არჩილ ბერიძე: ღმერთი, სამშობლო, ადამიანი - ბრძანა პატრიარქმა, ეს არის ის ღირებულებითი სამეული, რომელსაც ემყარება ჩვენი პოლიტიკაც

„პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, სამგლოვიარო დღეებში, ვიხილეთ ჩვენი საზოგადოების ნამდვილი სახე. ვიხილეთ არა მხოლოდ გლოვა, არამედ ერთობა, თანაგრძნობა და ერთმანეთისადმი პატივისცემა. მინდა გამოვყო სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლების დამოკიდებულება. ჩვენი მუსლიმი ძმების სამაგალითო ჟესტი, მათი გულწრფელი თანადგომა და სოლიდარობა, კიდევ ერთხელ გახდა დასტური იმისა, რომ საქართველო მხოლოდ გეოგრაფიული სივრცე არ არის. საქართველო არის ღირებულება. საქართველო არის ადგილი, სადაც განსხვავებული მრწამსის მიუხედავად, სიყვარული ყოველთვის გვაერთიანებს. ჩვენი ძალა არა განსხვავებებში, არამედ სწორედ ამ განსხვავებების პატივისცემაშია“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ ბერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს გვმართებს ეს ერთობა შევინარჩუნოთ არა მხოლოდ განსაცდელისას, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

„ერი, რომელიც ერთმანეთის რწმენას სცემს პატივს, ყოველთვის ძლიერია. სწორედ ამ ფასეულობებზე დგას ჩვენი სახელმწიფო. ღმერთი, სამშობლო, ადამიანი - ბრძანა პატრიარქმა. ეს არის ის ღირებულებითი სამეული, რომელსაც ემყარება ჩვენი პოლიტიკაც.

ქვეყანამ არაერთხელ დაიცვა სარწმუნოება და ეკლესია იმ პერიოდებში, როდესაც მისი შერყევის მცდელობები იყო. ქვეყანამ შეძლო მშვიდობის შენარჩუნება და ომის თავიდან არიდება, რაც გონივრულ და პასუხისმგებლობიან სახელმწიფო პოლიტიკაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების შედეგია.

ეს არის პოლიტიკა, რომელიც ეყრდნობა ჩვენს ისტორიას და ტრადიციას, იმ გზას, რომელიც ქართველმა ხალხმა გაიარა არა მხოლოდ ხმლითა და ფარით, არამედ გონივრული პოლიტიკით, გამოცდილებით და მომავლის ხედვით. ეს არის გზა, რომელიც აერთიანებს რწმენას, სახელმწიფოებრიობას და ადამიანის ღირსებას. სწორედ ამ გზაზე დგას საქართველო დღესაც“, - განაცხადა არჩილ ბერიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774953729

ახალი ამბები

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატუ...

პროკურატურა

1774953616

ახალი ამბები

ვოლსკი კობახიძე-რუბიოს სატელეფონო საუბარზე: ეს ზარი არ არის ჩვეულებრივი, ყოველდღიური მოვლენა, რუბიო არის სახელმწიფო მდივანი, რომელსაც სახელმწიფოს სახელით აქვს ლაპარაკის უფლებამოსილება

„ეს ზარი არ არის ჩვეულებრივი, ყოველდღიური მოვლენა. რუბიო არის სახელმწიფო მდივანი, რომელსაც სახელმწიფოს სახელით აქვს ლაპარაკის უფლებამოსილება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირვე...

გია ვოლსკი

1774952813

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: 17-22 მარტის მოვლენებმა პასუხი გასცა ყველა უსამართლო რეზოლუციას და თქვა, რომ ქართველი ხალხი ცალ ფეხზე დგომით არ დაელოდება არსად გაწევრიანებას

„პატრიარქი იყო რწმენის, ოჯახური ღირებულებების, მშვიდობის და ქვეყნის სუვერენიტეტის დამცველი“, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომა...

ააა

1774951299

ახალი ამბები

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „სა...

პროკურატურა

1774951230

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: პატრიარქის ოცნება იყო ერთ მუშტად შეკრული ქართველი ერის ხილვა და ეს მან შეგვაძლებინა

წინა დღეებში მსოფლიომ დაინახა 3000 წლოვანი უწყვეტი გენის მქონე ერის არაბუნებრივი ერთობა. საკუთარი ხასიათით, ქცევითა და ფიქრებით, ჩვენვე ვიყავით ჩვენი სამშობლოსა და ერის კულტურა და იდენტობაც. ჩვენ ყველ...

ლევან მაჭავარიანი