ირაკლი კირცხალია: ქართველი ხალხის მანდატით აღჭურვილი „ქართული ოცნება“ ასრულებს ჩვენი მოსახლეობის დაკვეთას, პირნათლად იცავს სახელმწიფო ინტერესსა და სუვერენიტეტს, შესაბამისად, ამიტომაც ვართ და ვიქნებით ხელისუფლებაში

ერთი მხრივ მიხეილ სააკაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მთავარმა შემოქმედმა და მეორე მხრივ კი ნიკა გვარამიამ, მისმა გენერალურმა პროკურორმა დაადასტურეს, რომ გაერთიანების შესახებ დავალება მათი გარე პატრონებისგან მიიღეს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

მისივე თქმით „ერთიან ნაციონალურ მოძრაობად“ ფორმირებული აგენტები მიიჩნევენ, რომ საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ მიღებული გარე დავალებები და მათი მხრიდან გადადგმული ნაბიჯები საკმარისად რადიკალური არ არის, რაც მათი წარუმატებლობის მთავარი მიზეზია, შესაბამისად, გადაწყვიტეს, უპირობო მორჩილების შეთავაზების სანაცვლოდ, ახალი, მათ წარმოდგენაში უფრო გავლენიანი გარე პატრონები მოძებნონ, ამ პროცესს კი, როგორც თავად დაგვიანონსეს, ამერიკის შეერთებული შტატებიდან იწყებენ.

„დღეს 31 მარტია, 35 წლის წინ ამ დღეს სრულიად საქართველომ ჩვენი ქვეყნის სუვერენულ მომავალს მისცა ხმა, სწორედ ამ დღეს მინდა გამოვეხმაურო საქართველოს სუვერენიტეტის გაცხადებული მტრების იგივე ნაცაგენტურის მორიგ გაერთიანებას და მათი მხრიდან ახალი უცხოელი პატრონების ძებნის მცდელობას. მართალია ამ ძალებს ისინი პარტნიორებად მოიხსენიებენ, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ ისინი არა მათი პარტნიორები, არამედ პატრონები არიან, რომლებიც საქართველოსა და ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ გასცემენ დავალებებს, რასაც მათი მორჩილი ზემოთ ხსენებული ადგილობრივი რადიკალები - უსიტყვოდ ასრულებენ. როგორც ჩანს, კვლავ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობად“ ფორმირებული აგენტები მიიჩნევენ, რომ საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ მიღებული გარე დავალებები და მათი მხრიდან გადადგმული ნაბიჯები საკმარისად რადიკალური არ არის, რაც მათი წარუმატებლობის მთავარი მიზეზია, შესაბამისად, გადაწყვიტეს, უპირობო მორჩილების შეთავაზების სანაცვლოდ, ახალი, მათ წარმოდგენაში უფრო გავლენიანი გარე პატრონები მოძებნონ, ამ პროცესს კი, როგორც თავად დაგვიანონსეს, ამერიკის შეერთებული შტატებიდან იწყებენ.

ჩემს გამოსვლაში მივმართავ ამ რადიკალურ ძალებს - რაზეც არ უნდა ისაუბროთ, ვისგანაც არ უნდა მიიღოთ დავალებები, გაერთიანების მერამდენე წრეზეც არ უნდა წახვიდეთ, როგორც არ უნდა შეფუთოთ და რა პიარ ტექნოლოგიაც არ უნდა გამოიყენოთ თქვენი უდღეური, უსუსური, ვითომდა პოლიტიკური ალიანსის, ბრენდირებისთვის ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ თქვენ ახალი გაერთიანება კი არა, ისევ ის ძველი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხართ და წარმოადგენთ სისხლიან რეჟიმს, რომელმაც ჩვენს ხალხსა და სამშობლოს არაერთი უბედურება დაატეხა თავს. თქვენთვის არ არსებობს ეროვნული ინტერესი! თქვენ არც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ემსახურებოდით საქართველოს და მით უფრო არც ახლა, რადგან მაშინაც და დღესაც თქვენთვის ამოსავალი წერტილი არა საქართველოს მოსახლეობის, არამედ თქვენი უცხოელი პატრონების ბრძანებების შესრულებაა.

