დავით მათიკაშვილი: ჩვენი საზოგადოება საკმაოდ მაღალ დონეზეა იმისთვის, რომ თითიდან გამოწოვილი ჯამბაზობით მოტყუვდეს და ისეთი ნაბიჯები გადადგას, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედის

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ევროკომისიის პრესსპიკერის შივონ მაკგარის განცხადება შეაფასა.

მისი თქმით საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით ვალდებულებები ჯერ კიდევ 2022 წელს აიღო.

დეპუტატმა, ასევე, აღნიშნა, რომ სანქციების გვერდის ავლის კონკრეტული მტკიცებულების შემთხვევაში, ყულევის პორტს სანქციების პაკეტიდან არავინ ამოიღებდა.

„ბუნებრივია, რომ ამ ყველაფერში კიდევ ერთხელ ნათლად იკვეთება ეს ავი სურვილი, საქართველოს გამოყენებისა იმ გარკვეული გეგმების ჭრილში, რაც ჯერ კიდევ თავში აქვთ იმ არაფორმალურ ძალებსა და ცხელ თავებს - რაღაც გარკვეული იქნებ მოახერხონ მაინც საქართველოში კანონიერად, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების რევოლუციით დემონტაჟი, იქნებ მოახერხონ ხალხის მოტყუება და ხალხის ქუჩაში გამოყვანა.

ჰააგის ხსენებაც სწორედ მაგიტომ იყო. შემდგომ გაემიჯნნენ ამ ყველაფერს, მაგრამ ამ ყველაფრის სურვილი ხომ ჩანს? ტყუილის მასშტაბს ხომ გრძნობს ჩვენი საზოგადოება? ამიტომაც არის, რომ ეს ტყუილი არ გასდით. არც გაუვათ.

ჩვენი საზოგადოება საკმაოდ მაღალ დონეზე და მოწოდების სიმაღლეზეა იმისთვის, რომ თითიდან გამოწოვილი ჯამბაზობით მოტყუვდეს და ისეთი ნაბიჯები გადადგას, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედის“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773756424

ახალი ამბები

საკანონმდებლო ორგანომ „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილეს. საკითხი სხდომაზე კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ფრაქცია „ქართული ო...

ლევან მაჭავარიანი

1773755182

საზოგადოება

არსებული ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მკურნალობის პროცესში თურქეთიდან ჩამოსული ექიმი ჩაერთვება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მკურნალობის პროცესში თურქეთიდან ჩამოსული ექიმი ჩაერთვება. არსებული ინფორმაციით, საქართველოში თურქეთიდან რეანიმატოლოგს დღეს ღამით ჩამოიყვანენ. ჯანმრთელობის პრობლემების...

კავკასიის მედიცინის ცენტრი

1773753820

ახალი ამბები

ვახტანგ კალოიანი პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე: სისხლდენა გაჩერებულია. ამ ეტაპზე ვითარება კონტროლს ექვემდებარება და ამ მედიკამენტების ფონზე წნევის შენარჩუნება ხერხდება

ვითარება რთულია, იმყოფება რამდენიმე მედიკამენტზე მისი გულის მუშაობის და წნევის შესანარჩუნებლად, - განაცხადა რეანიმატოლოგმა, „ნიუ ჰოსპიტალის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვახტანგ კალ...

ვახტანგ კალოიანი

1773753247

საზოგადოება

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, შეტყობინების საფუძველზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანში მსხვილფეხა საქონელზე ზედამხედველობა დააწესეს. ცხოველს აღენიშნე...

ცოფი მსხვილფეხა საქონელში

1773753003

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7223 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7365 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ვალუტის კურსი - ლარი