დავით ქართველიშვილი: ევროკავშირს, რომელმაც გაართულა ურთიერთობა თბილისთან და ბაქოსთან, სურს, წარმოაჩინოს თავისი ინტერესი და თითქოს პოლიტიკური ცენტრი გადაიტანოს ერევნისკენ, თუმცა ეს არც ერევნისთვის იქნება სასარგებლო

ერევანში გამართული ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტის შესახებ ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.

მისი შეფასებით, ეკონომიკური ნაწილი დაკავშირებული იყო ალტერნატიულ გეოგრაფიულ ხედვასთან, სადაც საქართველო და აზერბაიჯანი, როგორც რეგიონული სუბიექტები, პრაქტიკულად არ განიხილებიან, ხოლო ძირითადი აქცენტი სომხეთზე კეთდება.

ანალიტიკოსის თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის მხრიდან გაჟღერებული ხედვები, რომლის მიხედვითაც ევროპისკენ მიმავალი ტვირთბრუნვა შესაძლოა, სომხეთზე გადიოდეს, კითხვებს ბადებს, რადგან ამ კონტექსტში საქართველო საერთოდ არ ფიგურირებს.

„ერევნის სამიტს ჰქონდა ორი მიმართულება - ნაკლებად ეკონომიკური და უფრო მეტად სამხედრო-პოლიტიკური. ეკონომიკური მიმართულება დაკავშირებული იყო ერთგვარ ალტერნატიულ გეოგრაფიასთან, სადაც თითქოს ოფიციალური თბილისი და ბაქო საერთოდ არ განიხილება სუბიექტებად და დღევანდელი სამიტის ძირითადი აქცენტი გაკეთებულია ერევანზე, სხვადასხვა მიზეზის გამო. ამ დროს ურსულა ფონ დერ ლაიენისგან ვისმენთ, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურ გეოგრაფიულ ხედვებს - თითქოს ევროპისკენ მიმავალი ტვირთბრუნვა, რომელიც აერთიანებს ჩინეთსა (ცენტრალურ აზიას) და ევროპას, უნდა გადიოდეს სომხეთზე, როგორც უმოკლეს გზაზე და ამ დროს თითქოს საქართველო საერთოდ არ ჩანს. მე ვთავაზობ ევროპას, რომ საქართველომ და აზერბაიჯანმა აიღონ თავიანთი წილი სატრანზიტო გადასახადებისა და ტარიფების, მიიყვანონ ეს ტვირთები - ჩინეთის საქონელი, ყაზახეთის ნავთობი, აზერბაიჯანის გაზი, ელექტროენერგია - სომხეთამდე და შემდეგ სომხეთიდან, როგორც ქალბატონი ურსულა ამბობს, უმოკლესი გზით მიაღწიოს ამ ყველაფერმა ბრიუსელამდე. ამ შემთხვევაში ჩვენ წაგებაში მაინც არ დავრჩებით, თუმცა როგორ და სად მიიტანს სომხეთი ამ ტვირთებსა და რესურსებს, ჩემთვის გაუგებარია. ამიტომ, როდესაც „აგებ“ სამხრეთ კავკასიას, „აგებ“ ბაქოს, რომელმაც შეწყვიტა ურთიერთობა ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუტთან, როგორიც ევროპარლამენტია, და „აგებ“ თბილისს და პარალელურად ისტერიულად ცდილობ, მაინც დაიმკვიდრო ადგილი ერევანში - ჩნდება კითხვა: რომელ ერევანში? იმ ერევანში, რომლის შემოგარენშიც რუსეთის ავიაბაზაა; სადაც ქალაქიდან დაახლოებით 120 კილომეტრში 5 000-კაციანი კონტინგენტი იმყოფება, რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია მთელი სომხეთის კონტროლი? როდესაც ამ ყველაფერს ყურადღებას არ აქცევ და საქართველო საერთოდ არ არის შენი ხედვის არეში, მე ასეთ სამიტებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვერ ვანიჭებ. გასაგებია, რომ ფაშინიანს სჭირდებოდა 7 ივნისის არჩევნების წინ ასეთი სურათის შექმნა, რომ ამდენი ლიდერი ჩავიდა, კანადიდანაც კი ჩავიდა პრემიერ-მინისტრი და თითქოს ყველა მის გვერდით დგას, თუმცა თვითონ სომხეთის საზოგადოებაც ერთგვაროვანი არ არის. ჩვენ ვნახეთ სამიტის მიმდინარეობისას არაერთი შემთხვევა, როდესაც უკრაინის დროშით გამოსულ ახალგაზრდებს აგრესიულად ექცეოდნენ და დროშებს ართმევდნენ, რაც საქართველოში პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ჩვენთან, პირიქით, კვირაში ერთხელ მაინც რომელიმე ქვეყნის დროშას აფრიალებენ რუსთაველზე და ამაზე არანაირი პრეტენზია არ ყოფილა. დღეს მსოფლიოს ეუბნებიან, რომ ლოგისტიკური, ინფრასტრუქტურული, გეოგრაფიული, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ცენტრი თითქოს გადადის ერევანში და ამ ნარატივს აჰყვებიან ჩვენი ე.წ. ოპოზიციონერებიც. მათ სურთ, „იყვნენ ერევანი“ მას შემდეგ, რაც სხვა მოდელებმა ვერ გაამართლა. ისინი ამ სამიტში ხედავენ რაღაც განსაკუთრებულს, თუმცა ეს არ არის სასწაული - ეს არის კონკურენციის ელემენტები და ნიშნები, მათ შორის ევროკავშირის მხრიდან, როგორც რუსეთის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ. აშშ-ის გააქტიურება სამხრეთ კავკასიაში უკვე აშკარაა - ეს არ არის მხოლოდ ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტები ბაქოსა და ერევანში; ეს არის უფრო ფართო პროცესის ნაწილი. ასევე არის მოლოდინი, რომელსაც ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებიც აანონსებენ, რომ უახლოეს პერიოდში სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას ველოდებით. ევროკავშირს, რომელმაც მნიშვნელოვნად გაართულა ურთიერთობა თბილისთან და ბაქოსთან, სურს, წარმოაჩინოს თავისი ინტერესი და თითქოს პოლიტიკური ცენტრი გადაიტანოს ერევნისკენ. თუმცა, ჩემი შეფასებით, ეს არც ერევნისთვის იქნება სასარგებლო - არც ეკონომიკური თვალსაზრისით, მათ შორის ალტერნატიული დერეფნების განვითარების კუთხით და არც პოლიტიკური პერსპექტივით“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777993249

