ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი - სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, აჭარის, თბილისისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 9 პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები და ასევე, წარსულში ნასამართლევი პირები.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების და საკარმიდამო ეზოს ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „მეფედრონი", ,,მეთადონი", „ბუპრენორფინი“, „მორფინი“, „კოდეინი“, „თებაინი“, „ჰეროინი“, „ალფა-პვპ“, „კოკაინი“ და „მარიხუანა“.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა, 261-ე და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
1774677615
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 28 მარტს საქართველოში
28 მარტს ქუთაისში იწვიმებს, დღისით +9 და ღამით +7 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მცირე წვიმა იქნება, დღისით ჰაე...
1774643758
ახალი ამბებირუბიო: აშშ-ის მოკავშირეებმა ევროპასა და აზიაში მხარი უნდა დაუჭირონ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალისხმევას ირანთან ომის დასრულების შემდეგ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ის მოკავშირეებმა ევროპასა და აზიაში ირანთან ომის დასრულების შემდეგ მხარი უნდა დაუჭირონ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალისხმევას...
1774641992
მსოფლიოირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ირანი ისრაელს დანაშაულებისთვის მძიმე ფასს გადაახდევინებს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ ინდუსტრიულ ზონებზე თავდასხმის გამო ისრაელი „მძიმე საფასურს“ გადაიხდის. „ისრაელმა სხვა ინფრასტრუქტურასთან ერთად ირანის ორ უდიდეს ფოლადის ქარხან...
1774640565
მსოფლიოThe Times: ნატოსთვის ყველაზე ცუდი სცენარი - ტრამპმა, შესაძლოა, რუსეთთან გარიგება ევროპის ზურგს უკან დადოს
ევროპაში იზრდება შიში, რომ შეერთებულმა შტატებმა შეიძლება მიატოვოს ნატოს მოკავშირეები და რუსეთთან გარიგება დადოს, - იუწყება The Times ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით. ოფიციალური პირები აცხადებენ, რო...
1774638790
მსოფლიოირანი აცხადებს, რომ აშშ და ისრაელი ორ ბირთვულ ობიექტს დაესხნენ თავს
ირანის არაკის ბირთვულ ობიექტზე თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას CNN ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ირანის მარკაზის პროვინციის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ თავდასხმა აშშ-სა და ისრაელის ძალ...































