დავით ქართველიშვილი: „შუა დერეფანი“ გამოდის ლამაზი პრეზენტაციის ეტაპიდან და პრაქტიკულ ინსტრუმენტად გარდაიქმნება, სადაც „კასპია - აზერბაიჯანი - საქართველო - შავი ზღვა“ ხდება არა არჩევანი, არამედ უალტერნატივო აუცილებლობა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ირანში მიმდინარე მოვლენებს და წერს, რომ ჰორმუზის სრუტის გარშემო გაზრდილი რისკის ფონზე, ძლიერდება მოთხოვნა ალტერნატიულ მარშრუტებზე.

ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ რეგიონში შექმნილი ვითარება ზრდის საქართველოს ფასს:

„მაშინ, როცა გლობალური მარშრუტები ირღვევა, იმარჯვებენ არა ისინი, ვინც ყველაზე ხმამაღლა საუბრობს თავის როლზე გეოეკონომიკურ „რადარებზე“, არამედ ისინი, ვისი გავლითაც შესაძლებელია უსაფრთხოდ გადაიტანო ტვირთი, ფინანსები და ენერგია“ - წერს დავით ქართველიშვილი.

ანალიტიკოსი ხაზს უსვამს იმასაც, რომ შექმნილ სიტუაციაში მოქმედი ხელისუფლების ამჟამინდელი შემადგენლობა ეფექტურად მოქმედებს.

„უამრავი უცნაურობების მიუხედავად, კი ბატონო, ჩავთვალოთ რომ ბოლო 24 საათში მსოფლიო კიდევ ერთხელ მიუახლოვდა სახიფათო ზღვარს და, როგორც ეს უკვე არაერთხელ ყოფილა, დაძაბულობის ეპიცენტრი კვლავ ჰორმუზის სრუტისა და ირანის ირგვლივ ჩამოყალიბდა. თუნდაც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის იმ უკანასკნელი განცხადებების (ომის დასრულების ირანული სცენარი) ნაწილი, სულ რომ ინფორმაციული თამაშის ელემენტი აღმოჩნდეს, ჯერჯერობით მთავარი ტრენდი აშკარაა: მსხვილი მოთამაშეები (აშშ, ირანი, პაკისტანი და თურქეთი) დეესკალაციის კონტურებს სინჯავენ, რაც ძალიან კარგია.

მაგრამ აქ მთავარი არა განცხადებების შინაარსია, არამედ თავად ფაქტი - რეგიონი შედის იმდენად მაღალი და სახიფათო ტურბულენტობის ფაზაში, სადაც ნებისმიერი ძვრები მყისიერად აისახება გლობალურ ლოჯისტიკასა და ენერგეტიკაზე. ასეთ მომენტებში მკვეთრად იზრდება იმ ტერიტორიების მნიშვნელობა, რომლებიც თავად არ იბრძვიან, მაგრამ რომელთა გავლით იწყება ნაკადების გადანაწილება და გადაადგილება. აქ კი, ამ ეტაპზე მხოლოდ საქართველოს თუ წააწყდებით, რომელიც აღმოჩნდა კლასიკურ მდგომარეობაში, ვითარცა „კრიზისის ჩუმი ბენეფიციარი“: რაც უფრო იზრდება რისკები ჰორმუზსა და ირანის ირგვლივ, მით უფრო ძლიერდება მოთხოვნა ალტერნატიულ მარშრუტებზე.

„შუა დერეფანი“ გამოდის ლამაზი პრეზენტაციის ეტაპიდან და პრაქტიკულ ინსტრუმენტად გარდაიქმნება, სადაც „კასპია - აზერბაიჯანი - საქართველო - შავი ზღვა“ ხდება არა არჩევანი, არამედ უალტერნატივო აუცილებლობა. ამ ფონზე, ინფორმაციული გარემო, რა თქმა უნდა, თავადაც ცალკე ფრონტად ყალიბდება. განცხადებები, რომლებიც ვრცელდება თუნდაც დონალდ ტრამპის მიერ, ნათლად აჩვენებს, რამდენად არის წაშლილი ზღვარი ოფიციალურ დიპლომატიასა და ინფორმაციული ნაღმების შემოგდებებს შორის. თუმცა საქართველოსთვის აქ მთავარი არა „შემოგდების“ წყაროა, არამედ ამით გამოწვეული ეფექტი: ინვესტიციები, ტრანზიტი და პოლიტიკური გადაწყვეტილებები, სულ უფრო მეტად მიიღება ინფორმაციული ხმაურის პირობებში. აქ ქვეყნის მდგრადობა დამოკიდებულია არა იმდენად ინფრასტრუქტურაზე, არამედ ქვეყნის უნარზე, არ აღმოჩნდეს სხვისი დღის წესრიგის მძევალი.

