აზარტულ თამაშებზე წვდომა ერთ მილიონამდე ადამიანს არ ექნება - მთავრობის ინიციატივა
ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის გათვალისწინებული იქნება ახალი, საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმი. ჯამურად სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65-70%-ით,- ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, წესდება ასაკობრივი ზღვარი, 25 წლამდე პირებს აეკრძალება აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება.
"25 წლამდე, ჩვენს მოქალაქეებს აეკრძალებათ აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება. აქაც, დეტალურად გვაქვს გაწერილი, თუ ვის შეეხება აღნიშნული შეზღუდვა - ესენი არიან სოციალურად დაუცველი პირები, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან, საჯარო მოხელეები, პირები, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით, ასევე, პირებს, რომლებიც მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ოჯახის წევრების მოთხოვნით.
ჯამში, პირთა წრე, რომელსაც შეზღუდული ექნება წვდომა აზარტულ თამაშებზე, შეადგენს 1 მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს.
აიკრძალება აზარტული თამაშების ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა, ასევე გარე რეკლამა და ქართულ ვებ გვერდებზე რეკლამის განთავსება.
სათამაშო ბიზნესს ოპერატორებისთვის შეიძლება დასაშვები იყოს, მხოლოდ სპონსორების ხელშეკრულების გაფორმება"- განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის განმარტებით, მკაფიოდაა გაწერილი კონტროლის მექანიზმებიც.
ასევე წაიკითხეთ:
🔵სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესზე-სხდომა დაიწყო
🔵„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა სასამართლოსთან საავტომობილო გზა გადაკეტეს
1792221008
ახალი ამბებილევან ჟორჟოლიანი: სტაჟირების პროგრამაში ჩართულია 364 უწყება, 3500 ვაკანსიაზე გვქონდა 55 000 აპლიკაცია, საიდანაც 5 600 იყო უნიკალური - ეს მიუთითებს ძალიან დიდ ინტერესზე, 1 500-მდე სტაჟიორი იქნა შერჩეული
სტაჟირების პროგრამაში ჩართულია 364 უწყება, 3 500 ვაკანსიაზე გვქონდა 55 000 აპლიკაცია, საიდანაც 5 600 იყო უნიკალური - ეს მიუთითებს ძალიან დიდ ინტერესზე და 1 500-მდე სტაჟიორი იქნა შერჩეული, - ამის შესახ...
1792218864
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: ამერიკის მსგავსად, გერმანიაც საწვავის ფასებზე აწუწუნდა - რუსული საწვავი გვინდაო, რადგან მოსკოვში ბენზინი ევროპულ დედაქალაქებსა და თბილისზე გაცილებით იაფია
რუსული საწვავისადმი ევროპის ქვეყნების ინტერესი ახსნა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა. როგორც ექსპერტი წერს, ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, რუსული საწვავის დ...
1792218719
ახალი ამბებიდღეს, 14:00 საათზე „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება
17 ოქტომბერს 14:00 საათზე, „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება. რაზე იმსჯელებენ, კონკრეტული საკითხები ჯერ ცნობილი არ არის. თუმცა, ცნობილია, რომ უმრავლესობის სხდომას „ქართ...
1792217422
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 17 ოქტომბერს საქართველოში
17 ოქტომბერს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +29 და ღამით +23 გრადუსია მოსალოდნელი. მზეს ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზე იქნება...
1792182920
მსოფლიოპუტინი აცხადებს, რომ რუსეთი გააგრძელებს უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბურ დარტყმებს
„მოწინააღმდეგის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და ლოგისტიკური ცენტრების წინააღმდეგ მასიური და ჯგუფური დარტყმები უნდა გაგრძელდეს,“ - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის შეიარაღებ...































