მაჭავარიანი საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის დაკავებაზე: თუ ადამიანმა აიღო ქრთამი, ეს ნიშნავს, რომ ის ჩვენი გუნდის წევრი არც ყოფილა, არც არის და არც არასდროს არ იქნება, ის არის კორუმპირებული და დამნაშავე

„აბსოლუტურად არაფერს მნიშვნელობა არ აქვს, თუ ადამიანმა აიღო ქრთამი, ეს ნიშნავს, რომ ის ჩვენი გუნდის წევრი არც ყოფილა, არც არის და არც არასდროს არ იქნება. ის არის კორუმპირებული, ის არის დამნაშავე“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი სუს-ის მიერ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის და მასთან კავშირში მყოფი პირების დაკავებას.
როგორც დეპუტატი აცხადებს, ბრალდებულები პასუხს კანონის უმკაცრესი ფორმით აგებენ.
„ყველასათვის ცნობილია ჩვენი ხელისუფლების გაცხადებული პოზიცია ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლასთან დაკავშირებით და მე ხაზს გავუსვამდი და გამოვყოფდი კიდევ 2 მიმართულებას. ეს არის - ნარკორეალიზატორებთან ბრძოლა. კორუფციასთან ბრძოლასთან დაკავშირებითაც, ჩვენი მოქალაქეებისთვის კარგად არის ცნობილი, ბატონმა ირაკლი კობახიძემ, როგორც კი იგი გახდა პრემიერ-მინისტრი დააანონსა, მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება, საქართველომ უახლოეს წლებში ტოპ 3 ქვეყანაში შედიოდეს კორუფციის სიმცირის კუთხით. ამ ბრძოლაში ვართ უკომპრომისოები, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტული ადამიანი რა თანამდებობას იკავებდა და თუ რამდენი ხანი იყო გუნდის წევრი და ა.შ.
აბსოლუტურად არაფერს მნიშვნელობა არ აქვს. თუ ადამიანმა აიღო ქრთამი, ეს ნიშნავს, რომ ის ჩვენი გუნდის წევრი არც ყოფილა, არც არის და არც არასდროს არ იქნება. ის არის კორუმპირებული, ის არის დამნაშავე და შესაბამისად, პასუხს აგებს კანონის უმკაცრესი ფორმით“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.
1753605942
ახალი ამბებისუსმა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე და კიდევ 2 პირი დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გ.ხ. დააკავა, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ...
1753603866
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში გაუპატიურების ბრალდებით 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსუ...
1753601714
ახალი ამბები„ქართული ოცნების“ საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს
პარტია „ქართული ოცნების“ ცნობით, მაღალი რანგის საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება, რომელიც სტრატეგიულ შეხვედრებს ატარებს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. სა...
1753562692
სპორტიგიორგი კახიძე ახალგაზრდებს შორის MMA-ის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონია
აბუ-დაბიში შერეული საბრძოლო ხელოვნების ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ქართველმა სპორტსმენმა გიორგი კახიძემ (- 65,8 კგ) მსოფლიოს პირველობისთვის ბრძოლა ტაჯიკ მუჰამადჟონ პიროვთან დათმო და...
1753560575
მსოფლიოირანში სასამართლოს შენობაზე თავდასხმას სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა
26 ივლისს სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანში მდებარე სასამართლოს შენობაზე უცნობმა პირებმა იარაღითა და ხელყუმბარებით თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Deutsche Wel...