შსს - ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები, რათა აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი
ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები, რათა აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი და უზრუნველყონ, რომ სასამართლო პროცესმა, ასევე, განსასჯელის - მიხეილ სააკაშვილის ეტაპირებამ ჩაიაროს უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
უწყების ინფორმაციით, კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება მყისიერი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან. ტერიტორიაზე განთავსებულია შესაბამისი საპოლიციო ტექნიკაც. თბილისის საქალაქო სასამართლოში დაგეგმილია უკრაინის მოქალაქის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით სასამართლო პროცესი. პოლიციის შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მიმდინარე სხდომის პარალელურად, საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას დაიცავენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს სასამართლოსთან შეკრებილ მოქალაქეებს, შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონი და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. ამასთანავე, ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები, რათა აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი და უზრუნველყონ, რომ სასამართლო პროცესმა, ასევე, განსასჯელის - მიხეილ სააკაშვილის ეტაპირებამ ჩაიაროს უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით. კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება მყისიერი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“, - ნათქვამია განცხადებაში.
1793897790
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე მარიამ ქვრივიშვილის ჩინეთში ვიზიტზე: მთავრობის თანმიმდევრული და სწორი მუშაობის შედეგად, საქართველოს ხმა დღეს უფრო ძლიერად ისმის საერთაშორისო ასპარეზზე
დღეს ჩინეთი მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. ასეთ ქვეყანასთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობის განვითარება საქართველოსთვის განსაკუთრებული მნ...
1793896838
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ახალი, მნიშვნელოვანი და მდგრადი ბაზრების იდენტიფიცირებაზე, ამ სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ჩინეთში სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება
„ჩვენთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორი დივერსიფიცირებულად და მდგრადად ვითარდებოდეს. სწორედ ამ პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია ის, რომ მუდმივად ვზრუნავ...
1793895817
ახალი ამბებითბილისის მერია: ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ცხოველთა დამცველების მანტიით შემოსილი ხელს უშლის ცხოველთა მონიტორინგის მუშაობას, თხრის სამარხებს, საფრთხის ქვეშ აყენებს როგორც მიუსაფარ ცხოველებს, ისე მოსახლეობას მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე
„ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ცხოველთა დამცველების მანტიით შემოსილი ხელს უშლის ცხოველთა მონიტორინგის მუშაობას, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს თანამშრომლებს, აბულინგებს მათ, თხრის სამარხებს, საფრთხის...
1793892912
ახალი ამბებიჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს შეხვდა
ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცე...
1793889430
საზოგადოებათორნიკე ჭეიშვილი: „ვეტინგის“ მექანიზმი ქართულ მართლმსაჯულებაში პირდაპირი და უხეში ჩარევის მცდელობაა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, გარე ძალები ცდილობენ, ქართული მართლმსაჯულება საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციონ, რისთვისაც სხვადა...






























