მარიამ ქვრივიშვილი: TUMO-ს სასწავლო ცენტრს ძალიან დიდი ღირებულებების მოტანა შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ქუთაისისთვის, ზოგადად იმერეთის რეგიონისთვის
„ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა - ოფიციალურად გავხსენით TUMO-ს სასწავლო ცენტრი, რომელსაც ძალიან დიდი ღირებულებების მოტანა შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ქუთაისისთვის, ზოგადად იმერეთის რეგიონისთვის“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრმა ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO-ს ცენტრის მნიშვნელობაზე საუბრისას ხაზი ბავშვების დიდ ინტერესს გაუსვა, რაზეც მისი თქმით, მეტყველებს ის, რომ
ცენტრის მიერ შეთავაზებულ სასწავლო პროგრამებზე უკვე 1550-მდე მოსწავლეა დარეგისტრირებული.
„ძალიან საინტერესო კლასებია, როგორიცაა ფოტოგრაფიის, დიზაინის, რობოტიკის და სხვა მიმართულებები, მათ შორის მუსიკალური და ძალიან გვიხარია, რომ ვხედავთ ასეთ დიდ ინტერესს ბავშვების მხრიდან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ TUMO-ს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, თავისი წვლილი შეიტანოს აღნიშნული სექტორის განვითარებაში.
ჩვენ დიდი ინტერესი გვაქვს, ხელი შევუწყოთ ჩვენს მოსწავლეებს, რომ განავითარონ მათი უნარ-ჩვევები სხვადასხვა ტექნოლოგიების მიმართულებით.
ქუთაისის ტექნოლოგიური ცენტრი სწორედ ამ მთავარ ღირებულებას ატარებს - ჩვენ გავაერთიანეთ ტექნოლოგიების მიმართულება სხვადასხვა კუთხით და მათ შორის შემოვიტანეთ სასწავლო-საგანმანათლებლო კომპონენტი, რაც დაეხმარება, პირველ რიგში, იმერეთის რეგიონში მყოფ ბავშვებს და მოსწავლეებს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
TUMO-ს ცენტრი 12-18 წლის ახალგაზრდებს ციფრული, ტექნოლოგიური და კრეატიული მიმართულებებით განვითარებაში ეხმარება. ის საერთაშორისო აღიარების მქონე საგანმანათლებლო მოდელს წარმოადგენს, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის უკვე საქართველოშიც, ქუთაისის ტექნო ჰაბში.
1791465160
ახალი ამბებინინო ფოჩხუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: აფუსფუსდნენ გარე ძალები პარტიების გაუქმების წინ, იციან რა რომ თუ აღარ ეყოლებათ დასაყრდენი ამ ქვეყანაში, საერთოდ დაკარგავენ საქართველოს და მასზე ზეგავლენას
„მერამდენე რეზოლუცია უნდა მიიღოს ევროპარლამენტმა თან ბრმად, რომ მიხვდნენ იუკნევიჩიენები, კრამერები და გოშევსკები, ფუჭია მათი გარჯა როგორმე დააზიანონ საქართველო“,- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქს...
1791464790
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 8 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6019 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6021 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...
1791463542
ახალი ამბებიევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპ...
1791463158
საზოგადოებაპროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე 21 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის ფაქტებზე ოცდაერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს თბილისში, მარნეულსა და ქუთ...
1791462327
საზოგადოება4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი ჩახუნაშვილი: არც წამიკითხავს საპროცესო, მთავარი იყო მე გამოვსულიყავი გარეთ
მე თვითონ მაგალითად არც წამიკითხავს ის საპროცესო, მთავარი იყო მე გამოვსულიყავი გარეთ, - განაცხადა 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა გიორგი ჩახუნაშვილმა, რომელმაც ბრალი აღიარა და საპყრობილე საპროცესო შ...


























