ნიკოლოზ სამხარაძე: თუ ვინმე ოდნავ მაინცაა ჩახედული ევროკავშირის გაფართოების პროცესში, 2027 წლის 1-ელ იანვარს ევროკავშირის გაფართოება და უკრაინის წევრობა ყველასთვის არარეალისტური თარიღი და არარეალისტური ამოცანა იყო
თუ ვინმე ოდნავ მაინცაა ჩახედული ევროკავშირის გაფართოების პროცესში, რა თქმა უნდა, 2027 წლის 1-ელ იანვარს ევროკავშირის გაფართოება და უკრაინის წევრობა ყველასთვის არარეალისტური თარიღი და არარეალისტური ამოცანა იყო, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადების კომენტირებისას.
მისივე თქმით, საქმე გვაქვს ადამიანების მოტყუებასთან და ფუჭი იმედებისა და ილუზიების მიცემასთან.
„მით უმეტეს, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ომითა და რუსეთის აგრესიით იტანჯებიან. ჩვენ უკრაინას ვუსურვებთ, პირველ რიგში, გამძლეობას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და, რა თქმა უნდა, მოხარული ვიქნებით, თუ ევროკავშირშიც გაწევრიანდება უკრაინა“, - განაცხადა სამხარაძემ.
ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, მარტა კოსი აცხადებს, რომ უკრაინა ევროკავშირში 2027 წლის 1-ელ იანვარს ვერ გაწევრიანდება, რადგან წევრობა კონკრეტული კრიტერიუმების შესრულებაზეა დამოკიდებული.
1791963135
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე: ქვეყნის განახლებულ ბიუჯეტზე მსჯელობისას, უმთავრესი საზომია - რას იგრძნობს რიგითი ქართველი და რამდენად სამართლიანად ნაწილდება ქვეყნის დოვლათი
სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე. როგორც ის აღნიშნავს, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო კონკრეტული ნაბიჯებით ფასდება და შესაბამ...
1791962485
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი აბუ-დაბიში კონფერენციაში „Raisina Middle East“ მონაწილეობას მიიღებს
მიმდინარე წლის 14-15 ოქტომბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში „Raisina Middle Eas...
1791960756
ახალი ამბებისაფრანგეთის საელჩო: გილოცავთ სვეტიცხოვლობას, სვეტიცხოველი არა მხოლოდ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული შედევრია, არამედ რწმენის, გამძლეობისა და ერთიანობის სიმბოლოა მთელი ხალხისთვის
„დღეს, საქართველო თავის ერთ-ერთ უძველეს და ძვირფას რელიგიურ დღესასწაულს, მცხეთობას/სვეტიცხოვლობას ზეიმობს“, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის საელჩო სოციალურ ქსელში წერს. როგორც განცხადებაშია ნა...
1791958715
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი 4 ოქტომბრის საქმეზე: დაველოდოთ პროცესების განვითარებას და ვიქონიოთ იმედი, რომ ეს აღიარება, მონანიება არის რეალური და თვალთმაქცობას არ ექნება ადგილი
4 ოქტომბრის ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორობის ბრალდებით დაკავებულმა ოთხმა პირმა, ციხე ნოემბრის დასაწყისში უნდა დატოვოს. მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ, გური ჟვანიამ და ირაკლი ჩხვირკვიამ საპროცესო შეთა...
1791958012
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
14 ოქტომბერს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +29 და ღამით +19 გრადუსია მოსალოდნელი. ასევე უნალექო დღეა ნავარაუდევი ოზურგეთში, დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17. ბათუმშიც უნალექო ამ...





























