ბექა ძამაშვილი ტრეფიკინგის შესახებ ანგარიშზე: ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ნახევარმა ვერ შეძლო ამ სტანდარტის დაკმაყოფილება და საქართველო უკვე მეთერთმეტე წელია, თანმიმდევრულად აჩვენებს მაღალ შედეგს

„ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ უმაღლესი შეფასება მიიღო ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც ადასტურებს, რომ ტრეფიკინგთან ბრძოლა უმაღლესი სტანდარტებით ხორციელდება“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ბექა ძამაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უმაღლესი შეფასება შეეხება როგორც დანაშაულის პრევენციას, ისე მის პროაქტიურ გამოვლენას, დამნაშავეთა დასჯას, ასევე, მსხვერპლთა დახმარებასა და მათ მხარდაჭერას.

„ეს კოორდინირებული სამუშაო ხორციელდება უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს და, საბოლოო ჯამში, ყველა სახელმწიფო უწყების ეფექტიანი მუშაობის შედეგია. ეს შედეგი განსაკუთრებით თვალსაჩინოა იმ ფონზე, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ნახევარმა ვერ შეძლო ამ სტანდარტის დაკმაყოფილება და საქართველო უკვე მეთერთმეტე წელია, თანმიმდევრულად აჩვენებს მაღალ შედეგს, რაც ადასტურებს იმას, რომ ეს ღონისძიებები არის სისტემური ხასიათის და კარგად გააზრებული. ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია, განხორციელდეს ეფექტიანი ბრძოლა ტრანსნაციონალურ და ორგანიზებულ დანაშაულთან, ასევე, ჩვენ გვაქვს აქტიური თანამშრომლობა ყველა პარტნიორ სახელმწიფოსთან“, - განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791522925

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 9 ოქტომბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

9 ოქტომბერს ქუთაისში წვიმიანი დღე და +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმაა მოსალოდნელია. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდ...

ამინდი

1791521014

ახალი ამბები

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი ვერსიის საკომიტეტო განხილვები გრძელდება

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი ვერსიის საკომიტეტო განხილვები გრძელდება. დღეს ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს თავდაცვის, სოფლის მეურნეობის, რეგიონული პოლიტიკის, დიასპორის, კულტურისა და სპორტის...

საქართველოს პარლამენტი

1791492261

ახალი ამბები

ვატო შაქარიშვილი:თუ ჩვენ დაჟინებით მოვინდომებთ, რომ რომელიმე მხარის ნაწილი გავხდეთ ბუნებრივია, რომ ვკარგავთ დამაკავშირებლის ფუნქციას

თუ ჩვენ დაჟინებით მოვინდომებთ, რომ რომელიმე მხარის ნაწილი გავხდეთ ბუნებრივია, რომ ვკარგავთ დამაკავშირებლის ფუნქციას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ვატო შა...

ვატო შაქარიშვილი

1791490225

მსოფლიო

კრემლი: რუსეთი უკრაინაში კონფლიქტის ნაწილობრივ მოგვარებას მხარს არ უჭერს

„რუსეთი უკრაინაში კონფლიქტის ნაწილობრივ მოგვარებას მხარს არ უჭერს“, - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი. აღნიშნული განცხადება კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მას შემდეგ გააკ...

კრემლი

1791488855

ახალი ამბები

დავით სონღულაშვილი: რთველი რიგის გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ ეს რიგი მართვადია

რთველი რიგის გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ ეს რიგი მართვადია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა. მინისტრის თქმით, პროცესში აქტიურად...

დავით სონღულაშვილი