პრემიერი: რუსთავის არტ-პავილიონი კულტურულ ტრადიციებსა და ახალ შემოქმედებით ენერგიას გააერთიანებს, 11 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტი წარმატებით განხორციელდა, შენობამ სრულად შეინარჩუნა თავისი ისტორიული იერსახე

დღეს რუსთავისთვის განსაკუთრებული დღეა, ერთად ვხსნით სივრცეს, რომელიც ქალაქის კულტურულ ტრადიციებსა და ახალ შემოქმედებით ენერგიას გააერთიანებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავის არტ-პავილიონის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა 11 მილიონი ლარის ღირებულების პროექტის მნიშვნელობას, რომლის განხორციელების შედეგად შენობამ ისტორიული იერსახე სრულად შეინარჩუნა.

„ეს შენობა იმდენივე წლისაა, რამდენისაც არის თავად ქალაქი რუსთავი. 1948 წელს, როდესაც რუსთავს ქალაქის სტატუსი მიენიჭა, სწორედ აქ აშენდა კულტურის სახლი. აქ იდგმებოდა პირველი სპექტაკლები, იმართებოდა პირველი კონცერტები. ამ სცენაზე მოღვაწეობდნენ ქართული ხელოვნების გამორჩეული მოღვაწეები, მათ შორის მედეა ჯაფარიძე და ჰამლეტ გონაშვილი. აქვე იწყებდნენ შემოქმედებით გზას ლეგენდარული ანსამბლი „რუსთავი“ და ჯგუფი „ბერმუხა“. წლების განმავლობაში უფუნქციოდ დარჩენილი ეს შენობა დღეს ახალ სიცოცხლეს იძენს. ეს პროექტი რუსთავის მერის, ქალბატონი ნინო ლაცაბიძის ინიციატივით დაიწყო და რეგიონული განვითარების ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა. ეს არის 11 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტი, რომელიც წარმატებით განხორციელდა. რაც მთავარია, შენობამ სრულად შეინარჩუნა ისტორიული იერსახე, თუმცა შინაარსითა და ტექნოლოგიური აღჭურვილობით სრულიად ახალ, თანამედროვე სტანდარტებზე გადავიდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, რუსთავის არტ-პავილიონში მოეწყო დარბაზი უახლესი აკუსტიკითა და განათებით, სარეპეტიციო სივრცეებით, ხმის ჩამწერი სტუდიითა და ღია ამფითეატრით.

„განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ აქ კვლავ ბრუნდება ანსამბლი „რუსთავი“, აქ დაიდებს ბინას ანსამბლი „თუთარჩელა“, გაიხსნება მიუზიკლის აკადემია და ამოქმედდება საგანმანათლებლო პროგრამები ახალგაზრდებისთვის. დარწმუნებული ვარ, არტ-პავილიონი კვლავ გახდება რუსთაველებისა და ქალაქის სტუმრების მიზიდულობის ცენტრი - ადგილი, რომელიც ტრადიციასა და თანამედროვეობას, კლასიკურ ხელოვნებას და ახალგაზრდულ შემოქმედებით ენერგიას ერთმანეთთან დააკავშირებს. მადლობას ვუხდი ყველას, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ პროექტის განხორციელებაში. წარმატებებს ვუსურვებ ამ სივრცეს და თითოეულ თქვენგანს!“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791298228

საზოგადოება

„რთველი ჩვენი ტრადიციების და ჩვენი იდენტობის ნაწილია“ - მაკა ბოჭორიშვილმა დიპლომატიურ კორპუსს წინანდალში უმასპინძლა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს წინანდალში რთველში უმასპინძლა. დიპლომატები გაეცნენ ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვ...

მაკა ბოჭორიშვილი

1791297512

ახალი ამბები

ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში, ეთერ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველ ძიუდოისტს ძალიან ცოტა დააკლდა, რომ ზედიზედ მეორედ გამხდარიყო მსოფლიოს ჩემპიონი. 57 კგ წონით კატეგორია...

ეთერ ლიპარტელიანი

1791297483

ახალი ამბები

დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის ფაქტზე ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დააკავეს

ყოფილი ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ პროკურატუ...

ნოდარ ჩაჩუა

1791295760

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერა არის გამქრალი, ერთადერთი, ვინც დღეს მათ ასულდგმულებთ, ეს არის უცხოეთი

ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, „აირაის“ კვლევამ კარგად აჩვენა, თუ რა პროცესები მიდის ოპოზიციაში. „რადიკალუ...

შალვა პაპუაშვილ

1791295468

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე: ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დაიწყო ომი, იყო სწორედ ნატოს გაფართოების გეგმები აღმოსავლეთის მიმართულებით, დღეს ვხედავთ, რომ საბოლოო ჯამში, მიზნებისა და ოცნებებისგან აღარაფერს ტოვებენ

„ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დაიწყო ომი, იყო სწორედ ნატოს გაფართოების გეგმები აღმოსავლეთის მიმართულებით. დღეს ვხედავთ, რომ საბოლოო ჯამში, მიზნებისა და ოცნებებისგან აღარაფერს ტოვებენ რაც შეეხება ნატოს წევ...

შალვა პაპუაშვილი