„რაიმე არსებით გაუმჯობესებაზე, ან გაუარესებაზე საუბარი არ გახლავთ... უნდა დაველოდოთ მოთმინებით ექიმებს“ - მიხეილ სარჯველაძე პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ რაიმე დინამიკა - გაუმჯობესების, ან გაუარესების კუთხით არ შეინიშნება.
მისივე თქმით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ აკვირდებიან.
"20:00 საათისთვის, მდგომარეობა არის არსებითი დინამიკის გარეშე. არის გარკვეული ცვლილებები, რა თქმა უნდა, ცალკეული მიმართულებით და ცალკეული ცვლადების მიხედვით, თუმცა რაიმე არსებით გაუმჯობესებაზე, ან გაუარესებაზე საუბარი არ გახლავთ.
ექიმები მუდმივად აკვირდებიან ყველა მონაცემს, სად შეიძლება ვნახოთ შესაძლებლობა შემდეგი გაუმჯობესებისთვის, ეს შეიძლება იყოს, მაგალითად წამლის დაბალ დოზაზე გადაყვანა და ა.შ.
უნდა დაველოდოთ მოთმინებით ექიმებს, მათ დაკვირვებებს და აქედან გამომდინარე, შემდეგ შეგვეძლება გავაგრძელოთ დასკვნები. ეს არის ძალიან ცოცხალი პროცესი, ეს არის მუდმივად დაკვირვება, ფრთხილად გაზომვა და დასკვნების გაკეთება", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
1773759264
ახალი ამბებიმეუფე შიო პატრიარქზე: როგორც ვიცი, არის მცირედი უკეთესობა - თურქეთიდან ველოდებით რეანიმატოლოგს
ჯერჯერობით მეტი არაფერი ვიცი, ჩვენც ველოდებით ახალ ინფორმაციას. ვფიქრობ, საღამოს რაღაც გვეცოდინება. როგორც ვიცი, არის მცირედი უკეთესობა, - განუცხადა პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ილია II-ეს ჯანმრთე...
1773757346
ახალი ამბებივოლსკი ოპოზიციის გაერთიანებაზე: საზოგადოებამ ხომ იცის, რომ გარე მმართველებს აბსოლუტურად არ აინტერესებთ, რა სისხლი აქვთ ხელებზე იმ ადამიანებს, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ ეგიდით გაერთიანდა
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ოპოზიციის გაერთიანების მიზეზების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ვოლსკის თქმით, ყველამ იცის, რომ დაკვეთა გაერთიანებაზე ოპოზიციამ გარედან მიიღ...
1773757172
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ჩვენი საზოგადოება საკმაოდ მაღალ დონეზეა იმისთვის, რომ თითიდან გამოწოვილი ჯამბაზობით მოტყუვდეს და ისეთი ნაბიჯები გადადგას, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედის
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ევროკომისიის პრესსპიკერის შივონ მაკგარის განცხადება შეაფასა. მისი თქმით საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთა...
1773756424
ახალი ამბებისაკანონმდებლო ორგანომ „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილეს. საკითხი სხდომაზე კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ფრაქცია „ქართული ო...
1773755182
საზოგადოებაარსებული ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მკურნალობის პროცესში თურქეთიდან ჩამოსული ექიმი ჩაერთვება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მკურნალობის პროცესში თურქეთიდან ჩამოსული ექიმი ჩაერთვება. არსებული ინფორმაციით, საქართველოში თურქეთიდან რეანიმატოლოგს დღეს ღამით ჩამოიყვანენ. ჯანმრთელობის პრობლემების...






























