენ, ჭრიდნენ, იმიტომ, რომ რაც მეტი დოლარი იქნებოდა, მით უკეთესი და ფულს ხელზე ატანდნენ. იქიდან ჩემთან, პირადად ორჯერ აქვს ვანო მერაბიშვილს დარეკილი, რომ შესრულებული სამუშაოს 20 პროცენტი „ქეშის“ სახით უკან უნდა წამოსულიყოო. პირადად აქვს ჩემთან დარეკილი, როგორც მიწის მესაკუთრეთა ასოციაციის თავმჯდომარეს.
USAID-ი აფინანსებდა, ეგენი მართავდნენ. ერთი ნაკვეთის აზომვა ღირდა მაშინ 1 დოლარი, დღეში 100 ნაკვეთი რომ გაკეთებულიყო, 100 დოლარი იყო, 500 ნაკვეთი - 500 დოლარი. ამაზე ხალხი მუშაობდა, ვისაც ხელფასი უნდა აეღო და მერე ხელფასზე აკლდებოდა გაწეული სამუშაოს 20% და ის 20 პროცენტი უკან მიჰქონდა მას, ვინც ამ სამუშაოს შემსრულებელი იყო." - განაცხადა ალექსანდრე მეგუთნიშვილმა.
1747909645
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი რუბიოს განცხადებებთან დაკავშირებით ოპოზიციის სპეკულაციებზე: ეს ქმედებები არა „ქართული ოცნების“, არამედ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები. ამიტომაც მარცხდებიან ისინი
ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ არის ის პოლიტიკური ჯგუფი თუ აქტივისტების ჯგუფი, რომლებიც ებრძვიან საკუთარ სახელმწიფოს და და იბრძვიან საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, - განაცხადა „ქრონიკსათან“ საგარეო სა...
1747908364
საზოგადოებარუსუდან შარაძე: 28 წელი მიუსაჯეს ბარათელს, სააპელაციომ 6 თვე დაუკლო და უზენაესმა სასამართლომ არც მიიღო, გამოაცხადა, გურამ შარაძის მკვლელობა არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისთვისო
28 წელი მიუსაჯეს ბარათელს, სააპელაციომ მერე 6 თვე დაუკლო და უზენაესმა სასამართლომ არც მიიღო, გურამ შარაძის მკვლელობა არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისთვისო, გამოაცხადა უზენაესმა. ბუნებაში ა...
1747907707
საზოგადოებაქუთაისში მეზობელმა მეზობელი მოკლა - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შ...
1747907656
ახალი ამბებირუსუდან შარაძე გურამ შარაძის მკვლელობაზე: მკვლელობის ოფიციალური დრო არის გაყალბებული. მათ სჭირდებოდათ მკვლელობის ფაქტის დადასტურება და თან ალიბი, რომ ვინ ჩადის პოლიტიკურ მკვლელობებს კამერების წინ
ქართველი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პოლიტიკოსის, გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, მამის მკვლელობის საქმის დეტალებს იხსენებს. რუსუდან შარაძე...
1747906941
საზოგადოებარუსუდან შარაძე დავით გამყრელიძეზე: რამაზ კლიმიაშვილი რომ მოკლეს და იქ პირველი მივიდა, რამდენი ინფორმაცია აქვს და იმის მერე ხმა რომ არ ამოუღია და დარბის დღეს და სახელმწიფოს ძირს უთხრის, სახლიდან ცხვირს ვერ უნდა ყოფდეს ეგ არამზადა
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ქართველი ფილოლოგისა და მეცნიერის, გურამ შარაძის მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს, მისმა შვილმა რუსუდან შარაძემ ისაუბრა. კომისიის თავმჯდ...