ალუდა ღუდუშაური: დარწმუნებული ვარ, ევროკავშირში კარგად გაიაზრებენ და მოუწევთ თვალის გასწორება იმ ყველაფრისთვის, რაც მათივე კვლევებით, ობიექტური საზომით არის დათვლადი და გაზომვადი - ამერიკის შეერთებული შტატებიდან უფრო პოზიტიური სიგნალებია

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს ურთიერთობაზე ილაპარაკა.

მან აღნიშნა, რომ ვიზიტები, რომელთა საშუალებითაც პირველ პირებს რეალური ინფორმაცია მიეწოდებათ, ძალიან მნიშვნელოვანია.

„ნებისმიერი ვიზიტი, რომელიც არის შესაძლებლობა იმისა, რომ ობიექტური რეალობის შესახებ სიმართლე პირველ პირებს პირდაპირ მიაწოდო, არის მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ლუქსემბურგს და ბელგიას, მათ საერთოდ არ იცოდნენ ის, რომ არაერთი ევროკავშირის წევრი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი იმყოფებოდა აქციაზე და ძალადობრივი აქციების დროს ეგზალტირებულ ხალხს სხვადასხვა ქმედებისკენ პირდაპირ მოუწოდებდა. ამიტომ ეს მათთვის იყო აბსოლუტური მოულოდნელობა, საერთოდ წარმოდგენა არ ჰქონდათ და ძალიან გაოცებულები იყვნენ, როდესაც მოისმინეს, რომ თურმე ასეთი რამ მომხდარა, დიახ, ძალიან მაღალი თანამდებობის პირების ჩართულობით და მონაწილეობით.

ამიტომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ ჩვენი სიმართლე და ობიექტური მოცემულობა მივიტანოთ ყველა იმ პირამდე, რომელიც გადაწყვეტილების მიმღებია.

რაც შეეხება ევროკავშირს, დარწმუნებული ვარ, იქაც კარგად გაიაზრებენ და მოუწევთ თვალის გასწორება იმ ყველაფრისთვის, რაც მათივე კვლევებით, ობიექტური საზომით არის დათვლადი და გაზომვადი. მე დარწმუნებული ვარ, ეს უბრალოდ, დროის საკითხია“, - განაცხადა ღუდუშაურმა.
დეპუტატის შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან უფრო პოზიტიური სიგნალებია.

„რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, იქიდან უფრო პოზიტიური სიგნალებია. დღევანდელი ადმინისტრაცია ძალიან კარგად აცნობიერებს, მშვენივრად იცის, თუ რა იყო მათი წინამორბედების დროს გაკეთებული. ის სიგნალები და პოზიტიური ძვრები ძალიან დიდი იმედის მომცემია და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ყველაფერს მივესალმებით“, - აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791964815

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ვენეციის კომისიის დასკვნაზე: ეს ინსტიტუტი პოლიტიზებულია, რაც ძალიან სამწუხაროა, ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივ ჭრილში აფასებდეს საკითხებს

„ეს ინსტიტუტი პოლიტიზებულია, რაც ძალიან სამწუხაროა, ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივ ჭრილში აფასებდეს საკითხებს“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმ...

ლევან მაჭავარიანი

1791963135

ახალი ამბები

ზურაბ ქადაგიძე: ქვეყნის განახლებულ ბიუჯეტზე მსჯელობისას, უმთავრესი საზომია - რას იგრძნობს რიგითი ქართველი და რამდენად სამართლიანად ნაწილდება ქვეყნის დოვლათი

სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე. როგორც ის აღნიშნავს, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო კონკრეტული ნაბიჯებით ფასდება და შესაბამ...

ზურაბ ქადაგიძე

1791962485

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი აბუ-დაბიში კონფერენციაში „Raisina Middle East“ მონაწილეობას მიიღებს

მიმდინარე წლის 14-15 ოქტომბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში „Raisina Middle Eas...

მაკა ბოჭორიშვილი

1791960756

ახალი ამბები

საფრანგეთის საელჩო: გილოცავთ სვეტიცხოვლობას, სვეტიცხოველი არა მხოლოდ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული შედევრია, არამედ რწმენის, გამძლეობისა და ერთიანობის სიმბოლოა მთელი ხალხისთვის

„დღეს, საქართველო თავის ერთ-ერთ უძველეს და ძვირფას რელიგიურ დღესასწაულს, მცხეთობას/სვეტიცხოვლობას ზეიმობს“, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის საელჩო სოციალურ ქსელში წერს. როგორც განცხადებაშია ნა...

საფრანგეთის საელჩო

1791958715

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი 4 ოქტომბრის საქმეზე: დაველოდოთ პროცესების განვითარებას და ვიქონიოთ იმედი, რომ ეს აღიარება, მონანიება არის რეალური და თვალთმაქცობას არ ექნება ადგილი

4 ოქტომბრის ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორობის ბრალდებით დაკავებულმა ოთხმა პირმა, ციხე ნოემბრის დასაწყისში უნდა დატოვოს. მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ, გური ჟვანიამ და ირაკლი ჩხვირკვიამ საპროცესო შეთა...

გია ვოლსკი