ამომრჩევლის მოსყიდვისა და უკანონო მობილიზების აპრობირებული მეთოდები საქართველოში - არასამთავრობო ორგანიზაციები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” და „სამართლიანმა არჩევნებმა” შეისწავლეს დოკუმენტაცია, რომლებიც სავარაუდოდ მმართველი პარტიის - „ქართული ოცნების” მიერ შექმნილი ელექტრონული ფოსტის securgd@gmail.com, 2018-2019 წლების კორესპონდენციასა და 2020 წლით დათარიღებულ დოკუმენტაციას მოიცავდა.

ორგანიზაციების მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ამასთან, საჯარო ინფორმაციის მეშვეობით გადამოწმდა დოკუმენტებში არსებული გარკვეული მონაცემები.

"კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების მასშტაბური სქემა, რომლითაც მაღალი ალბათობით დასტურდება სახელმწიფო უწყებების (მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების) საარჩევნო/პარტიული მიზნებით გამოყენება. ამ უწყებების მეშვეობით სავარაუდოდ გროვდებოდა პერსონალური ინფორმაცია საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა და სხვა მოქალაქეების შესახებ, სავარაუდოდ მომავალში მათზე ზეწოლის მიზნით. გარდა ამისა, არჩევნებზე მხარდაჭერის სანაცვლოდ, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მეშვეობით ხდებოდა მოქალაქეების წინასწარ მოთხოვნილი შეღავათებით და სხვა ტიპის სარგებლით უზრუნველყოფა.

სრული სქემის მასშტაბი გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ ამ მეთოდებით არჩევნების პროცესში ჩარევის შედეგად შესაძლებელი იყო ამომრჩევლის ხმის მმართველი პარტიის სასარგებლოდ მასშტაბური მობილიზება.

უფრო კონკრეტულად, მმართველი პარტიის წარმომადგენლები სხვადასხვა სახელმწიფო უწყების სერვისების გამოყენებით კონკრეტულ პირებს სავარაუდოდ სთავაზობდნენ პირობითი მსჯავრის გაუქმებას, პენიტენციური დაწესებულებიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებას, შეჩერებული/ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენას, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე ბრალდების შემსუბუქებას (გადაკვალიფიცირებას), სასჯელის მოხდის პირობების გაუმჯობესებას, წვევამდელთა სამხედრო სამსახურის მოხდის ვალდებულების გადავადებას და ა.შ.

ანგარიშში წარმოდგენილია მამხილებლის - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის და მმართველი პარტიის „ქართული ოცნების” ერთ-ერთი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის იოსებ გოგაშვილის მიერ გადმოცემული ინფორმაცია. წარმოდგენილი გარემოებები შესაძლებლობის ფარგლებშია გადამოწმებული და ასევე, დასტურდება მედიაში გასულ სიუჟეტებში მოყვანილი დადასტურებული ფაქტებით.

პრობაციის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ცხადად ჩანს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში (განსაკუთრებით მეორე ტურის წინ და შემდეგ თვეებში) საგრძნობლად გაიზარდა იმ პირთა რაოდენობა, ვისაც პირობითი მსჯავრი გაუუქმეს და სატრანსპორტო საშუალების მართვის ჩამორთმეული უფლება აღუდგინეს. გარდა ამისა, სხვადასხვა ტელეკომპანიის მიერ გაკეთებულ რეპორტაჟებში ბევრმა პირმა დაადასტურა დოკუმენტებში მოყვანილი გარემოებები.

ამომრჩევლის გულის მოგების მიზნით ზემოთ ჩამოთვლილი შეღავათების თუ სარგებლის შეთავაზება სავარაუდოდ არაფორმალური გზით და კანონის პროცედურების გვერდის ავლით ხდებოდა. შედეგად, იკვეთება სახელმწიფო თანამდებობის პირებისა და მმართველი პარტიის მიერ ერთობლივად  სახელმწიფო რესურსების ხარჯზე მოქალაქეთა მასშტაბური მოსყიდვის ფაქტი. ამ პროცესში გამოკვეთილი იყო ცალკეულ თანამდებობის პირთა სავარაუდო სამოხელეო და სისტემური დანაშაულის ნიშნები.

როგორც დოკუმენტებიდან გამოიკვეთა, მმართველ პარტიასთან ერთად ამ სისტემის შემსრულებლები, მათ შორის, სავარაუდოდ მაშინდელი იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი პატარიძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი იყვნენ.

გარდა ამისა, მმართველი პარტია, მაღალი ალბათობით, არასაჯარო წყაროებიდანაც აგროვებდა ინფორმაციას ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების შესახებ, მათ შორის ინტერესდებოდა იმით, თუ რა სახის ზემოქმედება შეიძლება მოეხდინა მათზე სხვადასხვა სახელმწიფო რესურსის გამოყენებით. ამის მაგალითს მარნეულის საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარის მოადგილის მამუკა ნავერიანის სახელით 2018 წელს გაგზავნილი წერილები წარმოადგენს.

