ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით საქართველო წელსაც უმაღლეს შეფასებას იღებს

2026 წლის 8 ოქტომბერს გამოქვეყნდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 26-ე ყოველწლიური ანგარიში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თაობაზე, რომლის თანახმად, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო კვლავ უმაღლეს საფეხურზეა და მსოფლიოს მასშტაბით 184 ქვეყანას შორის უკვე მე-11 წელია, ინარჩუნებს ადგილს ე.წ. „პირველ კალათაში“. წელს შეფასების უმაღლეს შკალაში მხოლოდ 33-მა ქვეყანამ დაიკავა ადგილი. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველო ერთადერთია რეგიონის მასშტაბით და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს შორის, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასების უმაღლეს ნიშნულს იკავებს. აღსანიშნავია, რომ უშუალოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან უმაღლეს პირველ კალათაში ვერ მოხვდა 13 ქვეყანა.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველომ განაგრძო მნიშვნელოვანი და მდგრადი ძალისხმევა დანაშაულის წინააღმდეგ, რამაც ქვეყნის უმაღლესი შეფასება განაპირობა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმულია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის პროაქტიული გამოვლენისა და გამოძიების, მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების მექანიზმების, მათ შორის, დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიმართულებით გადადგმული ეფექტიანი ნაბიჯები.

საქართველო მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლას, რომელიც, ასევე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია და ქმნის ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით ქვეყანასა და რეგიონში უსაფრთხო და საიმედო გარემოს.

საქართველოს მიერ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოწინავე პოზიციის დაკავება და საანგარიშო პერიოდში მიღწეული პროგრესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ეფექტიანი მუშაობის შედეგია.

საბჭოს საქართველოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს და მის შემადგენლობაში შედის ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების, სახალხო დამცველის აპარატისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791492261

ახალი ამბები

ვატო შაქარიშვილი:თუ ჩვენ დაჟინებით მოვინდომებთ, რომ რომელიმე მხარის ნაწილი გავხდეთ ბუნებრივია, რომ ვკარგავთ დამაკავშირებლის ფუნქციას

თუ ჩვენ დაჟინებით მოვინდომებთ, რომ რომელიმე მხარის ნაწილი გავხდეთ ბუნებრივია, რომ ვკარგავთ დამაკავშირებლის ფუნქციას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ვატო შა...

ვატო შაქარიშვილი

1791490225

მსოფლიო

კრემლი: რუსეთი უკრაინაში კონფლიქტის ნაწილობრივ მოგვარებას მხარს არ უჭერს

„რუსეთი უკრაინაში კონფლიქტის ნაწილობრივ მოგვარებას მხარს არ უჭერს“, - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი. აღნიშნული განცხადება კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მას შემდეგ გააკ...

კრემლი

1791488855

ახალი ამბები

დავით სონღულაშვილი: რთველი რიგის გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ ეს რიგი მართვადია

რთველი რიგის გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ ეს რიგი მართვადია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა. მინისტრის თქმით, პროცესში აქტიურად...

დავით სონღულაშვილი

1791487791

ახალი ამბები

დავით სონღულაშვილი: ვისაც 30 თეთრად ჩასაბარებელი ყურძენი აქვს, უნდა დაფიქრდეს, აქვს თუ არა უფლება, რომ ვენახს მოუაროს. კეთილსინდისიერ მევენახეს ვერ ექნება ისეთი მოსავალი, რომ 30 თეთრად ჩააბაროს

ვისაც 30 თეთრად ჩასაბარებელი ყურძენი აქვს, უნდა დაფიქრდეს, აქვს თუ არა უფლება, რომ ვენახს მოუაროს. კეთილსინდისიერ მევენახეს ვერ ექნება ისეთი მოსავალი, რომ 30 თეთრად ჩააბაროს, - განაცხადა სოფლის მეურნე...

დავით სონღულაშვილი

1791487636

მსოფლიო

პარიზში საპროტესტო აქციის დროს დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა - სამართალდამცველებმა ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

საფრანგეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. ამის შესახებ უცხოური მედია იტყობინება. „როიტერის“ ინფორმაციით, აქციები პარიზში, ლილში, რენეში, ნანტში, მარსელსა და სხვა ქალაქებში მიმდინარეობს. პარიზში პოლიცი...

 საპროტესტო აქცია