შალვა პაპუაშვილი: სად არიან ხაზარაძე, გახარია, ვაშაძე, საით უნდა გაქცევა სააკაშვილს? – უცხოეთში, არ დავუშვებთ, საქართველოში ტარდებოდეს უცხო ხელისუფლებების დღის წესრიგი

„რა განწყობა უნდა ჰქონდეს ხალხს, რომელიც საკუთარ ქვეყანას, საკუთარ კონსტიტუციას ღალატობს, იციან რა, რომ სასამართლოზე მათ წინაშე იქნება ყველა პოლიტიკური ბრალი წარდგენილი, რომელიც კონსტიტუციის დარღვევას ეხება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო წარდგენილ არგუმენტებს გაიზიარებს.

„ვისურვებდი, ყველამ მიიღოს მონაწილეობა, რათა ქართველმა ხალხმა პირდაპირ იხილოს მათი მოღალატეობრივი საქმიანობის მხილება საკონსტიტუციო სასამართლოში. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ მნიშვნელოვანია თავდაცვითი დემოკრატიის პრინციპის სრულად ამოქმედება, რათა საქართველო გათავისუფლდეს იმ პოლიტიკური ჯგუფებისგან რომლებიც ექსტრემიზმით, რადიკალიზმით, არჩევნების უარყოფით ცდილობენ საქართველოს არევას, მის დაბრუნებას 90-იან წლებში. ასე რომ, პროცესები წინ არის, ჩვენ ჩვენს არგუმენტებს წარვადგენთ და იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო ამ არგუმენტებს გაიზიარებს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს „ძლიერი საქართველო – ლელოს“ დღევანდელ განცხადებაზე, რომლითაც პარტიამ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, იმოქმედონ და მიიღონ გადამწყვეტი ზომები, რათა არ დაუშვან ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოში დემოკრატიის, პლურალიზმისა და პროევროპული პოლიტიკური პარტიების დასამარება.

„გასაგებია, თავის პატრონებთან მიდიან, რომ მათ თავი შეაფარონ. გასაგებია, სად არის დღეს „ლელოს“ თავმჯდომარე ხაზარაძე, უცხოეთში, სად არის გახარია – უცხოეთში, სად არის ვაშაძე – უცხოეთში, ყველა არის არა საკუთარ სამშობლოში, არამედ არიან საკუთარი პატრონების მფარველობის ქვეშ, საით უნდა გაქცევა სააკაშვილს – უცხოეთში. ეს არის საუკუნის პროცესი, რომელიც აჩვენებს იმ დიდ სირცხვილს, რომელსაც საზოგადოება, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ვითმენდით, როდესაც ჩვენ თვალწინ უცხოური აგენტურა დაკავებული იყო საქართველოში ქართველი ხალხის ნების ჩანაცვლებით უცხო ხალხის ხელისუფლებების ნებით, ამ ყველაფერს ვითმენდით, მათ შორის ვითმენდით, რადგან იყო მნიშვნელოვანი ზეწოლა გარედან საქართველოზე და არ იყო ის რესურსი, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამ ზეწოლისთვის წინააღმდეგობა გაეწია. დღეს ეს მომენტი მოვიდა, ჩვენ არ დავუშვებთ, საქართველოში ტარდებოდეს უცხო ხელისუფლებების დღის წესრიგი, როგორც ამას აკეთებს „ლელო“ იქნება ეს, გვარამია თუ სხვები, რომლებიც უცხო ქვეყნების მტრულ დღის წესრიგს ატარებენ საქართველოში“, – განაცხადა პაპუაშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792144924

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: ეუთოს თავმჯდომარის ვიზიტი არის მკაფიო დასტური, რომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი საკითხი არის ორგანიზაციის დღის წესრიგში

ეუთოს თავმჯდომარის რანგში დღეს საქართველოს სტუმრობს შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი იგნაციო კასისი. მიმდინარე წლის განმავლობაში ჩვენ არა...

მაკა ბოჭორიშვილ

1792144022

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: ვასრულებთ მოსახლეობის დაკვეთას და ეს იყო ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება, პოლიტიკურად ისინი ქართველი ხალხის გვერდში დგომით - გავანულეთ

მომდევნო კვირიდან საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე პირველ სხდომას გამართავს. უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“, „ახალის“, „ლელოს“, „ფედერალისტებისა“ და პარტია „ს...

ლევან მაჭავარიანი

1792143521

საზოგადოება

პრემიერი ოპოზიციაზე: არსად აქვთ შანსი, არც არჩევნებში, არც ქუჩაში, არც საკონსტიტუციო სასამართლოში, ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ ამ პოლიტიკურ ძალებს და არ არიან მართლები არც კანონის, არც კონსტიტუციისა და არც ხალხის წინაშე

„ამ ძალებს არსად აქვთ შანსი - არც არჩევნებში, არც პარლამენტში, არც ქუჩაში, არც საკონსტიტუციო სასამართლოში. აქედან გამომდინარე, სრულ გაურკვევლობაში არიან და ხან ერთს აანონსებენ, ხან მეორეს, თუმცა ყოველ...

ირაკლი კობახიძე

1792142218

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: პოლიტიკა, რომელმაც დააზიანა ყველა მხარის ინტერესები, ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს, უნდა მოვიდნენ გონს ზოგიერთები ბრიუსელში, რომლებიც იზოლაციას ამჯობინებენ დიალოგს

„ის პოლიტიკა, რომელმაც კრახი განიცადა და რომელმაც დააზიანა ყველა მხარის ინტერესები, უნდა შეწყდეს ერთხელ და სამუდამოდ, უნდა მოვიდნენ გონს ზოგიერთები ბრიუსელში, რომლებიც იზოლაციას ამჯობინებენ დიალოგს“,...

ლევან მახაშვილი

1792140905

საზოგადოება

ნინო წილოსანი საკონსტიტუციო სარჩელზე: მათზე უკეთ ისედაც არავინ იცის, რა მავნებლობები აქვთ ჩადენილი, ამიტომ, ყველაზე კარგად ათვიცნობიერებენ სარჩელის სამართლებრივ მხარეებს

მომდევნო კვირიდან საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე პირველ სხდომას გამართავს. უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“, „ახალის“, „ლელოს“, „ფედერალისტებისა“ და პარტია „ს...

ნინო წილოსანი