პროკურატურამ ძალადობის მუქარით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ ძალადობის მუქარით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

კახეთის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, მიმდინარე წლის 26 მარტს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს არ მისცა საშუალება თავიანთი პროფესიული საქმიანობა განეხორციელებინათ და ძალადობის გამოყენების მუქარით აიძულა შეეწყვიტათ სატელევიზიო სიუჟეტის გადაღება და გავრცელება.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774616978

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7025 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7066 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ააა

1774616411

საზოგადოება

ნიკოლოზ სამხარაძე ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, ელჩ კრისტოფ შპეტის შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ეუთოს (OSCE) მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, ელჩ კრისტოფ შპეტის შეხვდა. განხილვის მთავარ საკითხს სამხრეთ...

ნიკოლოზ სამხარაძე

1774615399

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ბაჩო ახალაიასა და დანაშაულზე საუბარი ძალიან ადვილია, რადგან ეს ორი რამ ერთმანეთის სინონიმია

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დანაშაული და ბაჩო ახალაია ერთმანეთის სინონიმები არიან. პარლამენტის თავმჯდომარე ამ კომენტარით, პროკურატურის მიერ, საქართველოს კონსტიტუციური წყობი...

შალვა პაპუაშვილი

1774612096

ახალი ამბები

გეგუთის ციხის პატიმრები მეუფე შიოს მხარდაჭერას უცხადებენ: მხარს ვუჭერთ პატრიარქის დანატოვარ ანდერძს და დიდი იმედი გვაქვს, რომ შემდეგი პატრიარქი მეუფე შიო იქნება

„გეგუთის ციხის პატიმრების წერილი. ისინი მხარს უჭერენ პატრიარქის რჩეულს - მეუფე შიოს“, - წერს პროდიუსერი შაკო ჩაჩანიძე და პატიმრების წერილს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. როგორც წერილშია აღნიშნული, პატიმრე...

მეუფე შიო მუჯირი

1774610546

ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ ცვლილება, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუჯეტის ფორმირების პროცესს...

რატი იონათამიშვილი