დავით ჩიხელიძე ჯაფარიძის წერილზე: არცერთ დონეზე არ ვთანამშრომლობთ რუსეთთან, გარდა ეკონომიკურისა. ოპოზიცია მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და „ქართული ოცნების“ რუსეთთან დაკავშირებას ცდილობს, რაც აღქმებია და არა რეალური მოცემულობა

ამჯერად ტყუილის გამავრცელებლად გირჩი ჯაფარიძე მოგვევლინა, რომელიც ამბობს, რომ საითაც არ გაიხედავ და ჩაიხედავ ყველგან რუსეთია, მოდი გავიხედოთ ირგვლივ და დავინახავთ რომ არსად რუსეთი არ არის, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის გავრცელებულ წერილს.
ჩიხელიძის თქმით, „ოპოზიცია მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და „ქართული ოცნების“ რუსეთთან დაკავშირებას ცდილობს, რაც აღქმებია და არა რეალური მოცემულობა“.
„პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ არაერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს რუსეთთან დაკავშირება არასერიოზული, რადგან არ არსებობს ერთი ფაქტიც კი, რაც საქართველოს რუსეთთან დააკავშირებს, მიუხედავად ფაქტობრივი შეუსაბამობისა, ოპოზიცია მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და ქართული ოცნების რუსეთთან დაკავშირებას ცდილობს, რაც აღქმებია და არა რეალური მოცემულობა!
ამჯერად ტყუილის გამავრცელებლად გირჩი ჯაფარიძე მოგვევლინა, რომელიც ამბობს, რომ საითაც არ გაიხედავ და ჩაიხედავ ყველგან რუსეთია, მოდი გავიხედოთ ირგვლივ და დავინახავთ რომ არსად რუსეთი არ არის! საქართველო უერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს!
არ გვაქვს რუსეთთან პირდაპირი დიპლომატიური ურთიერთობა, არცერთ დონეზე არ ვთანამშრომლობთ რუსეთთან, გარდა ეკონომიკურისა (რუსეთთან ეკონომიკური კავშირი ასევე აქვს ევროპის ქვეყნებს აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს და ა.შ.) საქართველო უერთდება ყველა იმ რეზოლუციას რომელიც რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული.
ეს არის რეალური მოცემულობა, რაც საქართველოს რუსეთისგან დისტანცირებას და ეროვნული პოლიტიკის გატარებას ადასტურებს, გირჩისთვის ეროვნული პოლიტიკა უკანალის ჩვენება და შარვლის ჩახდაა.
„ქართული ოცნებისთვის“ კი ეროვნული პოლიტიკა სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის განმტკიცება არის! რაც არც რუსეთის და არც დასავლეთის მონობას არ გულისხმობს!“- წერს ჩიხელიძე.
1753605942
ახალი ამბებისუსმა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე და კიდევ 2 პირი დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გ.ხ. დააკავა, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ...
1753603866
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში გაუპატიურების ბრალდებით 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსუ...
1753601714
ახალი ამბები„ქართული ოცნების“ საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს
პარტია „ქართული ოცნების“ ცნობით, მაღალი რანგის საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება, რომელიც სტრატეგიულ შეხვედრებს ატარებს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. სა...
1753562692
სპორტიგიორგი კახიძე ახალგაზრდებს შორის MMA-ის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონია
აბუ-დაბიში შერეული საბრძოლო ხელოვნების ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ქართველმა სპორტსმენმა გიორგი კახიძემ (- 65,8 კგ) მსოფლიოს პირველობისთვის ბრძოლა ტაჯიკ მუჰამადჟონ პიროვთან დათმო და...
1753560575
მსოფლიოირანში სასამართლოს შენობაზე თავდასხმას სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა
26 ივლისს სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანში მდებარე სასამართლოს შენობაზე უცნობმა პირებმა იარაღითა და ხელყუმბარებით თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Deutsche Wel...