შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის წარმომადგენლობის დღევანდელმა განცხადებამ სახელმწიფოებრიობა გაგვიუქმა, გამოგვაცხადა პირველყოფილ თემურ წყობილებად, ალბათ ეგზარქოსსაც დაგვინიშნავენ

„მინდა, ყველამ სერიოზულად გავიაზროთ, რა გვითხრა დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობამ, რომ მას პირდაპირი ურთიერთობა სურს, ჰქონდეს ხალხთან და არა სახელმწიფოსთან“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო პოზიცია.

„დღეს ვნახე ევროკავშირის წარმომადგენლობის წარმომადგენლობის განცხადება, რომ 38 მილიონი ევროს დაფინანსებას გამოვყოფთ და არა სახელმწიფოს, არამედ პირდაპირ ხალხს დავეხმარებით. მინდა, ყველამ სერიოზულად გავიაზროთ, რა გვითხრა დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობამ, რომ მას პირდაპირი ურთიერთობა სურს, ჰქონდეს ხალხთან და არა სახელმწიფოსთან.

ევროკავშირის წარმომადგენლობამ ამით, ფაქტობრივად, გვითხრა, რომ აუქმებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას და გვაცხადებს პირველყოფილ თემურ წყობილებად, როდესაც არ არსებობს სახელმწიფო, არ არსებობს წარმომადგენლობა და პირდაპირ ვიღაცას უნდა ეკონტაქტებოდნენ. ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო პოზიცია, რომელიც რუსეთის საქართველოს მიმართ პოლიტიკასთან შედარებითაც კი სამარცხვინოა, იმ მხრივ, რომ აუქმებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას.

ფაქტობრივად, გვიცხადებს, რომ ევროკავშირის თვალში საქართველო არის პირველყოფილი თემური წყობილება, სადაც სხვადასხვა თემებთან უნდა ჰქონდეს ურთიერთობა ევროკავშირის წარმომადგენლობას. სირცხვილია, როდესაც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა ამ შუა საუკუნეების ღირებულებებამდე დაეშვა და მოიცილა ყველაფერი საერთოდ, რაც გულისხმობს სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის, სახელმწიფოს პატივისცემას, შიდა საქმეებში ჩაურევლობას და საერთოდ, რაზეც იღვაწა ამდენმა ქვეყანამ მეორე მსოფლიო ომში, რომ საერთაშორისო წესრიგი დაფუძნებულიყო.

ყველაფერს ხაზი გადაუსვა ევროკავშირის წარმომადგენლობის ამ ერთმა განცხადებამ, რომელმაც გაგვიუქმა სახელმწიფოებრიობა, გამოგვაცხადა პირველყოფილ თემურ წყობილებად, ალბათ ახლა ეგზარქოსსაც დაგვინიშნავენ, რომელმაც უნდა მართოს საქართველო და გადაწყვეტილება მიიღოს. სირცხვილია და ეს სირცხვილი უნდა ჩამოირეცხოს ევროკავშირმა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792144022

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: ვასრულებთ მოსახლეობის დაკვეთას და ეს იყო ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება, პოლიტიკურად ისინი ქართველი ხალხის გვერდში დგომით - გავანულეთ

მომდევნო კვირიდან საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე პირველ სხდომას გამართავს. უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“, „ახალის“, „ლელოს“, „ფედერალისტებისა“ და პარტია „ს...

ლევან მაჭავარიანი

1792143521

საზოგადოება

პრემიერი ოპოზიციაზე: არსად აქვთ შანსი, არც არჩევნებში, არც ქუჩაში, არც საკონსტიტუციო სასამართლოში, ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ ამ პოლიტიკურ ძალებს და არ არიან მართლები არც კანონის, არც კონსტიტუციისა და არც ხალხის წინაშე

„ამ ძალებს არსად აქვთ შანსი - არც არჩევნებში, არც პარლამენტში, არც ქუჩაში, არც საკონსტიტუციო სასამართლოში. აქედან გამომდინარე, სრულ გაურკვევლობაში არიან და ხან ერთს აანონსებენ, ხან მეორეს, თუმცა ყოველ...

ირაკლი კობახიძე

1792142218

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: პოლიტიკა, რომელმაც დააზიანა ყველა მხარის ინტერესები, ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს, უნდა მოვიდნენ გონს ზოგიერთები ბრიუსელში, რომლებიც იზოლაციას ამჯობინებენ დიალოგს

„ის პოლიტიკა, რომელმაც კრახი განიცადა და რომელმაც დააზიანა ყველა მხარის ინტერესები, უნდა შეწყდეს ერთხელ და სამუდამოდ, უნდა მოვიდნენ გონს ზოგიერთები ბრიუსელში, რომლებიც იზოლაციას ამჯობინებენ დიალოგს“,...

ლევან მახაშვილი

1792140905

საზოგადოება

ნინო წილოსანი საკონსტიტუციო სარჩელზე: მათზე უკეთ ისედაც არავინ იცის, რა მავნებლობები აქვთ ჩადენილი, ამიტომ, ყველაზე კარგად ათვიცნობიერებენ სარჩელის სამართლებრივ მხარეებს

მომდევნო კვირიდან საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე პირველ სხდომას გამართავს. უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“, „ახალის“, „ლელოს“, „ფედერალისტებისა“ და პარტია „ს...

ნინო წილოსანი

1792139276

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: საქართველო კვლავაც ერთგულია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის, რათა დავიცვათ ბიომრავალფეროვნება, გავაძლიეროთ ბუნების დაცვის ძალისხმევა და უზრუნველვყოთ, ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება

რეგიონულ თანამშრომლობასთან ერთად, საერთაშორისო პარტნიორობას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ბუნების დაცვის სფეროში აღებული ვალდებულებების პრაქტიკულ შედეგებად გარდაქმნაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ...

ირაკლი კობახიძე