არასრულწლოვანი შვილს მიმართ ქორწინების იძულების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

დანაშაული 2-იდან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, 17 წლის შვილს აიძულებდა, რომ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, მის მიერვე შერჩეულ მამაკაცზე დაქორწინებულიყო. დაზარალებული ქორწინებისგან თავის არიდების მიზნით ქვეყნის დატოვებას შეეცადა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 აგვისტოს დააკავეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 150 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქორწინების იძულებას, რაც ჩადენილია არასრულწლოვნის მიმართ.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1736925572

ახალი ამბები

SpaceX-ის დირექტორმა გლობალურ ფორუმზე ხაზი გაუსვა საქართველოს „სტრატეგიულ როლს“ ციფრულ განვითარებაში

ილონ მასკის SpaceX-ის სატელიტური პოლიტიკის დირექტორმა, სტეფანი ნელსონმა, ინტერნეტ მმართველობის გლობალურ ფორუმზე (IGF 2024) ComCom-ის ორგანიზებით გამართულ სესიაზე „რეგიონის გაძლიერება და მდგრადი ციფრულ...

საქართველოს „სტრატეგიულ როლს" ციფრულ განვითარებაში

1736924525

ახალი ამბები

Starring Georgia საინტერესო სიახლეებით ბრუნდება

გვიხარია, რომ სეზონის პირველ ღონისძიებას წლის დასაწყისში ვაანონსებთ და გაძლევთ შესაძლებლობას უკეთ დაგეგმოთ თქვენი მუსიკალური მოგზაურობა, რომელიც გვიანი გაზაფხულიდან დაიწყება! აჰყევით ვარსკვლავებს 30 მ...

Starring Georgia საინტერესო სიახლეებით ბრუნდება

1736923201

მსოფლიო

კუბაში 553 პატიმარი გაათავისუფლეს

კუბის ხელისუფლებამ 553 პატიმრის გათავისუფლების შესახებ განაცხადა. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს ინფორმაცია მიაწოდა, რომ კუბა ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიიდან ამოიღო. ინფორმაციას...

კუბაში 553 პატიმარი გაათავისუფლეს

1736922082

მსოფლიო

სამართალდამცველებმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იუნ სოკ იოლი დააკავეს

სამართალდამცველებმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტი,იუნ სოკ იოლი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს. დაკავებამდე ჩაწერილ ვიდეომიმართვაში იუნ სოკ იოლმა განაცხადა, რომ ის დათანხმდა დაკავება...

სამართალდამცველებმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იუნ სოკ იოლი დააკავეს

1736886317

მსოფლიო

აშშ-მა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერეს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტი გააფორმეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლების სომხური სამსახური იტყობინება. დოკუმენტს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ...

აშშ-მა და სომხეთმ