„ჩვენ გვაქვს ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილება, სადაც ძალიან მკაფიოდ წერია, რომ ხელისუფლების მხრიდან ანაკლიის პორტის პროექტს ჰქონდა სრული მხარდაჭერა“ - ბექა ძამაშვილი

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა კომენტარი გააკეთა ანაკლიის პორტის საქმეზე ვაშინგტონის არბიტრაჟის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელმაც საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა.

„საზოგადოებას კარგად ახსოვს, რამხელა პოლიტიკური აჟიოტაჟი იყო ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, თითქოს ეს პროექტი ვერ განხორციელდა ხელისუფლების ბრალეულობით. საუბარი იყო დასავლური ინვესტიციების ხელშეშლაზე. ყველა ამ ბრალდებას ჯერ ერთი წლის წინ პასუხი გასცა პარიზის არბიტრაჟმა. დღეს ჩვენ უკვე გვაქვს ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილება, სადაც ძალიან მკაფიოდ წერია, რომ ხელისუფლების მხრიდან პროექტს ჰქონდა სრული მხარდაჭერა; ინვესტორებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ არაერთხელ გადავადებოდათ ამ ვალდებულებების შესრულების პერიოდი, თუმცა, მათ მხოლოდ საკუთარი ბრალეულობით ვერ შეძლეს პროექტის განხორციელება. განსაკუთრებული აქცენტი გამახვილებულია იმ ასპექტზე, რომელზეც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე განსაკუთრებით აქტიურად აპელირებდნენ ხოლმე.

საუბარია მათ წინააღმდეგ წარმართულ სისხლისსამართლებრივ დევნაზე. ვაშინგტონის არბიტრაჟმა ამ საკითხზე ძალიან მკაფიო პასუხი გასცა, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში არ შეიძლება, ვინმეს ჰქონდეს მოლოდინი, რომ თუ ჩაიდენს დანაშაულს, მას ექნება რაიმე დაზღვევა იმის გამო, რომ ის რაიმე პროექტთან თუ რომელიმე პოლიტიკოსთან არის დაკავშირებული. ასევე, ყურადსაღებია, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია სამი არბიტრის მიერ ერთხმად, მათ შორის, მომჩივნების მიერ დანიშნულმა არბიტრმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ მთლიანად პროექტის განუხორციელებლობაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ინვესტორებს. ალბათ, უკვე უნდა დამთავრდეს სპეკულაციები, თითქოს ამერიკულ თუ დასავლურ ინვესტიციას შეეშალა ხელი, რადგან დღეს ჩვენ უკვე გვაქვს ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილება“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1753995311

მსოფლიო

აშშ-ის სენატის კომიტეტმა უკრაინის მხარდასაჭერად 1 მილიარდი დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა

აშშ-ის სენატის ასიგნებების კომიტეტმა დაამტკიცა პენტაგონის ბიუჯეტი მომდევნო ფინანსური წლისთვის. ბიუჯეტი, სხვა ხარჯებთან ერთად, უკრაინის მხარდასაჭერად დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინე...

თავისუფლების ქანდაკება

1753992746

საზოგადოება

სასიგნალო მოწყობილობის გააქტიურების გამო სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იზღუდება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 135-ე კმ-ზე, დევდორა...

სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთ

1753990114

საზოგადოება

მამუკა მდინარაძე ლაშა ცანავაზე: თუ ვიღაც მოიპარავს სავარაუდოდ ასეულობით მილიონს, ვიღაცა ვიღაცას მოატყუებს, ან არ მოატყუებს და აიღებს ფულს იმაში, რომ ბინადრობის უფლება დაულაგოს, ნებისმიერს შეუძლია თქვას, რომ არის პოლიტპატიმარი

თუ ვიღაც მოიპარავს სავარაუდოდ ასეულობით მილიონს, ვიღაცა ვიღაცას მოატყუებს, ან არ მოატყუებს და აიღებს ფულს იმაში, რომ ბინადრობის უფლება დაულაგოს, ნებისმიერს შეუძლია თქვას, რომ არის პოლიტპატიმარი, ეს მო...

მდინარაძრ

1753990057

საზოგადოება

მამუკა მდინარაძე: „ნაცობა“ არის აგენტურული საქმიანობა განხორციელებული საქართველოში საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ

„ნაცობა“ არის აგენტურული საქმიანობა განხორციელებული საქართველოში საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ. მთელი გამიჯვნა ამაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ვემსახურებით საკუთარ სახელმწიფოს, ისინი ემსახურებიან თავიან...

მამუკა მდინარაძე

1753988702

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: მოვუწოდებთ ევროპულ სტრუქტურებს, ევრობიუროკრატიას, რომ დეპეშებს კი ნუ აგზავნიან, გვესაუბრონ, დაძლიონ საბჭოური მიდგომა და ევროპული მიდგომებით იმოქმედონ, ასე იგზავნებოდა თავის დროზე საბჭოთა მოსკოვიდან დეპეშები საქართველოში

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ევროპულ სტრუქტურებს, ევროპულ ბიუროკრატიას, რომ გვესაუბრონ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან. მთავრობის მეთაურის თქმით, მათ უნდა და...

ირაკლი კობახიძე