ამიტომაცაა, რომ არაფრად გიღირთ ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია, რომელიც ბუნებრივია, არც გქონიათ, არც გაქვთ და არც აღარასდროს გექნებათ. ამიტომაცაა, რომ შველას უცხოელი პატრონებისგან ელით, მით უფრო იმ ფონზე, რომ პოლიტიკური ყოფნა - არ ყოფნის ზღვარზე ხართ. საქართველოს წინააღმდეგ დასახული ყოველი ჩავარდნილი გეგმის შემდეგ ახალ-ახალ უცხოელ პატრონებს ეძებთ, თუმცა, ვერ იაზრებთ, რომ ამ ქვეყანაში გადამწყვეტი სიტყვა ქართველ ხალხს ეკუთვნის! თქვენ ასრულებთ უცხო ქვეყნების დავალებებს და ატარებთ მათ ინტერესს საქართველოში, ამიტომაც ხართ უმორალო, უსამშობლო აგენტები! თქვენგან განსხვავებით, ქართველი ხალხის მანდატით აღჭურვილი „ქართული ოცნება“ ასრულებს ჩვენი მოსახლეობის დაკვეთას, პირნათლად იცავს სახელმწიფო ინტერესსა და სუვერენიტეტს, შესაბამისად, ამიტომაც ვართ და ამიტომაც ვიქნებით ხელისუფლებაში, განსხვავებით თქვენგან, უცხო ქვეყნის აგენტებისგან, ვისი ადგილიც არა ქართულ პოლიტიკაში, არამედ პოლიტიკურ სანაგვეზეა!“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774951299

ახალი ამბები

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „სა...

პროკურატურა

1774951230

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: პატრიარქის ოცნება იყო ერთ მუშტად შეკრული ქართველი ერის ხილვა და ეს მან შეგვაძლებინა

წინა დღეებში მსოფლიომ დაინახა 3000 წლოვანი უწყვეტი გენის მქონე ერის არაბუნებრივი ერთობა. საკუთარი ხასიათით, ქცევითა და ფიქრებით, ჩვენვე ვიყავით ჩვენი სამშობლოსა და ერის კულტურა და იდენტობაც. ჩვენ ყველ...

ლევან მაჭავარიანი

1774949713

საზოგადოება

მაჭავარიანი: წინა დღეებში მსოფლიომ დაინახა 3 000 წლოვანი უწყვეტი გენის მქონე ერის არაბუნებრივი ერთობა, საკუთარი ხასიათით, ქცევითა, თუ ფიქრებით, ჩვენვე ვიყავით ჩვენი სამშობლოსა და ერის კულტურაც და იდენტობაც

წინა დღეებში მსოფლიომ დაინახა 3 000 წლოვანი უწყვეტი გენის მქონე ერის არაბუნებრივი ერთობა, საკუთარი ხასიათით, ქცევითა, თუ ფიქრებით, ჩვენვე ვიყავით ჩვენი სამშობლოსა და ერის კულტურაც და იდენტობაც, ჩვენ ყ...

ლევან მაჭავარიანი

1774948304

საზოგადოება

პაპუაშვილი: რწმენის, სახელმწიფოს და ეროვნული სიმბოლოს გამთლიანება არის პატრიარქის ეპოქის მთავარი მემკვიდრეობა - მისი ღვაწლი იქნება არამხოლოდ წარსულის ნაწილი, არამედ თანამდევი ჩვენი სახელმწიფოსი, ეკლესიის და საზოგადოებრივი ცნობიერების

საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებმა, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა...

შალვა პაპუაშვილი

1774948129

ახალი ამბები

შს მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 626 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 626 კი...

ნარკოტიკული საშუალებები