არასრულწლოვანი გერის მიმართ წამების და ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არასრულწლოვანი გერის მიმართ წამების და ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა, მისი მითითებების და დავალებების შეუსრულებლობის გამო, დასჯის მიზნით, არასრულწლოვან გერს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდგომ კი აბაზანაში შეიყვანა და გარკვეული დროის განმავლობაში მდუღარე წყალს ასხამდა.

ასევე, მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა დაზარალებულის ნების საწინააღმდეგოდ ძალის გამოყენებით შეამტვრია მისი საცხოვრებელი ბინის კარი და შიგნით შეაღწია.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 144 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ წამება, ჩადენილი დამწაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) და 11 პრიმა 160-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ბინის ხელშეუხებლობის დარღვევა) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792151345

საზოგადოება

პრემიერი: იუნესკოს გენერალურ დირექტორთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს და იუნესკოს მრავალწლიანი თანამშრომლობა, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იუნესკოს გენერალურ დირექტორ ხალედ ელ-ენანისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს და იუნესკ...

პრემიერი პრემიერი

1792149727

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის წარმომადგენლობის დღევანდელმა განცხადებამ სახელმწიფოებრიობა გაგვიუქმა, გამოგვაცხადა პირველყოფილ თემურ წყობილებად, ალბათ ეგზარქოსსაც დაგვინიშნავენ

„მინდა, ყველამ სერიოზულად გავიაზროთ, რა გვითხრა დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობამ, რომ მას პირდაპირი ურთიერთობა სურს, ჰქონდეს ხალხთან და არა სახელმწიფოსთან“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თა...

შალვა პაპუაშვილ

1792148918

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ საზოგადოებას წარვუდგენთ დეტალურ ინფორმაციას განხილულ საკითხებთან დაკავშირებით

საკონსტიტუციო სარჩელის განხილვამდე, შაბათს 17 ოქტომბერს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა ქართული ოცნების გორგასლის ოფისში. განსახილველი თემები ყველა აქტუალური საკითხი, მათ შორის ქვეყანაში და...

ირაკლი კობახიძე

1792147365

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელსაც იარაღად იყენებენ, უკვე აღარ არის ინსტიტუტი, ის ვიღაცის ინტერესების გამტარებელია

„წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი თავისთავად არ ირღვევა. ის მაშინ ირღვევა, როდესაც სუსტდება საერთაშორისო ინსტიტუტები, რომლებიც ჩვენს საერთო ღირებულებებსა და წესებს ეფუძნება“, - განაცხადა საქარ...

შალვა პაპუაშვილი

1792146087

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი მალტის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მალტის პარლამენტის - წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე კარმელო აბელას შეხვდა და ამ თანამდებობაზე არჩევა მიულოცა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ო...

შალვა პაპუაშვილი