დავით მათიკაშვილი - რადიკალური ოპოზიციის უუნარობის ამსახველი, დამამტკიცებელი, არგუმენტებით გაჯერებული სცენები იხილა საზოგადოებამ - კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ საქართველოში რადიკალიზმს გასაქანი არა აქვს

 მოცემულობა იყო ამორფული, როდესაც აქტიური აგენტი ზურაბიშვილი, პასიურ აგენტ სააკაშვილის დიდი ბანერის ფონზე ცდილობდა არარსებული გეგმის პრეზენტაციას, რაც ისევ უგეგმობაში გადაიზარდა საბოლოო ჯამში და სტვენით და შეძახილებით გააცილეს იქიდან ეს ქალბატონი, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ოპოზიციის აქციაზე სალომე ზურაბიშვილის გამოსვლაზე საუბრისას.

„რადიკალური ოპოზიციის სრულიად უუნარობის ამსახველი, დამამტკიცებელი, არგუმენტებით გაჯერებული სცენები იხილა საზოგადოებამ და კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ საქართველოში რადიკალიზმს არანაირი გასაქანი არა აქვს“, - განმარტა მათიკაშვილმა.

დავით მათიკაშვილმა ასევე ისაუბრა აქციაზე გამოყენებულ პიროტექნიკაზე და უცხო ქვეყნების ელჩების მხრიდან ძალადობის წახალისებაზე.

„არ შეიძლება არ გააპროტესტო ძალადობა. დონორები, რომლებიც აფინანსებენ ამ არასამთავრობო ორგანიზაციას, ამ დონერების უკან მდგომი კონკრეტული ქვეყნის საელჩოები როდესაც სდუმან, ისინი ახალისებენ ამით საქართველოში ექსტრემიზმს და ეს არის ძალიან კარგი დასტური იმისა, რომ სამწუხაროდ ჩვენი ზოგიერთი პარტნიორი ევროპაში, არ იქცევა კეთილსინდისიერად საქართველოსთან მიმართებით“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744470972

ახალი ამბები

მიქანაძე თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე: რასაც პატრონები უბრძანებენ, ისე მოიქცევიან, იციან, 64-ვე მუნიციპალიტეტში პირწმინდად წააგებენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ოპოზიცია პატრონების დავალებას ელოდება. მისი თქმით,  ოპოზიციას რასაც უბრძანებენ, იმას შეასრულებს. „...

გივი მიქანაძე

1744470434

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს ორი რეგიონი რუსეთის მიერ რჩება ოკუპირებული, ეს არის მიზეზი, რატომაც არ განვიხილავთ 3+3-ის ფორმატში მონაწილეობას, რეალურად ის არის 3+2 ფორმატი

ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა მეზობელთან, გარდა რუსეთისა, რადგან საქართველოს ორი რეგიონი რუსეთის ფედერაციის მიერ რჩება ოკუპირებული, ეს არის მიზეზი, რის გამოც არ შეგვიძლია და არ განვიხილავთ 3+3-ის ფორმატში...

მაკა ბოჭორიშვილ

1744467119

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები არიან უცხოელი აგენტები და სწორედ ამიტომ მოქმედებენ დაკვეთით საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები არიან თანამედროვე ბოლშევიკები და ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მათი მეთოდებიც ძალიან ჰგავს იმ მეთოდებს, რომლებსაც ბოლშევიკები იყენებდნენ, - განუცხადა საქართველოს პ...

ირაკლი კობახიძე

1744467023

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა 64 მუნიციპალიტეტში ყველა ამ ოპოზიციური პარტიის კიდევ ერთხელ დამარცხება, ეს იქნება ჩვენი მე-10 საიუბილეო გამარჯვება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ

ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა 64 მუნიციპალიტეტში ყველა ამ ოპოზიციური პარტიის კიდევ ერთხელ დამარცხება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქეთში ქართველ ჟურნალისტებთან,. პრემიე...

პრემიერი - ირაკლი კობახიძე

1744466922

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ყველამ იცის, რა პრინციპებით მოქმედებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი და როგორია ზაზა ოქუაშვილისა და ასეთი პირების პრინციპები - აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნა გამოტანილი

ყველამ იცის, რა პრინციპებით მოქმედებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ყველა მიმართულებით და როგორია ზაზა ოქუაშვილის და ასეთი პირების პრინციპები - აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია ის გადაწყვეტილება,...

ირაკლი კობახიძე