მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტს ვო თჰი ან სუანს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს, ვო თჰი ან სუანს უმასპინძლა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაფართოებულ შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარება, მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის გაღრმავება, სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, საინვესტიციო, ტურისტული, საგანმანათლებლო, კულტურული და ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაფართოება განიხილეს.

მიხეილ ყაველაშვილმა ვო თჰი ან სუანს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ხელახლა არჩევა მიულოცა და აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ვიეტნამის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

ქართულმა მხარემ დადებითად შეაფასა ვიეტნამში საქართველოს საელჩოს გახსნის პერსპექტივა და გამოთქვა იმედი, რომ მომავალში საქართველოშიც გაიხსნება ვიეტნამის რეზიდენტი საელჩო.

მხარეებმა საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური შესაძლებლობები, „შუა დერეფნის“ განვითარების პერსპექტივები და ქვეყნის როლი ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ მარშრუტებში განიხილეს.

საუბარი შეეხო პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განვითარების პერსპექტივას. მხარეებმა აღნიშნეს, რომ შესაბამისი შეთანხმება ხელს შეუწყობს ტურიზმის, ბიზნესკავშირებისა და ხალხთა შორის ურთიერთობების გაღრმავებას.

თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებებად გამოიკვეთა ინოვაციები, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, მეცნიერება და კვლევა. ყურადღება ასევე დაეთმო უნივერსიტეტებს შორის პირდაპირი კავშირებისა და აკადემიური თანამშრომლობის განვითარებას. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791873462

ახალი ამბები

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 112 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 112 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმ...

მიგრაციის დეპარტამენტი

1791871913

მსოფლიო

დავით მათიკაშვილი: 45 ლარით გაიზრდება 70 წელს მიუღწეველ პენსიონერთა პენსია. ამ რესურსის მოძიება და შესაძლებლობა სწორი ეკონომიკური პოლიტიკის და ეკონომიკური პროგრესის დამსახურებაა

„არა 20, არამედ 45 ლარით გაიზრდება 70 წელს მიუღწეველ პენსიონერთა პენსია“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა. მისი თქმით, ამ რესურსის მო...

დავით მათიკაშვილი

1791869680

საზოგადოება

მახაშვილი: ბრიუსელის არასწორმა საგარეო პოლიტიკამ ევროკავშირი ჩიხში შეიყვანა - მზად ვართ დიალოგისთვის, რომელიც ეფუძნება ურთიერთპატივისცემას და ერთმანეთის ინტერესების

მზად ვართ დიალოგისთვის, რომელიც ეფუძნება ურთიერთპატივისცემას და ერთმანეთის ინტერესების, როცა ამისთვის იქნება ევროკავშირის მზად, იციან სად უნდა იპოვონ საქართველოს ხელისუფლება, - განაცხადა ევროპასთან ინ...

ლევან მახაშვილი

1791868481

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე: ასეთი უტიფარი განცხადებები ჩრდილს აყენებს ევროკავშირის ღირებულებებს და რეპუტაციას

„უტიფარი განცხადებები, რომელიც ჩრდილს აყენებს ევროკავშირის ღირებულებებს და რეპუტაციას“, - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია ლუქსემბურგში გაკეთებულ განცხადებებს. ირაკლი კირცხალიამ ყუ...

ირაკლი კირცხალია

1791867385

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 13 ოქტომბერს საქართველოში

13 ოქტომბერს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +30 და ღამით +18 გრადუსია მოსალოდნელი. ასევე უნალექო დღეა ნავარაუდევი ოზურგეთში, დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17. ბათუმშიც უნალექო ამ...

ამინდი ამინდი