დავით ლორთქიფანიძე: სულიკო ასათიანს მარცხენა თვალი ჰქონდა გამოთხრილი, ყელი გამოგლეჯილი, ხელები დამტვრეული. მისმა მეუღლემ მითხრა, - „დენს შეიძლება ასეთი რამ გაეკეთებინაო?“ ყველამ იცის, რომ ის არც დენს მოუკლავს და არც შეტაკებაში დაღუპულა

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, პარლამენტის ყოფილი წევრი დავით ლორთქიფანიძე 2011 წლის 26 მაისს მომხდარ დარბევაზე საუბრობს. მათ შორის, იხსენებს იმ ადამიანების ისტორიას, რომლის ცხედრებიც მაღაზიის სახურავზე იპოვეს.

„გათენდა და ყველამ გავიგეთ, რომ რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე მაღაზიის სახურავზე იპოვეს ორი ადამიანის, სულიკო ასათიანის და ნიკა კვინტრაძის გვამები და გავრცელდა ხმა, რომ თითქოს ეს ადამიანები ელექტროენერგიის ზემოქმედებით დაიღუპნენ. სულიკო ასათიანს მე პირადად ვიცნობდი და არა ერთხელ ვნახე აქციების დროს. ის იყო ერთ-ერთი აქტიური ადამიანი და კომუნიკაციაში ვიყავით ერთმანეთთან. როდესაც ეს ამბავი გავიგე, დავინტერესდი, მოვიკითხე. დილით, 27-ში, სულიკოს შვილი წაიყვანეს ქუთაისის უშიშროების განყოფილებაში. დილით მიაკითხეს და ქუთაისში გამოუცხადეს პაატას, რომ დენით გარდაიცვალაო. პაატა ახალგაზრდა კაცია და უთხრა, რომ „სულ დაწვითო?“ - ასეთი რეაქცია ჰქონდა. იმდენად ბოროტები იყვნენ ინსტინქტურად უთხრა, რომ მთლიანად დაწვით თუ დატოვეთ რამეო. რაღაცები აუხსნეს, რომ ის შემთხვევით გარდაიცვალა. მან [პაატამ] მოითხოვა წყალი და აქ დაუშვა დიდი შეცდომა. დალია წყალი და როგორც აღმოჩნდა ამ წყალში გაურიეს რაღაც ნივთიერება და ამ ახალგაზრდას ამის შემდგომ დაემართა სერიოზული ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემა, მის მდგომარეობაზე ძალიან ცუდად იმოქმედა“, - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.

დავით ლორთქიფანიძე აღნიშნავს, რომ ყველამ იცის, სულიკო ასათიანი არც დენს მოუკლავს და არც შეტაკებაში დაღუპულა. მისივე თქმით, როგორც ოჯახს აქვს ინფორმაცია, ის წაიყვანეს, მცხეთის იზოლატორში აწამეს და წამებაში ამოხადეს სული.