ახალი ამბები

16 წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს

ფეხბურთში საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს. ტურნირი 6-11 მაისს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართება. ტატა მატვეევას გუნდი მასპინძელ აზერბაიჯანს, რუმინეთს...

16 წლამდე გოგონათა ნაკრები

1777992805

ახალი ამბები

გიორგი გაბუნია: ვფიქრობ, პრეზიდენტ ზელენსკისთვის დიდი პატივი იყო პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან საუბარი

ვფიქრობ, პრეზიდენტ ზელენსკისთვის დიდი პატივი იყო პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან საუბარი და მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობების ზოგადი სიჯანსაღე ქვეყნებს შორის შენარჩუნდეს, - ასე გამოეხმაურა გიორგი გაბუნია...

გიორგი გაბუნია

1777992472

ახალი ამბები

სპორტკომპლექს „არენა 2-ში” საქართველოს ჩემპიონატი კუდოში გაიმართა

სპორტკომპლექს „არენა 2-ში” საქართველოს ჩემპიონატი კუდოში გაიმართა. შეჯიბრებაში საქართველოში არსებული კუდოს კლუბების სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში კუდოს კლუბი საქართ...

 ჩემპიონატი კუდოში გაიმართა

1777990953

ახალი ამბები

მაია ორჯონიკიძე ბოკერიაზე: მიშას პატიმრობა დედის რძესავით შეირგო ამ ნაგავმა და მისმა შიზოიდმა ცოლმა

„ბოკერია თავის შეფს ხელშეუხებლობის გარანტიებს ვისი სახელით აძლევს ეგ გარეწარი?!“, - წერს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი მაია ორჯონიკიძე და იხსენებს გიგა ბოკერიას 2019 წლის განცხადებას, რომლის თქმ...

მაია ორჯონიკიძე

1777988683

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ზელენსკიმ და მისმა ადმინისტრაციამ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს საქართველოსთან მიმართებით, მაგრამ თუ გაიაზრებენ ამ ყველაფერს და ეცდებიან შეცდომების გამოსწორებას, მომავალზე უნდა ვიფიქროთ

„ზელენსკიმ და მისმა ადმინისტრაციამ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს საქართველოსთან მიმართებით, მაგრამ თუ გაიაზრებენ ამ ყველაფერს და ეცდებიან შეცდომების გამოსწორებას, მომავალზე უნდა ვიფიქროთ“, - ამის შესახ...

ლევან მაჭავარიანი