საბოლოო ჯამში, საქმე გვაქვს პარადოქსთან, რომლის გამოყენებაც ოფიციალურმა თბილისმა ცივი გონებით უნდა ისწავლოს: რაც უფრო მძიმდება ვითარება მის გარშემო, მით უფრო იზრდება თავად საქართველოს ფასი და ეს არ არის ცინიზმი, ეს პოლიტიკაა. მაშინ, როცა გლობალური მარშრუტები ირღვევა, იმარჯვებენ არა ისინი, ვინც ყველაზე ხმამაღლა საუბრობს თავის როლზე გეოეკონომიკურ „რადარებზე“, არამედ ისინი, ვისი გავლითაც შესაძლებელია უსაფრთხოდ გადაიტანო ტვირთი, ფინანსები და ენერგია. დღეს საქართველო სწორედ ასეთი კვანძია, რომლის მნიშვნელობა იზრდება არა ხმამაღალი განცხადებების თუ „მეტიჩრობის“ წყალობით, არამედ მის ირგვლივ არსებული ქაოსის მიუხედავად. ხანდახან მართლა მაოცებს (კარგი გაგებით) მოქმედი ხელისუფლების ამჟამინდელი შემადგენლობის ეფექტურობა. როგორც ჩანს, სწორედ ახლა შედგა ამქვეყნიური და ზეციური საერთო ინტერესების თანხვედრა და ღმერთის წყალობა არ დაინახო ამ ყველაფერში - მოღალატეობრივი სიბეცეა“, - წერს დავით ქართველიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775634200

ახალი ამბები

პრემიერი: სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე შეიქმნება საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია, კერძო სექტორისთვის გაიზრდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ეკონომიკის სამინისტროში დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდება ინვესტიციების სააგენტო

დღეს ჩვენი გადაწყვეტილებით შეიქმნება ახალი ინსტიტუცია, სახელწოდებით - საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე გ...

 ირაკლი კობახიძე

1775633961

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე: დღეს ნოღაიდელის მოსკოვურ ვიზიტს ღალატად აფასებთ, თუმცა გავიწყდებათ სააკაშვილის 2004 წელს მოსკოვში ნათქვამი კომპლიმენტი: „პუტინს პატიოსანი თვალები აქვს“, მაშინ არ იყო აფხაზეთი და ცხინვალი ოკუპირებული?!

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ნოღაიდელის სასამართლოში დაპირისპირებას და ამ თემის ირგვლივ ოპოზიციის მიერ ატეხილ ა...

ცოტნე ანანიძე

1775633916

ახალი ამბები

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, საფოსტო გზავნილში 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონი“ აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის „თბილისის აეროპორტის“გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თა...

მებაჟე ოფიცრები

1775633789

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: საქართველოს ფოსტა, რომელმაც შარშანდელი წელი 7 მილიონი ლარის ზარალით დახურა, პირველად გავა მოგებაზე და გახდება მოგებიანი სახელმწიფო კომპანია

ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველა ცვლილების შედეგად, საქართველოს ფოსტა, რომელმაც შარშანდელი წელი 7 მილიონი ლარის ზარალით დახურა, პირველად გავა მოგებაზე და გახდება მოგებიანი სახელმწიფო კომპანია, - ამის შე...

ირაკლი კობახიძე:

1775633679

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: 157 კომპანიას პირობით ეპატია 1 მილიარდი ლარის ჯარიმები, გაგრძელდება 1560 მეგავატი პროექტების განხორციელება, ეს გადაწყვეტილება ახალ იმპულსს მისცემს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში

157 კომპანიას პირობით ეპატია 1 მილიარდი ლარის ჯარიმები. კომპანიების ნაწილმა უარი თქვა შეთავაზებით სარგებლობაზე, შედეგად შეწყდება 535 მეგავატის პროექტები, თუმცა გაგრძელდება 1560 მეგავატი პროექტების გან...

ირაკლი კობახიძე