როგორც 2020 წელს შედგენილი დოკუმენტებიდან იკვეთება, სავარაუდოდ მმართველი პარტია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების შესახებ პოლიტიკურ დოსიეებს ადგენდა და საკადრო პოლიტიკის გატარებისას აღნიშნულ ინფორმაციას ეყრდნობოდა. უფრო კონკრეტულად, დოკუმენტებში მოცემული იყო საჯარო სკოლების დირექტორების, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ხელმძღვანელების და სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომლების პოლიტიკური დახასიათებები და რეკომენდაციები.

ამის ტიპურ მაგალითად საჯარო სკოლების დირექტორების პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია შეიძლება მივიჩნიოთ. 2020 წლის შემოდგომიდან 2021 წლის აგვისტომდე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მინიმუმ 112 საჯარო სკოლის დირექტორი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად აღარ დანიშნა. 112 პირიდან მამხილებლის მიერ მოწოდებულ დოკუმენტებში 95 დირექტორი იყო შეფასებული. საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებს მათგან 29 გათავისუფლებული დირექტორი ჰყავდა უარყოფითად შეფასებული, მმართველ პარტიას - 80 დირექტორი, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს - 89. ამ მონაცემებიდან ჩანს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და მმართველი პარტიის შეფასებებს დირექტორების გასათავისუფლებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, რაც დადასტურების შემთხვევაში უკანონო და სრულიად მიუღებელი პრაქტიკაა.

სკოლის დირექტორების დახასიათებების გარდა, მამხილებლის მიერ მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული იყო 2020 წლის აგვისტოს მდგომარეობით სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომელთა დახასიათებები, უწყებებში არსებული ზოგადი მდგომარეობა და პოლიტიკური განწყობები.

მასალები შეიცავდა დოკუმენტს სახელწოდებით „მოხსენებითი ბარათები“, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ რეგიონული ხელმძღვანელები, როგორც წესი, პარტიის ხელმძღვანელების სახელზე (ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, აგრეთვე რეგიონული მდივანი - დიმიტრი სამხარაძე) წერდნენ განცხადებას და ითხოვდნენ საარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის სხვადასხვა სამართალდამცავი უწყების  თანამშრომლების პარტიის საარჩევნო შტაბში გადმოყვანას. ქართული კანონმდებლობით, სამართალდამცავი ორგანოს  თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას პოლიტიკური ნეიტრალობა. მან თავი უნდა  შეიკავოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების საჯაროდ გამოხატვისაგან.  მას ეკრძალება პოლიტიკური და საარჩევნო საქმიანობა",-ნათქვამია, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776429784

ახალი ამბები

გია ვოლსკი - იმედია, გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე ხარვეზს მალე გამოასწორებენ და საქართველოს შესახებ ინფორმაცია განახლდება

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო არ არის განახლებული ის ვებგვერდი, სადაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტადაა მითითებული, – ამის შესახებ პარლამენტის...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი

1776429729

საზოგადოება

დავით კაჭარავა ფიგურულ მოციგურავეებს: როგორც სპორტსმენმა ზუსტად ვიცი, რა შრომასთან არის დაკავშირებული თქვენ მიერ მიღწეული თითოეული გამარჯვება. სპორტსმენებს, მწვრთნელებს, ფედერაციის ყველა თანამშრომელს მადლობას გიხდით ამისთვის

„უკვე მიღწეული სპორტული შედეგებით არაფერი მთავრდება, სწორედ ახლა იწყება გზა დიდი და საუკეთესო შედეგებისკენ,“ - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა დავით კაჭარავამ სპორტის კომიტეტის სხდომ...

დავით კაჭარავა

1776429338

საზოგადოება

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი ეფექტურად დაასრულა ეთერ ლიპარტელიანმა. მან ფინალში ისრაელის წარმომადგენელი ლევი ეფექტური გდებით დაამარცხა.  შეხვედრის დასაწყისში ქართველმა ძიუდოისტმა გდება გაუშვა...

თამარ ლიპარტელიანი

1776428705

ახალი ამბები

ლევან ვეფხვაძე: დღეს ენერგეტიკის სექტორში დეველოპერებისთვის გაცილებით პროგნოზირებადი გარემოა, რაც მნიშვნელოვანია საინვესტიციო გრძელვადიანი აქტივობისთვის

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ენერგეტიკის თემაზე საჯარო დისკუსიაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი პირადად მონაწილეობს. ეს ხაზს უსვამს იმ მნიშვნელობას, რომელიც ენერგეტიკის სექტორს თავისთავა...

ლევან ვეფხვაძე

1776428567

ახალი ამბები

ყაზბეგში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული თანხისა და ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,ყაზბეგი“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობებისა და თანხის შემოტანის მცდელობის 5 ფაქტი აღიკვეთა, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელე...

არადეკლარირებული