„ისინი, ვინც დააზიანეს და თავს დაესხნენ პრეფექტურებსა და ბიზნესობიექტებს, გაძარცვეს მერიებიც კი, დაისჯებიან“ - ემანუელ მაკრონი საპროტესტო აქციებზე
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ძალადობას ადგილი არ აქვს.
მისი თქმით, პირებს, რომლებმაც შენობები დააზიანეს და თავს დაესხნენ, ასევე, გაძარცვეს მერიები, კანონის მთელი სიმკაცრით მოეთხოვებათ პასუხი.
„ჩვენს რესპუბლიკაში ძალადობას ადგილი არ აქვს. მათ, ვინც დააზიანეს და თავს დაესხნენ პრეფექტურებსა და ბიზნესობიექტებს, გაძარცვეს მერიებიც კი, კანონის მთელი სიმკაცრით მოეთხოვებათ პასუხი და დაისჯებიან.
სამართალდამცველებს, რომლებიც დემონსტრაციების გამართვის უფლების დაცვის გარანტები არიან, მხარდაჭერას ვუცხადებ.
ჩვენ ყველანი ერთად დავდგებით ქაოსის მთესველთა წინააღმდეგ, რომელთა ერთადერთი მიზანი ჩვენი ინსტიტუტების დამხობა და იმ ადამიანებისთვის ხელის შეშლაა, რომლებიც საკუთარ მოთხოვნებს მშვიდობიანად აჟღერებენ“, - წერს მაკრონი.
1792258305
ახალი ამბებიზურაბ მსხალაძე ევროპის ჩემპიონია!
ზურაბ მსხალაძე ევროპის ჩემპიონია! საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ძალოსანმა ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა ალბანეთის ქალაქ დურესში მიმდინარე U23 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, საქ...
1792257947
ახალი ამბებისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგების სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი ხაშ...
1792256436
ახალი ამბებირევაზ სოხაძე: ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანაა ნებისმიერი კორუფციული რისკის მინიმუმამდე დაყვანა ამ სისტემაში, ჩვენი ამოცანა და მიზანია, რომ თითოეული თეთრი დაიხარჯოს სწორად და მიზნობრივად
„ძალიან ცუდია, რომ მოსახლეობის ნაწილს ჩამოუყალიბდა მოსაზრება, რომ სადღაც ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების დროს, ვიღაცა რაღაცას იპარავს. ჩვენთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენთვის ნომერ პირ...
1792253956
ახალი ამბებინანა ყეინიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭო დატოვა
ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულის შესახებ ყეინიშვილმა განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისი განცხადებით, არ ეთანხმება გავრცელებულ ბრალდებებს, თუმცა, პ...
1792251691
ახალი ამბები18 ოქტომბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამების ტაძარში წირვას აღავლენს
18 ოქტომბერს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს თბილისის ყოვლადწმინდა...































