ბორჯომელი პატიმარი ციხის თანამშრომლებს კუთვნილი ბარათის ჩამორთმევასა და თანხის დახარჯვაში ადანაშაულებს
ბორჯომში დამამძიმებელ გარემოებაში მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის და ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული გ.კ-ს საქმეზე ექვსი მოწმე დაიკითხა. სასამართლო სხდომის დაწყებამდე ბრალდებულმა ადვოკატებს განუცხადა, რომ ციხის თანამშრომლებმა მისი კუთვნილი კარტიდან თანხა დაუხარჯეს და ამ დრომდე არ უბრუნებენ – არც თანხას და არც ბარათს.
ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
„მე-10 დღეა ჩემი კარტა წაღებული აქვთ, 160 ლარი შეცდომით შეეშალათ და ერთი ბლოკი სიგარეტი იყიდეს. არც არაფერს მეუბნებიან, მეღადავებიან, თავიანთი ჭკუით. ამ საქმეში ყველა ჩართულია ციხის წარმომადგენელიც და პატიმრებიც. ფული წაღებული აქვთ და ვერც საჭმელს ვყიდულობ და ვერაფერს, რომ იცოდეთ ისე არც სიკვდილს ვაპირებ და არც თავის მოკვლას, სრულიად ჯანმრთელი ვარ, თუ რაიმე მომივიდა პასუხისმგებლობა მათზე იყოს“,- უთხრა პროცესის დაწყებამდე ადვოკატებს ბრალდებულმა.
ი.კ–მ იგივე პრობლემაზე მოსამართლესთანაც ისაუბრა.
ბრალდებულის ინტერესებს ადვოკატები, პაატა მანველიშვილი და იური ფატარიძე იცავენ.
გ.კ-ს სასამართლო პროცესზე ექსპერტ-კრიმინალისტები, დეტექტივ-გამომძიებლები და ის უბნის ინსპექტორები დაიკითხნენ, რომლებმაც შემთხვევის დღეს საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს და ბრალდებულის ოჯახის წევრები დაკითხეს.
„მე გამოვკითხე ვ.ა-ს ნათესავი და მეზობელი. როგორც მან აღნიშნა ის კონფლიქტის დროს სახლში იმყოფებოდა და ესმოდა ჩხუბის ხმა. მისი მონაყოლით, ბრალდებულმა ჯერ შვილი გამოუშვა სახლიდან, შემდეგ გაისმა ქალის განწირული ხმა, რომ შევიდა ვ.ა. (ბრალდებულის ცოლი) კარებთან იყო ჩაკეცილი“,- თქვა პროცესზე დეტექტივმა, დავით ბლიაძემ.
ასევე პროცესზე დაიკითხა ბორჯომის რაინული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელი, თეონა ივანიძეც. მისი თქმით, შემთხვევის ადგილზე მისვლის დროს, ეზოს კარის წინ გზის მხარეს დასაკეცი შავტარიანი დანა ნახა, რომელსაც მოწითალო ლაქები ჰქონდა.
ამავე პროცესზე პროკურორმა დასაშვებ მტკიცებულებად წარმოადგინა გამოძიების ეტაპზე გ.კ-ს ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, რომლის დასკვნაც 2022 წლის 15 აგვისტოს გახდა ცნობილი.
დასკვნის მიხედვით, გ.კ-ს სისხლის ნიმუშში, არ აღმოჩნდა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები.
აღნიშნული შუამდგომლობა უდავო გახადა დაცვის მხარემ, მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმეს დაერთო როგორც უდავო მტკიცებულება.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომში მცხოვრებმა გ.კ-მ, მიმდინარე წლის 1-ელ მაისს ცოლს 16-მდე ჭრილობა მიაყენა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵როგორია დიღომში აფეთქების დროს დაშავებული დედა-შვილის მდგომარეობა
🔵დედამ ჩვილი ფეხსაცმლის ყუთით საავადმყოფოს კართან დატოვა - რა სასჯელი ელის?
1792264185
მსოფლიორობერტ ფიცო: უკრაინამ ევროკავშირს დამატებით 70 მილიარდი ევროს გამოყოფის თხოვნით მიმართა, თუმცა ამ ინიციატივას სლოვაკეთი და უნგრეთი არ შეუერთდებიან
უკრაინამ ევროკავშირს 2027 წლისთვის დამატებითი დახმარების სახით 70 მილიარდი ევროს გამოყოფა სთხოვა, თუმცა სლოვაკეთი და უნგრეთი ამ ინიციატივას არ შეუერთდებიან, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა...
1792262464
მსოფლიომანქანები დაწვეს, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს - ბრიუსელში საპროტესტო აქციებზე არეულობა დაიწყო
ახალგაზრდების საპროტესტო აქციები დღესმეზობელ ბელგიაშიც გაიმართა. დედაქალაქ ბრიუსელის ქუჩებში რამდენიმე ასეული, ძირითადად ახალგაზრდა ადამიანი გამოვიდა. როგორც მედია წერს, მომიტინგეებმა დააზიანეს ქონებ...
1792260769
მსოფლიო„ჰუსიტებმა“ 159 პროსამთავრობო მებრძოლი ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს
იემენელმა „ჰუსიტებმა“ მთავრობის მომხრე 159 მებრძოლის გაათავისუფლეს. პატიმრები ამნისტიის ფარგლებში გაათავისუფლეს, რომელიც გასულ თვეში, ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევის შედეგად ტერიტორიების მნიშვნელოვა...
1792258977
ახალი ამბებირევაზ სოხაძე: ჩვენი მიდგომაა, არავის მივცეთ საშუალება, მოსახლეობას უხარისხო სამუშაოები შესთავაზოს
„ჩვენი ძლიერი მხარე ის არის, რომ პრობლემებს არ ვმალავთ და ვაღიარებთ იმ გამოწვევებს, რომლებიც არსებობს. ამასთან, ქვეყანაში ისეთი გარემო და მიდგომები უნდა ჩამოვაყალიბოთ, რომ ვერავინ გაბედოს უხარისხო სამ...
1792258305
ახალი ამბებიზურაბ მსხალაძე ევროპის ჩემპიონია!
ზურაბ მსხალაძე ევროპის ჩემპიონია! საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ძალოსანმა ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა ალბანეთის ქალაქ დურესში მიმდინარე U23 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, საქ...





























