დავით მათიკაშვილი ტერმინ „უცხოურ გარე ძალაზე“: საბჭოთა და რუსული საოკუპაციო ძალა რომ იყო 1989 წელს და როდიონოვის ტანკები რომ დასეირნობდნენ თბილისის ქუჩებში, ეს ხომ ფაქტია. ჩვენ რომ ვთქვათ, რომ არა ასე არ მომხდარაო, ვინმე დაიჯერებს?

თითიდან გამოწოვილი თვალთმაქცობის მეტს რომ ვერაფერს გაარკვევ ისეთი არგუმენტები მოაქვთ, ღიმილის მომგვრელია. საბჭოთა და რუსული საოკუპაციო ძალა რომ იყო 1989 წელს და როდიონოვის ტანკები რომ დასეირნობდნენ თბილისის ქუჩებში, ეს ხომ ფაქტია. ჩვენ რომ ვთქვათ, რომ არა ასე არ მომხდარაო, ვინმე დაიჯერებს?, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა დღევანდელ განცხადებებში ნახსენები ტერმინის „უცხოური გარე ძალის“ შესახებ საუბრისას.
„რა თქმა უნდა ყველაფერს თავისი სახელი ერქვა მაშინაც და დღესაც. ეს უცხო გარე ძალა მაშინ რომ იყო საბჭოთა ტანკები, სიესით და ნიჩბებით შეიარაღებული სპეცრაზმელები, დღეს უცხო ძალა ის „დიფ სთეითი“ ამ მოღალატე და უსამშობლო ადამიანების, რადიკალების, საკუთარი თავის რუსად მონათლული ე.წ. პოლიტიკოსების ხელით, პაატა ბურჭულაძეს ვგულისხმობ, ცდილობს ჩვენი ქვეყნის კვლავ დაქსაქსვას, დაყოფას და შეტევას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე, ეს არის უცხო ძალა. საიდან რას იგონებენ და როგორ ცდილობენ ეს საკუთარი ამორალურობა, უსამშობლობა და უღმერთობა გაამართლონ იმით, თუნდაც რაც დღეს რუსთაველზე ჩაიდინეს.
მოქალაქეები მიდიოდნენ, სურდათ ყვავილები მიეტანათ და დაედოთ იქ, სადაც ამას ვაკეთებთ 1989 წლის შემდგომ. ამ ადამიანებს როგორ ყოფდნენ ერთმანეთისგან არ ვიცი, მაგრამ ფაქტობრივად არავის არ უშვებდნენ. ის, რომ აპართეიდული სურვილები აქვთ ამ ერთი მუჭა ადამიანებს, გარს შემოერტყნენ ობელისკს და სურთ, რომ საკუთარი რადიკალიზმი გადაზარდონ ქვეყანაში დაპირისპირებად, ზუსტად ამას ვებრძვით“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
1744907081
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: სანქციები, თუ სავიზო შეზღუდვები, პოლიტიკური ვენდეტის და გავლენის არაკეთილსინდისიერად მოპოვების იარაღად არის ქცეული, რაც ღრმად არაევროპულია
საზოგადოებას შევახსენებ, რომ რამდენიმე თვის წინ გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა ზურაბ ადეიშვილი, რომელიც, როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ოფიციალურ შეხვედრებს მართავდა და ბუნდესთაგის სტუმრ...
1744904608
ახალი ამბებიგუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპა...
1744900581
მსოფლიოთურქეთში ნარკოვაჭრობაში ეჭვმიტანილი 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
თურქეთის პოლიციამ 17 აპრილს, ანკარაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, ნარკოტიკით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი 500-ზე მეტი პირი დააკავა. როგორც თურქეთის შს სამინისტროს ხელმძღვანელმა ალი იერლიკაიმ აღნიშნა, სპე...
1744897534
ახალი ამბებინიკა გვარამიას, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა
საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. „კოალიცია ცვლილების" ლიდერი დროებითმა საგამოძი...
1744897440
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი - ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე პარტია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას
ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე პარტია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას , – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისივე თქ...