ირაკლი კობახიძე: საქართველოს ფოსტა, რომელმაც შარშანდელი წელი 7 მილიონი ლარის ზარალით დახურა, პირველად გავა მოგებაზე და გახდება მოგებიანი სახელმწიფო კომპანია

ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველა ცვლილების შედეგად, საქართველოს ფოსტა, რომელმაც შარშანდელი წელი 7 მილიონი ლარის ზარალით დახურა, პირველად გავა მოგებაზე და გახდება მოგებიანი სახელმწიფო კომპანია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გასული წლის სექტემბერში შეიცვალა საქართველოს ფოსტის მენეჯმენტი და ისევე როგორც სხვა სახელმწიფო საწარმოებში, აქაც ძალიან მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგებია.

„განხორციელებული და მიმდინარე ოპტიმიზაციის შედეგად, წლიურ ჭრილში დაიზოგება 3,5 მილიონ ლარზე მეტი. ასევე შუამავალ კომპანიებში გატანილი ბიზნესპროცესები დაბრუნდება საქართველოს ფოსტაში, რის შედეგადაც, ყოველწლიურად საქართველოს ფოსტას დაემატება 14,2 მილიონი ლარის ოდენობის შემოსავალი. აღდგა, ასევე, საჰაერო ტერმინალის ფუნქცია.

დასრულების ეტაპზეა ახალ ავიაკომპანიებთან ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი, განახლდა ხელშეკრულების პირობები არსებულ ავიაკომპანიებთან და ამ ყველაფრის შედეგად, დაიზოგა სატერმინალო მომსახურების ხარჯი, შემცირდა სატრანზიტო ვადები. შედეგად საჰაერო ტერმინალის ოპერირებიდან საქართველოს ფოსტა ყოველწლიურად 5 მილიონ ლარზე მეტ დამატებით შემოსავალს მიიღებს.

ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველა ამ ცვლილების შედეგად, საქართველოს ფოსტა, რომელმაც შარშანდელი წელი 7 მილიონი ლარის ზარალით დახურა, პირველად გავა მოგებაზე და გახდება მოგებიანი სახელმწიფო კომპანია. ხედავთ, რამდენად ფუნდამენტურია ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა და ხორციელდება საქართველოს ფოსტაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775635545

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ფოთში თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოს საქმიანობა შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტემენტის ინსპექტორებმა ფოთში თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავ...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ

1775634935

ახალი ამბები

პრემიერი: მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება გადავავადოთ 4 წლით

მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება გადავავადოთ 4 წლით, 2031 წლის პირველ თებერვლამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიე...

ირაკლი კობახიძე

1775634861

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ინფრასტრუქტურის სამინისტროში პირველი კვარტალის გეგმა 107%-ით შესრულდა, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეკონომიკის ზრდის სტიმულირებისთვის

ინფრასტრუქტურის სამინისტროში მიმდინარე წლის პირველი კვარტალის გეგმა გადაჭარბებით, ხარჯების ნაწილში, 107 პროცენტით შესრულდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევ...

ირაკლი კობახიძე

1775634816

ახალი ამბები

შარმანაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის ძველ მონაცემებზე: ეს არის აბსოლუტურად უპატივცემულობა ქართული სახელმწიფოს მიმართ

„ეს არის აბსოლუტურად უპატივცემულობა ქართული სახელმწიფოს მიმართ“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის  წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის ძველ მონაცემებზე საუბრისა...

თენგიზ შარმანაშვილი

1775634777

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე - 1991 წელს დაბ...

პოლიცია პატრული