„შემდგომ დადგა დრო, როდესაც სულიკო უნდა დაესაფლავებინათ. როცა მივედით დასაფლავებაზე, გაკვირვებული დავრჩი, რომ 10-15 კაცი თუ იქნებოდა ეზოში. მოვიკითხე და მითხრეს, რომ „ბატონო დათო, თუ არ შეწუხდებით, გვერდზე გამოგვყევითო“. გავყევი, გვერდით არის ყოფილი სკოლის შენობა და იქ ეყენათ კამერა. ორი ადამიანი იყო, რომლებიც იწერდნენ ყველაფერს და მითხრეს, რომ ვინ მოვა დასაფლავებაზეო, რაც მიცვალებული ჩამოასვენესო აქ კამერა დგას და იწერენ, ვინც მოვა სამძიმარზე, მერე საღამოს მიდიან სახლში და აშინებენ, რომ არ გაბედოთ მისვლა, ისინი არიან მოღალატეები, კრემლის შემოყვანა უნდოდათ საქართველოში და რაღაც ამის მსგავსი. შევედით ოჯახში მიცვალებულის პატივსაცემად და ქალბატონი შორენა, ბატონი სულიკოს მეუღლე, მეუბნება, რომ „დათო გული ხომ გაქვს ძლიერიო“ . მე ვუთხარი, მგონი კი მეთქი და რაღაც უნდა გაჩვენოო და თუ რაღაც მაშინ შეიკავე თავიო. მიცვალებულთან მივედით, გადახადა მიცვალებულს, ჩემი თვალით დავინახე, რომ ადამიანს მარცხენა თვალი ჰქონდა გამოთხრილი და დაფარებული ჰქონდა სპეციალურ ხსნარში დამუშავებული თეთრი ბინტი. ყელი ჰქონდა გამოგლეჯილი, ხელები ჰქონდა დამტვრეული და მითხრა, რომ „აი, დენს შეიძლება ასეთი რაღაცები გაეკეთებინა ადამიანისთვისო?“ ასეთი სისასტიკე ჩაიდინეს და ყველამ იცის, რომ ეს ადამიანი არც დენს მოუკლავს და არც შეტაკებაში დაღუპულა. როგორც ოჯახს აქვს ინფორმაცია, უბრალოდ სამწუხაროდ, ვერ დადასტურდა ეს ინფორმაცია, ის წაიყვანეს, მცხეთის იზოლატორში აწამეს და წამებაში ამოხადეს სული“, - განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747646957

საზოგადოება

გია ბურჯანაძე: 26 მაისის დარბევას უფრო მეტი ადამიანი შეეწირა. ეგეთი იყო ლექსო ფორჩხიძე, რომელსაც იმდენი ურტყეს, რომ რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. ერთმა 26 მაისიდან ერთ კვირაში თავი ჩამოიხრჩო. კიდევ რამდენი იყო ეგეთი შემთხვევა

„რატომღაც ასე დამკვიდრდა, რომ მარტო ნიკუშა კვინტრაძე და სულიკო ასათიანი დაიღუპნენ იმ ღამეს. მინდა გითხრათ, რომ 26 მაისის დარბევას უფრო მეტი ადამიანი შეეწირა“, - განაცხადა გია ბურჯანაძემ პარლამენტის დრ...

გია ბურჯანაძე

1747646482

საზოგადოება

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 9 წელი შესრულდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე...

 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი

1747645790

საზოგადოება

დავით ჭიჭინაძე: დათა ახალაიას სპეცრაზმს სპეციალური „შიპებიანი" ხელთათმანები ეცვათ, სახე გაგლეჯილი მქონდა - ჩაგვყარეს ავტობუსში ეს დასისხლიანებული ხალხი და სიმწრით რომ მიხვდები, ასეთ ნაცემს კიდევ კორიდორი უნდა გაგატარონ

იმდენი სხვადასხვა ფორმიანი სპეცრაზმი ირეოდა, თან მთლიანად დაბეჟილები, სისხლიანები ვიყავით და წარმოდგენა არ გვქონდა რომელი გვცემდა. კაუჭი რომ ჩაგარჭონ სახეში, ასეთი რამ მომხვდა, მერე კადრებში ვნახე, რო...

დავით ჭიჭინაძე

1747645330

საზოგადოება

ნათია თურნავა: ეროვნული ბანკის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, 2024 წელს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალი შენარჩუნდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტში სებ-ის 2024 წლის ანგარიში წარადგინა, რომელიც მოიცავს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვას და აუდიტირებულ...

ნათია თურნავა

1747644962

საზოგადოება

ნონა გაფრინდაშვილი 26 მაისის დარბევაზე: თემურ ლოგუას რეზინის ტყვიები მოხვდა, დაეცა, სპეცრაზმის მანქანით გადაუარეს მკერდზე, საბურავმა ყური მოაგლიჯა, უკან გადმოუარა იგივე მანქანამ - დასისხლიანებულ, მოშიშვლებულ თავის ქალაზე ფეხს აბიჯებდნენ

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქ...

ნონა გაფრინდაშვილი