ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე მოადგილის პოზიციას ქართული ოცნების წარმომადგენელს სთავაზობს
პარტია "საქართველოსთვის" წევრი შოთა წურწუმია მოადგილის პოზიციას ქართული ოცნების წარმომადგენელს სთავაზობს. ამის შესახებ წურწუმიამ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.
ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, ჩხოროწყუს საკრებულომ თავმჯდომარე და ორი მოადგილე უკვე აირჩია, ქართული ოცნების წარმომადგენელმა მესამე მოადგილის თანამდებობაზე უარი განაცხადა, თუმცა ბალანსის პრინციპის დაცვის მიზნით, ქართულ ოცნებას საკრებულომ დრო მისცა და სხდომა გადადო.
„მიუხედავად იმისა, რომ ელემენტარულია ეს ალბათ საკრებულოს წევრებისთვის, როდესაც თვითმმართველობის კოდექსი გვკარნახობს, რომ თავმჯდომარის მოადგილეებს უთითებს საკრებულოს თავმჯდომარე, ჩვენ შევთავაზეთ ქართული ოცნების წარმომადგენლებს, რომ სურვილის შემთხვევაში მიეღოთ მოადგილის კენჭისყრაში მონაწილეობა, რაზედაც მათ უარი განაცხადეს. ამ ეტაპისთვის ხედავთ, რომ არჩეულია თავმჯდომარე და 2 მოადგილე.
იმისთვის, რომ ბალანსი, რომელიც ჩვენ ერთგვარ ვალდებულებად დაგვაკისრა ჩვენმა საზოგადოებამ და ჩვენი პარტიული ხაზიც სწორედ ეს არის, რამდენიმე დღე დავიტოვოთ მომავალი კონსულტაციებისთვის, რომ ბალანსი იყოს დაცული, თქვენი ნებართვით ჩვენ გადავდებთ საკრებულოს სხდომას, კიდევ ერთხელ იმისთვის, რომ გვქონდეს კონსულტაცია როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთან, ასევე ოცნების წარმომადგენლებთან დარჩენილია 1 მოადგილე, კომისიის თავმჯდომარეები და ჩვენი დიდი სურვილია, რომ ისინიც იყვნენ ჩართულნი ამ პროცესში და დაიკავონ ეს პოზიცია" - განაცხადა შოთა წურწუმიამ,
„საბოლოოდ დამტკიცდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და გახარიას პარტიის კოალიცია“, - ასე შეაფასა ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ ქვეყნის ყოფილი პრემიერ - მინისტრის გიორგი გახარიას თანაგუნდელის არჩევა, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე სოზარ სუბარმა.
სოზარ სუბარის თქმით, ამასთანავე, მომხდარი კიდევ ერთხელ ააშკარავებს ტყუილს, თითქოს გახარიას პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას და კოალიციას გამორიცხავდა. ეს იყო მტკნარი სიცრუე, რაც დღეს უკვე ყველასთვის აშკარა გახდა.
ცნობისთვის, გიორგი გახარიას პარტიის "საქართველოსთვის" წევრი, პოეტი შოთა წურწუმია ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ 23 დეკემბერს აირჩიეს.
შოთა წურწუმიას 14-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ასევე საინტერესოა:
🔵 დამტკიცდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და გახარიას პარტიის კოალიცია - სოზარ სუბარი
1787939787
ახალი ამბებიეთერ ლიპარტელიანი ლოზანას გრანდ-სლემის ჩემპიონია
ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ სლემის ჩემპიონი გახდა. ლიპარტელიანმა ტურნირზე წარმატებით იასპარეზა და ოქროს მედალი მოიპოვა. ეს ჯილდო ქართველი სპორტსმენის კარიერაში გრანდ სლემის ტურნ...
1787939500
ახალი ამბებისაქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მონტენეგრო დაამარცხა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ქორქია-ჯორჯიკიას არენაზე მონტენეგროს უმასპინძლა და 101:74 დაამარცხა. საქართველოს უკვე 4 მოგება აქვს და მესამე-მეოთხე ადგილებს მონტენეგროსთან იყოფს. საქართველოს ნაკრე...
1787937352
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, უცხო ქვეყნის ორ...
1787935325
მსოფლიოსაბერძნეთმა საჰაერო სივრცეში შეჭრილი თურქული დრონი ჩამოაგდო
ეგეოსის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, თურქეთის უპილოტო საფრენი აპარატი საბერძნეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. ბერძნული მედიის ცნობით, დრონმა სამოთრაკესა და ლემნოსს შორის საზღვაო არეალში ქვეყნის ეროვნ...
1787933428
ახალი ამბებილევან ვეფხვაძე თელავისა და მესტიის აეროპორტებზე: შიდა საჰაერო რეისებით ძირითადად მაღალმხარჯველი ტურისტები სარგებლობენ, ეს სწორედ ის კატეგორიაა, რომელიც ჩვენს რეგიონებს სჭირდება
„შიდა საჰაერო რეისებით ძირითადად მაღალმხარჯველი ტურისტები სარგებლობენ“, - აცხადებს საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე. მისი თქმით, ტენდერი, რომელიც მესტიისა და თელავის...































