საქართველოს დელეგაციამ ეუთოს ფარგლებში გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრმა ლევან მახაშვილმა მონაწილეობა მიიღეს ეუთო-ს რეგიონში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საკითხებზე საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში, რომელიც იტალიის პარლამენტში გაიმართა.

ორდღიან კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ქვეყნების 80-მდე პარლამენტის წევრმა. მათ კორუფციასთან ბრძოლისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე იმსჯელეს.

კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის წევრებმა ისაუბრეს ტერორიზმსა და ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით საქართველოს გამოცდილებაზე.

„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გამართულ ორდღიან კონფერენციაზე ძალიან საინტერესო განხილვები გვქონდა ორგანიზებულ დანაშაულთან, ტერორიზმთან და ახალგაზრდებში რადიკალიზმის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე, სადაც ინფორმაცია მივიღეთ მონაწილე ქვეყნების გამოცდილებაზე და ასევე, გავუზიარეთ ტერორიზმისა და ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით საქართველოს გამოცდილება“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749230522

ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველის ანგარიში მოისმინა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი „2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ანგარიში მოისმ...

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტ

1749228247

ახალი ამბები

კახა კალაძე - ჩვენს თანამოქალაქეებს, ყველას, ვინც აღნიშნავს ყურბან-ბაირამს, ვულოცავ ამ დღესასწაულს

თბილისის მერი კახა კალაძე ყურბან-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს ყველას, ვინც მას აღნიშნავს. როგორც კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს, ურთიერთპატივისცემას, ადამიანის სიყვარულსა და თანადგომას არ აქვს რელიგ...

კახა კალაძე

1749227217

სპორტი

მერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალისთან ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის მორიგი საჩემპიონო ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა. 8 ივნისს ნიუ იორკში 34 წლის ქართველი მებრძოლი UFC-ის სუპერმსუბუქ წონით კატეგორია...

 მერაბ დვალიშვილი

1749226106

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: იმედი გვაქვს, რომ ალან პერსელსაც გაუშვებენ საქართველოდან და საელჩოში მოვა ახალი შემადგენლობა, რომელიც მიხეილ ყაველაშვილისადმი დონალდ ტრამპის მილოცვაში ასახულ ამოცანებს შეასრულებს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რობინ დანიგანის მოადგილის ალან პერსელის შესახებ მედიასთან საუბრობს. „ის არის იმ ჯორჯ კენტის კადრი, რომელიც 2014 წლის კიევის მაიდანის ერთ-ერთი ორგანიზატო...

დავით ქართველიშვილი

1749222260

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა. მთავრობის მეთაური, დღესასწაულთან დაკავშირებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარესთან ერ...

 ირაკლი კობახიძე