მამუკა მდინარაძე: თუკი რამე სასამართლო არსებობდა, თუკი სადმე თეორიულად და პრაქტიკულად დავა იყო ქართულ სახელმწიფოსა და მათ შორის, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ ყველაფერი წააგეს

თუკი რამე სასამართლო არსებობდა, თუკი სადმე თეორიულად და პრაქტიკულად დავა ყოფილიყო ქართულ სახელმწიფოსა და მათ შორის, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ ყველგან ყველაფერი წააგეს. მიუხედავად ამისა, დღის წესრიგში ტოვებენ ნარატივს, რომ თითქოს ისინი ანაკლიის გამო მოვიდნენ პოლიტიკაში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან.

„ანაკლიის გამო რომ პოლიტიკაში მოვიდნენ, ეს შეიძლება მეც დავადასტურო იქიდან გამომდინარე, რომ მათ ანაკლიის პროექტით „გადააგდეს“ საქართველო, ქართველები და სახელმწიფო და ამისი დაზღვევის მიზნით, რომ პასუხისმგებლობა არ დაკისრებოდათ, პოლიტიკაში მოვიდნენ. როგორც ჩანს ანაკლიის პროექტის გამო არიან პოლიტიკაში მოსულები, იმიტომ, რომ ყველა არბიტრაჟსა და ყველა სასამართლოში დამტკიცდა, რომ მათ ხელი არ გაუნძრევიათ ანაკლიისთვის და პირიქით, რამდენიმე წლით გადადეს ეს სტრატეგიული, ეკონომიკური მნიშვნელობის უდიდესი პროექტი, მათ დააზიანეს ქართული სახელმწიფო და შესაბამისად, თავის დაზღვევის მიზნით არიან პოლიტიკაში ან შეიძლება ამას ემატებოდეს, რომ ისინი დავალებებს იღებენ გარე აქტორებისგან“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს. უწყების ცნობით, ვაშინგტონის არბიტრაჟმა საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775845206

ახალი ამბები

ტრამპი: ირანს კოზირები არ აქვს, დღეს ისინი ცოცხლები მხოლოდ მოლაპარაკებისთვის არიან

ირანელები ვერ იაზრებენ, რომ კარტები არ აქვთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელში წერს. „როგორც ჩანს, ირანელები ვერ იაზრებენ, რომ საერთაშორისო საზღვაო გზების გამოყენებით მსო...

დონალდ ტრამპი

1775842962

მსოფლიო

„ესპანეთმა ჩვენი თავდაცვის ძალების ჯარისკაცები შეურაცხყო“ - ნეთანიაჰუს თქმით, ესპანეთს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედამხედველობის ცენტრიდან გააძევებს

„ისრაელი არ გაჩუმდება მათ წინაშე, ვინც თავს გვესხმის“, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ესპანეთს კირიატ გატში მდებარე სამოქალაქო-სამხე...

ნეთანიაჰუ

1775840252

მსოფლიო

ორბანი: ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის, ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ?

ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის. ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ? ჩვენ არ გადავიხდით იმ ომისთვის, რომელიც ჩვენი არ არის, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს...

ვიქტორ ორბანი

1775837496

ახალი ამბები

რომის პაპი: ყველა, ვინც ქრისტეს მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, ღმერთი არ აკურთხებს არცერთ კონფლიქტს

ყველა, ვინც ქრისტეს, მშვიდობის მთავრის, მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, - ამის შესახებ რომის პაპმა ლეო XIV განაცხადა. „ღმერთი არ აკურთხებს არც...

რომის პაპი

1775836752

მსოფლიო

„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“ - ტრამპი აშშ-სა და ირანს შორის გასამართი მოლაპარაკებების წინ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. აშშ-ის პრეზიდენტმა ეს განცხადება აშშ-სა და ირანს შორის გასამართ მოლაპარაკებამდე გააკეთა, რო...

დონალდ ტრამპი