არაერთხელ იყო მოსული გამგეობიდანაც, მერიიდანაც ჩანაცვლებით პროგრამას გვთავაზობდნენ, გვეუბნებოდნენ, რომ აქვე დაინგრევა ეს სახლი და აქვე აგიშენდებათ, გვიქირავებდნენ ბინებს, მაგრამ ძალიან ბევრი მეზობელი უარზე იყო - ადგილობრივი

სადგურის მოედანზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება - ადგილზე სამართალდამცველები და შესაბამისი სამსახურები მუშაობას განაგრძობენ. ავარიული კორპუსის ფასადის ნგრევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. მეორე ცხედარი მაშველებმა გვიან ღამით ნანგრევებში იპოვეს. კლინიკაში რჩება დაშავებული მოქალაქე. ნგრევა გუშინ მოხდა, სავარაუდოდ, ჩამოიშალა სახურავისა და ფასადის ნაწილი.
ძებნა-შველის ოპერაცია დასრულებულია, თუმცა ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს, პარალელურ რეჟიმში შენობაში მუშაობენ ექსპერტები. გარე პერიმეტრი კი სრულიად შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით, განთავსებულია რკინის ჯებირები და უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ადგილობრივებს, აქ მყოფ ადამიანებს შენობასთან მიახლოება არ ეძლევათ. ასევე შეზღუდულია საავტომობილო მიმოსვლა თევდორე მღვდლის ქუჩაზე. ბუნებრივია, ჩვენ ვესაუბრეთ ადგილობრივებს, აქ მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც გარე პერიმეტრზე იმყოფებიან და ისინი გვიდასტურებენ, რომ აქ მცხოვრები ყველა ადამიანი ინფორმირებული იყო იმასთან დაკავშირებით, რომ შენობა იყო ავარიული და მასში ცხოვრება იყო საშიში.
ადგილობრივები, ასევე, ჰყვებიან, რომ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები გამგეობასთან, თუმცა აქ მცხოვრები ადამიანების უმეტესობა, ოჯახების უმეტესობა წინააღმდეგი იყო გასახლების და წინააღმდეგი იყო იმის, რომ ესარგებლათ თბილისის მერიის ჩანაცვლების პროგრამით.
„ისეთი ხმა იყო, ჩვენ, ოჯახის წევრებს მიწისძვრა გვეგონა, რომ გამოვედით, საკმაოდ დიდი ბინა არის და მეორე მხრიდან, რომელი მხრიდანაც ჩამოვარდა ეს პარაპეტი, ჩემი რძალი გამოვიდა ბავშვებით და ჩამოინგრაო. შიშში, რა თქმა უნდა, ჩამოვედით სულ ყველა ეზოში, მაგრამ ნამდვილად არ გვეგონა, ის თუ ჩამოინგრეოდა.
ჩვენ გვქონდა გახსნილი ბზარები, რომელიც იყო მე-5 სადარბაზოში, რომ იქ რაღაცა ფრაგმენტები ჩამოვარდა, მაგრამ ეს ამხელა მასა თუ ჩამოვარდებოდა, ნამდვილად არავის არ ეგონა. თუმცა სახლი ავარიულია, ექსპერტიზის სამხარაულის დასკვნაც არის. არაერთხელ იყო მოსული გამგეობიდანაც, მერიიდანაც, რომ ჩანაცვლებით პროგრამას გვთავაზობდნენ, გვეუბნებოდნენ, რომ აქვე დაინგრევა ეს სახლი და აქვე აგიშენდებათ, ჩვენ უზრუნველვყოფთ, როგორც გუშინ მყისიერად გადაგვიყვანეს სასტუმროებში, დაგვაბინავეს. გვიქირავებდნენ ბინებს, მაგრამ ძალიან ბევრი მეზობელი უარზე იყო.
მეც თანახმა ვიყავი იმიტომ, რომ პატარა მცირეწლოვანი შვილიშვილები მყავს და მინდოდა მშვიდად მეცხოვრა და არ ვყოფილიყავი იმის შიშში, რომ რაღაც არ მოხვედრილიყო“, - აცხადებს ადგილობრივი.
1752592925
საზოგადოებალევან მახაშვილი: უვიზო მიმოსვლას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, ვიზალიბერალიზაციის შესრულების ფუნდამენტი მყარია
„უვიზო მიმოსვლას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ყოველთვის არიან სახელმწიფოები, რომლებიც ცდილობენ, ეს თემა პოლიტიკურ იარაღად და შანტაჟად გამოიყენონ, მაგრამ ამ საკითხს არანაირი საფრთხე არ ემუქრება“, - ამ...
1752592132
საზოგადოებაირაკლი ბენდელიანი: კორპუსის ჩამონგრევის შემდეგ, მერიის ყველა შესაბამისი სამსახური გადავიდა 24 საათიან რეჟიმზე, მოხდა კომუნიკაცია თითოეულ ოჯახთან, გარკვეული წინააღმდეგობების მიუხედავად თითოეული ოჯახი გადავიყვანეთ სასტუმროში
მინდა სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილთა ოჯახებს, ეს არა მხოლოდ მათი ოჯახების, არამედ თითოეული ჩვენგანისთვის დიდი ტრაგედია იყო, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენ...
1752589163
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ერთი თვის წინ ჩატარდა კვლევა, სადაც რადიკალურად არის შემცირებული ჩვენი მოქალაქეების კეთილგანწყობა ევროპის მიმართ, რასაც იწვევს სწორედ ეს მიდგომები ევრობიუროკრატების მხრიდან
ქალბატონი ზურაბიშვილის წერილის არავის უკვირს, მსგავსი წერილი ბევრი გვინახავს, ჩვენ გვახსოვს „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ წერილებიც. აქ ახალი არაფერია, კონტრპროდუქტიულია მათთვისაც და ამ ევრობიუროკრატებისთ...
1752589125
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: საზოგადოებამ ეს ფილმი იხილა წინა არჩევნებზე, როდესაც ევრობიუროკრატებმა ჩაუტარეს მთლიანად საარჩევნო კამპანია რადიკალურ ოპოზიციას და რა მოიმკეს ამით თავად შეაფასონ. ქართველი ხალხი ვერ იტანს უსამართლობას
ზუსტად იმ დღიდან, როდესაც უკრაინაში დაიწყო ეს ტრაგედია და ჩვენ რაღაცებზე უარი განვაცხადეთ, ეს განწყობა შეიქმნა ევრობიუროკრატებში. მათ გადაწყვიტეს, რომ „ქართული ოცნება“ უნდა დაისაჯოს, ვინაიდან არ მიიღო...
1752589082
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: დიალოგის გამართვაზე მზაობას კიდევ ერთხელ ვაცხადებთ. ოპოზიცია ქუჩაში რომ დატოვეს და პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობა არ მიაღებინეს, ეს მათი ბრალია, თორემ დიალოგისთვის ყველაზე კარგი პლატფორმა პარლამენტია
ოპოზიცია ქუჩაში რომ დატოვეს და პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობა არ მიაღებინეს, ეს მათი ბრალია, თორემ დიალოგისთვის ყველაზე კარგი პლატფორმა არის პარლამენტი, სადაც ოპოზიციას შეეძლო გამოეყენებინა ტრიბუნა...