საქართველო - ჩინეთის რეგიონული თანამშრომლობის (GCRC) ასოციაციამ ორ მნიშვნელოვან მემორანდუმს მემორადუმს – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის სავაჭრო პალატასთან (CCCME)

მიმდინარე წლის 17 აპრილს, სასტუმრო ბილტმორ თბილისში, საქართველო-ჩინეთის რეგიონული თანამშრომლობამ (GCRC) ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია გამართა, რომლის ფარგლებში ხელი მოეწერა ორ მნიშვნელოვან მემორანდუმს – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და ჩინეთის მანქანებისა და ელექტრონული პროდუქციის იმპორტ-ექსპორტის სავაჭრო პალატასთან (CCCME).
მემორანდუმები მიზნად ისახავს საქართველოსა და ჩინეთის ბიზნესსექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას, ერთობლივი პროექტებისა და ინვესტიციების ხელშეწყობას და საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას.
აღნიშნული შეთანხმებები ქმნის მყარ საფუძველს ორივე ქვეყნის კერძო და საჯარო სექტორებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობისთვის. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრა ჩინეთთან თანამშრომლობით დაინტერესებულ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, სადაც მონაწილეებმა დეტალურად გაცვალეს მოსაზრებები, გამოხატეს ინტერესები და დააფიქსირეს თავიანთი საჭიროებები კონკრეტული პროექტების, პარტნიორობის ფორმების და ფინანსური მხარდაჭერის მიმართულებით.
ასოციაციამ თავის მხრივ აღნიშნა, რომ მზადაა თითოეულ დაინტერესებულ კომპანიასთან იმუშაოს ინდივიდუალურად, რათა ხელი შეუწყოს წარმატებული თანამშრომლობის დაწყებასა და განვითარებას.
GCRC წარმოადგენს საკვანძო პლატფორმას ქართულ და ჩინურ ბიზნესებს შორის პარტნიორობების დასამყარებლად, ინოვაციური პროექტების განსახორციელებლად და ახალი ბაზრების ასათვისებლად. ორგანიზაციას წარმომადგენლობითი ოფისები გააჩნია შანხაიში, პეკინში და შანდონგის პროვინციაში, რაც წევრ ორგანიზაციებს უზრუნველყოფს სწრაფი კონსულტაციებით, სანდო პარტნიორების მოძიებითა და ეფექტური კომუნიკაციით.
ასევე აღსანიშნავია, რომ ასოციაციას უკვე ჩამოყალიბებული აქვს თანამშრომლობა პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებთან – „ბაზისბანკთან” და „ბბ ლიზინგთან”, რაც ხელს უწყობს ქართულ-ჩინური პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას და პრაქტიკულ რეალიზაციას.
GCRC-ის თავმჯდომარე ვახტანგ ჩახნაშვილი: „ამ ორი მემორანდუმის ხელმოწერა – როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, ასევე ჩინეთის სავაჭრო პალატასთან – არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი მიზნისკენ: გავაძლიეროთ რეგიონული ბიზნესპარტნიორობა. ჩვენ გვჯერა, რომ მთავრობის მხარდაჭერის, ბიზნეს ქსელებისა და ფინანსური ინსტრუმენტების სინერგია ქმნის ოპტიმალურ გარემოს გრძელვადიანი თანამშრომლობისა და ორმხრივი წარმატებისთვის.“
ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის სოფლის მეურნეობის, წარმოების, მშენებლობის, ვაჭრობის, სამრეწველო, ჯანდაცვის, ავტო, და სხვა სფეროებიდან. შეხვედრა მიზნად ისახავდა ასოციაციის საქმიანობის და სტრატეგიული მიმართულებების გაცნობას, ხელმოწერილი მემორანდუმების მნიშვნელობის ხაზგასმას და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვას.
1745317558
ახალი ამბებიწილოსანი ნანა დიხამინჯიას პოსტზე: როცა გაკადნიერდები და კეთილსინდისიერ ადამიანებზე იკითხავ ირონიულად, მინიმუმ ის უნდა გააკეთო, რომ წინასწარ მცირედი გაიკითხო, სწორედ მის სანაცნობოში არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქონების „ახევაში“ მონაწილეობდნენ
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოციალურ ქსელში აქტივისტ ნანა დიხამინჯიას პოსტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ როცა გაკადნიერდები და კეთილსინდისიერ ადამიანებზე იკითხავ ირონიულად, მინიმუმ ის მაინც უნ...
1745315657
ახალი ამბები„ერთადერთი ხელისუფლება ვართ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რომლის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია“ - კახა კალაძე
„ერთადერთი ხელისუფლება ვართ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რომლის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია“, - განუცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად. მისი თქმით, ხე...
1745314243
ახალი ამბებიკახა კალაძე: ნუ ელოდებით, რომ რომელიმე საელჩო გამოვა და პოლიციელებზე თავდასხმას დაგმობს
„ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ რომელიმე საელჩო გამოვა და პოლიციელებზე თავდასხმას დაგმობს“, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქში მიმდინარე აქციების დროს დაშავებულ პოლიციელებზე დასმულ შეკით...
1745314150
ახალი ამბებიცენტრალური საარჩევნო კომისია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ღია წერილით მიმართავს
ცენტრალური საარჩევნო კომისია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ღია წერილით მიმართავს. „ქალბატონებო და ბატონებო, ამ წერილის დაწერა მას შემდეგ გადავწყვიტეთ, რაც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო ა...
1745312754
მსოფლიოცნობილია, როდის დაკრძალავენ რომის პაპს
ვატიკანი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც რომის პაპის დაკრძალვის ცერემონია 26 აპრილს ადგილობრივი დროით 10:00 საათზე გაიმართება. პაპთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია ვატიკანში უკვე დაწყებულია....