მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს სურს რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა, შესაბამისად, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის სიმტკიცეს

საქართველო არის ეუთოს ის მონაწილე ქვეყანა, რომლისთვისაც ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობისთვის ზრუნვა ყველაზე რელევანტური და მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ეუთოს საწყისიდან 50 წლისთავზე ჩვენ მტკიცედ მიგვაჩნია, რომ ამ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს ევროპის უსაფრთხოებისთვის მუშაობის შესაძლებლობა. ამისთვის ეუთოს მონაწილე სახელმწიფოები უნდა დარჩნენ საერთაშორისო სამართლის და იმ პრინციპების ერთგული, რასაც ეფუძნება ეს ორგანიზაცია, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს გენერალურ მდივანთან, ფერიდუნ სინირლიოღლუსთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე და მიმოიხილეს საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები.
„საქართველოს ორი რეგიონი, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არის რუსეთის ოკუპაციის ქვეშ და რუსეთის მხრიდან კვლავაც ირღვევა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, თავად გაემგზავროთ საოკუპაციო ხაზთან, საკუთარი თვალით იხილოთ ქვეყნის შუაგულში გავლებული მავთულხლართები და გაეცნოთ ოკუპაციის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებს“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს საკითხზე მსჯელობა ეუთოს ფარგლებში უნდა გაგრძელდეს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად.
„ჩვენ ვაფასებთ ეუთოს ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ასევე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ეფექტიან ფუნქციონირებას, შესაბამისად, საჭიროდ მიგვაჩნია გალის მექანიზმის უპირობო განახლება.
ასევე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო მექანიზმებზე წვდომის უზრუნველყოფა. საქართველოს სურს რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის სიმტკიცეს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს ვიზიტით ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ ეწვია.
1745307507
ახალი ამბებინათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ვაშინგტონში სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საერთაშორისო...
1745306127
ახალი ამბებიუბედური შემთხვევა ლაგოდეხში - კაცი სარწყავ არხში ჩავარდა და დაიღუპა
ლაგოდეხში უბედური შემთხვევა მოხდა. შუახნის კაცი არხში ჩავარდა და დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ კაცს ფეხი დაუცდა და წყლიდან ამოსვლა ვეღარ შეძლო. ადგილზე პოლ...
1745305432
ახალი ამბები„პოვნის შემთხვევაში დაუკავშირდით...“ - უდეში 15 წლის ბიჭს ეძებენ
სოფელ უდეში, 15 წლის თორნიკეს ოჯახი რამდენიმე საათია ეძებს. „ზუსტად არ მახსოვს რომელ საათზე გავიდა სახლიდან. საფლავებიდან ჩამოვედით, ალბათ 5 წუთიც არ იქნებოდა მარტო და მაშინ გაიპარა სახლიდან. აცვია ცი...
1745304717
ახალი ამბებისაქართველოს ვიზიტით ეუთოს გენერალური მდივანი ეწვია
საქართველოს ვიზიტით ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ ეწვია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 22 აპრილს, გაიმართება შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, რის...
1745302552
ახალი ამბებიმხატვარი და მოქანდაკე ზურაბ წერეთელი გარდაიცვალა
მხატვარი და მოქანდაკე ზურაბ წერეთელი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ხელოვნებათმცოდნე ქსენია კორობაინიკოვაზე დაყრდნობით ავრცელებს. „ზურაბ წერეთელი გარდაიცვალა. დიდი...