ბრალდებულმა მარნეულში თანასოფლელებს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტომასალა გაუვრცელა, ფოტოების წაშლის სანაცვლოდ კი თანხის ანგარიშზე ჩარიცხვა მოსთხოვა - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გამოძალვის ბრალდებით წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტში თანასოფლელებს, თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელა, ფოტოების წაშლის სანაცვლოდ კი გარკვეული ოდენობის თანხის ელექტრონულ ანგარიშზე ჩარიცხვა მოსთხოვა.
მოქალაქეებისთვის მიყენებულმა ზარალმა ჯამში 2 000 ლარამდე შეადგინა.
სამართალდამცველებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
1791056527
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: 2020 წლის შემდეგ ჩვენი რეალური ეკონომიკური ზრდა იყო საშუალოდ 9,3 პროცენტი, წელსაც ვინარჩუნებთ მაღალ ტემპს - პირველი რვა თვის მონაცემებით 7,6 პროცენტი, ამ მაჩვენებლებით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა ზრდის კუთხით
„2020 წლის შემდეგ ჩვენი რეალური ეკონომიკური ზრდა, რაშიც ინფლაცია არ შედის, იყო საშუალოდ 9,3 პროცენტი, წელსაც ვინარჩუნებთ მაღალ ტემპს, ეს არის პირველი რვა თვის მონაცემებით 7,6 პროცენტი. ამ მაჩვენებლები...
1791055094
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: სკოლების უდიდეს უმრავლესობაში, 90%-ზე ბევრად მეტში მე-12 კლასი იყო ფიქტიური და რეალურად, მოსწავლეები არ დადიოდნენ სკოლებში, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ 11 კლასში შესაძლებელი იყო პროგრამის სრულად ჩატევა
„განათლების რეფორმაზე იყო დისკუსიები, არაერთი ფორმატი, თუმცა ჩვენ მზად ვართ, რომ სხვადასხვა ფორმატში განვავრცოთ დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, უკვე გატარებულ რეფორმაშიც კი შეიძლება განხორციელდე...
1791053643
ახალი ამბებიცესკომ ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნების შედეგების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა - ოთხივე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ
ცესკომ ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. არჩევნებზე მისული ამომრჩევლის ხმები ასე გადანაწილდა: ახმეტა: ლევან ითი...
1791053468
ახალი ამბებიგიორგი კალანდარიშვილი: არჩევნები მშვიდ, ორგანიზებულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარდა, კონკურენტულ საარჩევნო გარემოში, სადაც ამომრჩეველს ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარი არჩევანი თავისუფლად დაეფიქსირებინა
„კენჭისყრის პროცესი დასრულდა. არჩევნები მშვიდ, ორგანიზებულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარდა, კონკურენტულ საარჩევნო გარემოში, სადაც ამომრჩეველს ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარი არჩევანი თავისუფლად დაეფიქსირებ...
1791052051
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ყოველწლიურად ასეულობით მილიონი იხარჯება თავდაცვის სისტემის გაძლიერებაში, მათ შორის შეიარაღებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით
„ყოველწლიურად ასეულობით მილიონი იხარჯება თავდაცვის სისტემის გაძლიერებაში, მათ შორის შეიარაღებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთ...































