„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა სასამართლოსთან საავტომობილო გზა გადაკეტეს
საქალაქო სასამართლოსთან სამოქალაქო აქტივისტებმა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. შეზღუდულია ავტომობილების გადაადგილება, რის გამოც მძღოლების ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს.
როგორც ოპოზიციონერი გიგი უგულავა აცხადებს, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა, საქალაქო სასამართლოსთან ცოტა ხნის წინ მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ბუნებრივად მოხდა, მოქალაქეებმა აღმაშენებლის ხეივნისკენ გადმოინაცვლეს.
„ეს მილიციაც აღარაა, რასაც აკეთებენ. ასე იქცევა პირადი ძაღლობა. ეს პოლიციის ქმედება ხომ ნახეთ თქვენ თვითონ. ჯიხურის თავზე ადამიანი იდგა და დროშას აფრიალდება, მერე რა?! რა მოხდა?! მივიდნენ, დაუწყეს ცემა, გაზის შესხმა და გამოიწვიეს ის, რომ ადამიანებს აწვებიან აქეთ და ბუნებრივია გადაიკეტება ეს გზა. ასეთი უტვინო, უგუნური ველურობა. ეს არის პირდაპირ დავალება - ხომ ვამბობთ, რატომ არ უნდა მოვიყვანოთ, იმიტომ, რომ ასეთი ამბავი ხდება... პოლიციელი რომ „მელკი“ პროვოკატორი გახდება, იმ ქვეყნის ამბავი წასულია, ასე შევარდნაძის ძაღლობაც არ იქცეოდა, ესენი რომ იქცევიან", - განაცხადა გიგი უგულავამ.
ასევე დაგაინტერესებთ:
1789975710
ახალი ამბებიირაკლი ჭეიშვილი ნიკა გვარამიას განცხადებაზე: ეს არის გიორგი ბარამიძის მოღალატეობრივი განცხადების გაგრძელება
„ეს არის გიორგი ბარამიძის მოღალატეობრივი განცხადების გაგრძელება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა ნიკა გვარამიას განცხადებაზე საუბრისას, სადაც გვარამიამ აღნი...
1789974776
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: გახარიას გარკვეულ პოზიციებზე ყოფნის დროს, ჩადენილია გარკვეული გადაცდომები
მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს, სავარაუდოდ, დღეს შეიტანს და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვას მოითხოვს. საპარლამენტო უმრავლესობა აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად ყოფილი პ...
1789973712
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: ევრობიუროკრატიამ შეძლო შეეცვალა უნგრეთის ხელისუფლება სწორედ იმის გამო, რომ ორბანის მთავრობა ლგბტ პროპაგანდას ეწინააღმდეგებოდა
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ევრობიუროკრატების მხრიდან უნგრეთზე განხორციელებულ ზეწოლაზე მედიასთან ისაუბრა. დეპუტატმა განაცხადა, რომ ევრობიუროკრატიამ ქვეყნის ხელისუფ...
1789971212
ახალი ამბებიგიორგი ჩაკვეტაძე გახარიას პარტიაზე: საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა იყო, რომ თითქოს კონსტრუქციულები იყვნენ, ეს იყო კოორდინირებული მათი საერთაშორისო პატრონების მხრიდან
„ვალდებულებაც კი გვქონდა, რომ მსგავს პარტიებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიგვეღო“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვე...
1789969449
ახალი ამბებინიკა გვარამია: აფხაზებს არ უყვართ ქართველები და არც ჩვენ გვიყვარს აფხაზები, ჩვენ ამ წუთში ვართ მტრები და მტრობა ვერ შეიცვლება სიყვარულით, ეს არსად მომხდარა
კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ იუთუბ გადაცემაში სტუმრობისას ქართველებსა და აფხაზებს შორის არსებულ ურთიერთობებსა და კონფლიქტის მოგვარების გზებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, აფ...































