„ცივი იარაღით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და მიიმალა“ - სტეფანწმინდაში მომხდარ მკვლელობაზე 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი დააკავეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1992 წელს დაბადებული პ.ქ. ხოლო, 1998 წელს დაბადებული ნ.ქ.-ს ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 20 აპრილს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1979 წელს დაბადებულ გ.ხ.-ს ცივი იარაღით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


მიყენებული დაზიანებების შედეგად გ.ხ. კლინიკაში გადაყვანის შემდგომ გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს.

გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტს შეესწრო ნ.ქ., რომელმაც დანაშაულის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აცხადებენ შსს-ში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745312754

მსოფლიო

ცნობილია, როდის დაკრძალავენ რომის პაპს

ვატიკანი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც რომის პაპის დაკრძალვის ცერემონია 26 აპრილს ადგილობრივი დროით 10:00 საათზე გაიმართება. პაპთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია ვატიკანში უკვე დაწყებულია....

რომის პაპს 26 აპრილს დაკრძალავენ

1745309777

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს სურს რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა, შესაბამისად, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის სიმტკიცეს

საქართველო არის ეუთოს ის მონაწილე ქვეყანა, რომლისთვისაც ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობისთვის ზრუნვა ყველაზე რელევანტური და მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ეუთოს საწყისიდან 50 წლისთავზე ჩვენ მტკიცე...

მაკა ბოჭორიშვილი

1745309072

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე: დიფ სთეითის აგენტურა მაინც ებღაუჭება იმედს, რომ ქართველები სულელები ვართ - დავუშვათ, გაუქმდა უვიზო მიმოსვლა, რატომ დაიქცევა ქვეყანა? „ნაცების“ დროს რომ არ გვქონდა და მაინც აყვავებულები ვიყავით?

„რადიო თავისუფლება“ ასეთი სათაურით აქვეყნებს "EU-სთან უვიზო მიმოსვლის გაუქმება რუსეთისა და ივანიშვილის რეჟიმის ინტერესებშია ENG-ები". უკვე გასაგებია გავლენის ამ ოპერაციის სქემა - ჯერ აპოკალიფსის განცდ...

დავით ჩიხელიძე

1745307507

ახალი ამბები

ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ვაშინგტონში სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საერთაშორისო...

ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

1745306127

ახალი ამბები

უბედური შემთხვევა ლაგოდეხში - კაცი სარწყავ არხში ჩავარდა და დაიღუპა

ლაგოდეხში უბედური შემთხვევა მოხდა. შუახნის კაცი არხში ჩავარდა და დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ კაცს ფეხი დაუცდა და წყლიდან ამოსვლა ვეღარ შეძლო. ადგილზე პოლ...

პოლიცია, ლენტი