„ქართული ოცნების“ საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს

პარტია „ქართული ოცნების“ ცნობით, მაღალი რანგის საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება, რომელიც სტრატეგიულ შეხვედრებს ატარებს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან, პოლიტიკური საბჭოს წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი – გიორგი ვოლსკი, პოლიტიკური საბჭოს წევრი, საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ლაშხი, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, შოთა ბერეკაშვილი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გელა სამხარაული.
„ვიზიტის ფარგლებში ქართველმა პოლიტიკოსებმა, მრავალსექტორული შეხვედრები გამართეს ჩინეთის მმართველ პარტიასთან, ჩინეთის სახალხო კონგრესთან, განათლების სამინისტროს ენებისა და განათლების თანამშრომლობის ცენტრთან (CLEC), ჩინეთის სავაჭრო პალატასთან(CCTIP), შენჟენის მუნიციპალურ ხელისუფლებასთან და წამყვან ტექნოლოგიურ კორპორაციებთან.
საქართველო განიხილება, როგორც გეოსტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო, რომელიც წარმოადგენს ევროპასა და აზიას შორის ტრანსკონტინენტური სატრანსპორტო „შუა დერეფნის“ – მთავარ ქსელურ კვანძს. ტრანზიტული ინფრასტრუქტურის ფუნქციური მნიშვნელობა მნიშვნელოვნად გაიზარდა 2022 წლის შემდეგ, რაც გამოიხატა ტვირთბრუნვის 30 პროცენტიანი ზრდით.
ევროკავშირის ოფიციალური პოზიციები ადასტურებს რეგიონული თანამშრომლობის საერთაშორისო მნიშვნელობას. ჩინეთისთვის საქართველოსთან ურთიერთობების გაძლიერება წარმოადგენს ევროპულ ბაზრებთან დაკავშირების ალტერნატიული მექანიზმის ფორმირების კომპონენტს, რაც განსაკუთრებით აქტუალურია ჩრდილოეთი სატრანსპორტო არხების ფუნქციონირების შეზღუდვების გეოპოლიტიკურ კონტექსტში.
ვიზიტის ძირითად მიზნებს შორისაა პარტიათაშორისი მექანიზმების კონსოლიდაცია, ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მულტისექტორული განვითარება განათლების, სოფლის მეურნეობის და ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროებში, რაც წარმოადგენს ქართველი ხალხის სოციალურ-ეკონომიკურ ინტერესს და საქართველოს მზადყოფნას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის შეასრულოს მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი როლი. საქართველოს, როგორც ტრანზიტული სახელმწიფოს შესაძლებლობები, ხაზს უსვამს მის სისტემურ მნიშვნელობას ევრაზიული ვაჭრობის ახალ კონფიგურაციაში, სადაც ქვეყანას უზრუნველყოფილია 2.3 მილიარდ მომხმარებლის ბაზართან წვდომა თავისუფალი ვაჭრობის მრავალმხრივი შეთანხმებების ინსტრუმენტების მეშვეობით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დელეგაციის წევრის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, „შუა დერეფნის მნიშვნელობაზე დიდი ხანია საუბრობენ, მაგრამ დღეს ეს თემა უკიდურესად მნიშვნელოვანია ყველასთვის – როგორც აღმოსავლეთისთვის, ასევე დასავლეთისთვის და ამ ორი ბაზრის დაკავშირება ვერ მოხდება შუა დერეფნის გარეშე“. მისივე თქმით, „საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა შეესაბამება ისტორიული აბრეშუმის გზის განვითარებისთვის საჭირო სტანდარტს და საქართველოს მეშვეობით მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება, რაც უპირველესად პოზიტიურად აისახება ქართველი ხალხის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე“.
1753607897
სპორტისაქართველოს მოფარიკავეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე უკრაინა დაამარცხა
თბილისში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ასპარეზობაში უკრაინა 45:28 დაამარცხა და T16-ში (მერვედფინალში) გავიდა, სადაც უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. საქართველო...
1753605942
ახალი ამბებისუსმა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე და კიდევ 2 პირი დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გ.ხ. დააკავა, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ...
1753603866
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში გაუპატიურების ბრალდებით 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსუ...
1753562692
სპორტიგიორგი კახიძე ახალგაზრდებს შორის MMA-ის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონია
აბუ-დაბიში შერეული საბრძოლო ხელოვნების ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ქართველმა სპორტსმენმა გიორგი კახიძემ (- 65,8 კგ) მსოფლიოს პირველობისთვის ბრძოლა ტაჯიკ მუჰამადჟონ პიროვთან დათმო და...
1753560575
მსოფლიოირანში სასამართლოს შენობაზე თავდასხმას სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა
26 ივლისს სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანში მდებარე სასამართლოს შენობაზე უცნობმა პირებმა იარაღითა და ხელყუმბარებით თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Deutsche Wel...