დავით ქართველიშვილი: იმედი გვაქვს, რომ ალან პერსელსაც გაუშვებენ საქართველოდან და საელჩოში მოვა ახალი შემადგენლობა, რომელიც მიხეილ ყაველაშვილისადმი დონალდ ტრამპის მილოცვაში ასახულ ამოცანებს შეასრულებს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რობინ დანიგანის მოადგილის ალან პერსელის შესახებ მედიასთან საუბრობს.

„ის არის იმ ჯორჯ კენტის კადრი, რომელიც 2014 წლის კიევის მაიდანის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო“, - განაცხადა ექსპერტმა და აღნიშნა, რომ ალან პერსელი მონაწილეობდა არაერთ ფერად რევოლუციასა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, სომხეთშიც. მისი თქმით, სწორედ ამ მიზნით დაინიშნა ალან პერსელი საქართველოში აშშ-ს ელჩის მოადგილედ, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია, რადგან ქართული ოპოზიცია გამოფიტული დახვდა.

ანალიტიკოსი იმედს გამოთქვამს, რომ აშშ-ს საელჩო დაკომპლექტდება ახალი შემადგენლობით და მოვლენ ადამიანები, რომლებიც დონალდ ტრამპის მიერ მიხეილ ყაველაშვილისადმი გამოგზავნილ მილოცვაში ასახულ მიზნებს განახორციელებენ საქართველოს მიმართ.

„ეს ინფორმაცია არ გაჟღერებულა, მაგრამ ლოგიკურად ქალბატონი დანიგანის მსგავსად, პენსიაზე თუ არა სხვა სამსახურში გადასვლა მოუწევს მის მოადგილეს ალან პერსელს. ძალიან საინტერესო პიროვნებაა [ალან პერსელი], ის არის იმ ჯორჯ კენტის კადრი, რომელიც 2014 წლის კიევის მაიდანის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. ჯორჯ კენტი არის ადამიანი, რომელიც უკრაინაში აყალიბებდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სტაფს და უკრაინისთვის შექმნა ორგანიზაციები, როგორიც არის ანტიკორუფციული ბიურო და სხვა.

ალან პერსელი იყო ჯორჯ კენტის მარჯვენა ხელი და წლების განმავლობაში მონაწილეობას იღებდა ფერად რევოლუციებსა და სახელმწიფო გადატრიალებების მცდელობაში არაერთ ლათინურ-ამერიკულ ქვეყანაში და სომხეთშიც, ფაშინიანის ხავერდოვან რევოლუციაშიც დიდი წვლილი შეიტანა. ალან პერსელიც სწორედ ამისთვის იყო, თავის დროზე, დესანტირებული საქართველოში რობინ დანიგანთან ერთად, მაგრამ მას შემსრულებლები არ ჰყავდა, უფრო სწორედ, ოპოზიციური სპექტრი გამოფიტული დახვდა და ჯეროვნად ვერ შეასრულეს ის ამოცანები, რომლებსაც უნდა ასრულებდნენ.

ჩვენ ვხედავთ ამ წარუმატებელ პროცესს, რომლის სათავეშიც იყო და ფარულად კოორდინაციას უწევდა რობინ დანიგანის მოადგილე ალან პერსელი. დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ადამიანსაც გაუშვებენ საქართველოდან. საელჩოში აუცილებლად უნდა მოვიდეს ახალი შემადგენლობა, რომელიც შეასრულებს დონალდ ტრამპის მილოცვაში ასახულ ამოცანებს - საქართველოსთან ერთობლივ ეკონომიკურ საერთაშორისო პროექტებში თანამშრომლობა და პარტნიორობა.

ფაქტობრივად, იგივე სულისკვეთებით იყო გაჟღენთილი დონალდ ტრამპის მილოცვა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ალიევისადმი, სადაც საუბარი იყო სამხრეთ კავკასიის ხალხთა კეთილდღეობაზე, რომელსაც ერთობლივი ძალისხმევით უნდა მივაღწიოთ. ის პროცესები, რითაც იყო დაკავებული კელი დეგნანი, რობინ დანიგანი ან ალან პერსელი არ იყო მიმართული არც კეთილდღეობისკენ, არც სტაბილურობისკენ. ეს იყო იდეოლოგიური ბრძოლა საქართველოსთან“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749230522

ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველის ანგარიში მოისმინა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი „2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ანგარიში მოისმ...

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტ

1749228247

ახალი ამბები

კახა კალაძე - ჩვენს თანამოქალაქეებს, ყველას, ვინც აღნიშნავს ყურბან-ბაირამს, ვულოცავ ამ დღესასწაულს

თბილისის მერი კახა კალაძე ყურბან-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს ყველას, ვინც მას აღნიშნავს. როგორც კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს, ურთიერთპატივისცემას, ადამიანის სიყვარულსა და თანადგომას არ აქვს რელიგ...

კახა კალაძე

1749227217

სპორტი

მერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალისთან ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის მორიგი საჩემპიონო ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა. 8 ივნისს ნიუ იორკში 34 წლის ქართველი მებრძოლი UFC-ის სუპერმსუბუქ წონით კატეგორია...

 მერაბ დვალიშვილი

1749222260

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა. მთავრობის მეთაური, დღესასწაულთან დაკავშირებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარესთან ერ...

 ირაკლი კობახიძე

1749221146

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: მილიონი საკითხია, რაზეც ჩვენ გვაკრიტიკებენ და თავიანთ ქვეყანაში ეს ყველაფერი დაშვებულია, არ სიამოვნებთ ქართველებს ეს ყველაფერი და კარგავენ ნდობას ევროკავშირის მიმართ

მილიონი საკითხი შემიძლია ჩამოვთვალო, რაზეც ჩვენ გვაკრიტიკებენ და თავიანთ ქვეყანაში ეს ყველაფერი დაშვებულია. ძალიან არ სიამოვნებთ ქართველებს ეს ყველაფერი და კარგავენ ნდობას ევროკავშირის მიმართ, რაც თავ...

ლევან მაჭავარიანი