დაჩი ცაგურია სააკაშვილის შევარდნაძესთან დაპირისპირების პერიოდზე: მიშა მეუბნება, თეთრი ხელთათმანებით ბრძოლა არ გამოვა, თქვი, რომ სარდაფში ჩამიყვანეს, მაგინებდნენ, შემოიტანეს ვიდეოკამერა, „დუბინკა“ და მეუბნებოდნენ, გაგაუპატიურებთო

„რომ გაიგო [სააკაშვილმა], რომ დამიჭირეს, მირეკავს: პარლამენტის პლენარული სხდომა უნდა იყოს, შენ უნდა შეგიყვანოთ იქ, რომ სტუდენტური მოძრაობის ლიდერი დაიჭირესო. კი ბატონო, შემოვალ-მეთქი. აქ რომ მოვედი, მგონი ადეიშვილი იყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიშა[ სააკაშვილი], ვანო [მერაბიშვილი] და ადეიშვილი სხედან, აბა, რა მოხდა, როგორ დაგიჭირეს, პლენარული სხდომა რამდენიმე დღეშიაო“, - ამის შესახებ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ განაცხადა, რომელმაც ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, მისი ერთ-ერთი დაკავების შემდეგ, უკვე ოპოზიციაში მყოფ მიხეილ სააკაშვილთან საუბარი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გაიხსენა.
როგორც ცაგურიამ აღნიშნა, სააკაშვილმა მას განუცხადა, რომ „თეთრი ხელთათმანებით ბრძოლა არ გამოვიდოდა“, ამიტომ, მისი დაკავება სხვაგვარად უნდა მოეყოლა და უნდა ეთქვა, თითქოს, მას მიტოვებული სახლის სარდაფში, ხელკეტით გაუპატიურებით და ვიდეოკამერით გადაღებით ემუქრებოდნენ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, შეხვედრას ესწრებოდნენ ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი.
„მოვუყევი, რომ დამიჭირეს, მე იმათ „დავახურე თავზე“, ჩამომსვეს და წამოვედი უკან და მობილური, რომელიც ჩამომართვეს, უკან მომიტანეს-მეთქი. მიშა მეუბნება, დაჩი, ეგრე არ მოჰყვე, ხომ იცი, თეთრი ხელთათმანებით ბრძოლა არ გამოვა და ადექი და თქვი, რომ წამიყვანეს, მიტოვებული აგარაკის სარდაფში ჩამიყვანეს, მაგინებდნენ, შეურაცხყოფას მაყენებდნენ, შემოიტანეს ვიდეოკამერა, „დუბინკა“, რომელსაც პრეზერვატივი წამოაცვეს და იღებდნენ და გეუბნებოდნენ, რომ გაგაუპატიურებთო. ამას მეუბნება მიშა, სტუდენტი ვარ 19 თუ 20 წლის, რომ წარმოვიდგინე, ეს ისტორია უნდა მოვიგონო, ტყუილი და უბედურება უნდა მოვყვე.
გავგიჟდი კინაღამ, რას მეუბნები, ეგეთი რამ როგორ მოგაფიქრდა ან როგორ მაკადრეთ, რომ მე ასეთ რამეს მოვყვები, ნამუსი არ გაქვთ-მეთქი? სამივეს - ადეიშვილს, მერაბიშვილს და სააკაშვილს, „დავახურე თავზე“ და წამოვედი. მიშა ლაპარაკობდა, იმათ ხმა არ ამოუღიათ“ - განაცხადა დაჩი ცაგურიამ.
1750081171
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადებებზე: როგორი ამორალურებიც არიან თავიანთი ცხოვრების სტილით, ასეთ ამორალურ განცხადებებს აკეთებენ
„როგორი ამორალურებიც არიან თავიანთი ცხოვრების სტილით, ასეთ ამორალურ განცხადებებს აკეთებენ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა. როგო...
1750079773
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7288 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7296 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...
1750078383
სპორტიტატო გრიგალაშვილმა პირველი შეხვედრა მოიგო და მერვედფინალშია
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოს 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც ტატო გრიგალაშვილმა გამოსვლა წარმატებით დაიწყო. მსოფლიოს სამ გზის ჩემპიონმა 1/32 ფინალში თურქეთის სახელით მოასპარეზ...
1750076823
ახალი ამბებიგია ვოლსკი: როდესაც „ნაცმოძრაობა“ ლაპარაკობს წარსულზე, როცა სულ ახლახან აქვთ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები, ეს დაცინვაა, ეს არის საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური დემარში
„ვფიქრობ, რომ განგებაა გადადგმული ეს ნაბიჯი სწორედაც იმიტომ, რომ გაღიზიანება გამოიწვიოს და პრაქტიკულად, ხაზი გადაუსვას იმ მძიმე ისტორიებს, რომელიც, თუნდაც, კომისიის სხდომებზე აქვს მოსმენილი“, - ასე გა...
1750075400
ახალი ამბებიმერაბ ჭიქაშვილი 2009 წლის 15 ივნისს მის ცემაზე: „ძირს ვგდივარ, ხელები უკან შეკრული მაქვს ბორკილებით... ჩამორბის ახალგაზრდა ბიჭი ნიღაბს იხსნის, მაფურთხებს სახეში და მეუბნება, რომ მიცანი, ბიჭო? გაოცებული ვარ, კიდევ ერთხელ მაფურთხებს
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2009 წლის 15 ივნისის მშვიდობიანი აქციის დარბევისას ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტები განიხილება, ყოფილმა პოლიტპატიმარმა მერაბ ჭიქაშვილმა ის...