რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მიზნით, საქართველოსა და სერბეთს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება და ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

მიმდინარე წლის 5 ივნისს, სერბეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბელგრადში, საქართველოსა და სერბეთის მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.

შეთანხმებას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა გივი დავითაშვილმა და სერბეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა მირიანა სიზმაროვმა მოაწერეს ხელი. შეთანხმების ხელმოწერას დაესწრო სერბეთის რესპუბლიკის მშენებლობის, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრა სოფრონიევიჩი.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ეფუძნება ლიბერალურ პრინციპებს და არ ითვალისწინებს შეზღუდვებს დანიშნული ავიაკომპანიების რაოდენობასა და დანიშნულების პუნქტებზე. ამასთან, დანიშნულ ავიასაწარმოებს უფლება აქვთ თავად განსაზღვრონ ფრენების ტევადობა და სიხშირე.

„შეთანხმება ძალაში ორივე მხარის მიერ შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ შევა.

ბელგრადში გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში, მხარეებმა ასევე ხელი მოაწერეს უწყებათაშორის მემორანდუმს, რომელიც იმოქმედებს საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლამდე.

საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებისა და ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება შესაძლებელს ხდის სერბეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყებას. ავიაკომპანია Air Serbia-მ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში უკვე წარმოადგინა განაცხადი, მიმდინარე წლის 15 ივნისიდან, ბელგრადსა და თბილისს შორის რეგულარული ფრენების შესრულების მოთხოვნით.

შეხვედრაზე, რომელშიც საავიაციო ხელისუფლებებისა და ავიაკომპანია Air Serbia-ს წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას, მხარეებმა ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის საჰაერო მიმოსვლის დაწყებასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები განიხილეს და გამოხატეს მზაობა კომპეტენციის შესაბამისად განაგრძონ აქტიური თანამშრომლობა ახალი ავიამიმართულების ინტენსიურად ათვისების კუთხით“, - ნათქვამია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749230522

ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველის ანგარიში მოისმინა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი „2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ანგარიში მოისმ...

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტ

1749228247

ახალი ამბები

კახა კალაძე - ჩვენს თანამოქალაქეებს, ყველას, ვინც აღნიშნავს ყურბან-ბაირამს, ვულოცავ ამ დღესასწაულს

თბილისის მერი კახა კალაძე ყურბან-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს ყველას, ვინც მას აღნიშნავს. როგორც კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს, ურთიერთპატივისცემას, ადამიანის სიყვარულსა და თანადგომას არ აქვს რელიგ...

კახა კალაძე

1749227217

სპორტი

მერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალისთან ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის მორიგი საჩემპიონო ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა. 8 ივნისს ნიუ იორკში 34 წლის ქართველი მებრძოლი UFC-ის სუპერმსუბუქ წონით კატეგორია...

 მერაბ დვალიშვილი

1749226106

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: იმედი გვაქვს, რომ ალან პერსელსაც გაუშვებენ საქართველოდან და საელჩოში მოვა ახალი შემადგენლობა, რომელიც მიხეილ ყაველაშვილისადმი დონალდ ტრამპის მილოცვაში ასახულ ამოცანებს შეასრულებს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რობინ დანიგანის მოადგილის ალან პერსელის შესახებ მედიასთან საუბრობს. „ის არის იმ ჯორჯ კენტის კადრი, რომელიც 2014 წლის კიევის მაიდანის ერთ-ერთი ორგანიზატო...

დავით ქართველიშვილი

1749222260

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა. მთავრობის მეთაური, დღესასწაულთან დაკავშირებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარესთან ერ...

 ირაკლი კობახიძე