დავით ქართველიშვილი: ზოგჯერ მრავალწლიანი მტრობის საუკეთესო პასუხი მორიგი პოლიტიკური განცხადება კი არა, გადარჩენილი ადამიანის სიცოცხლეა
„მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების პირობებშიც კი, პროფესიონალიზმსა და ადამიანურ თანადგომას შეუძლია გააღოს ის კარები, რომლებიც პოლიტიკამ დიდი ხნის წინ დახურა,“ - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის წევრი დავით ქართველიშვილი და ის შემთხვევები მოჰყავს მაგალითად, როდესაც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები განსაცდელში მყოფი ადამიანებისათვის ქართული მხარე გადარჩენის იმედად იქცევა.
როგორც დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, როდესაც საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება, მრავალწლიანი კონფლიქტები უკან იხევს და ხშირად, დაპირისპირებულ მხარეებს მაღალი ტრიბუნებიდან გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები კი არ აახლოებს, არამედ ადამიანური ურთიერთობები.
„ზოგჯერ საქართველოს სასარგებლოდ ყველაზე დამაჯერებელი არგუმენტები არა პარლამენტის ტრიბუნებიდან და დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე, არამედ საავადმყოფოს პალატებში ჩნდება. 24 წლის ეფრემ კვარჩიას ისტორია სწორედ ასეთი მორიგი შემთხვევაა. 2026 წლის 15 ნოემბერს, სოხუმში, ქონებრივ დავასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დროს, ახალგაზრდა მამაკაცმა ავტომატიდან ნასროლი ექვსი ტყვია მიიღო. მის ოჯახს უმძიმესი გადაწყვეტილების მიღება მოუწია, რომლისგანაც ადამიანის სიცოცხლე იყო დამოკიდებული: სად გადაეყვანათ მძიმედ დაჭრილი? რუსეთი, სადაც აფხაზეთის ბევრი მცხოვრები ტრადიციულად სამედიცინო დახმარებისთვის მიემგზავრება - ამ შემთხვევაში ოჯახისთვის პრაქტიკულად დახურული მარშრუტი აღმოჩნდა. მშობლებმა თბილისი აირჩიეს.
ამ ისტორიას რთული ოჯახური წარსული უდევს საფუძვლად. ეფრემის მამა - კან კვარჩია, აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატი და ოპოზიციური მოძრაობა „აიდგილარას“ ლიდერი, ცნობილია იმ სადავო საინვესტიციო პროექტების წინააღმდეგ მკაცრი პოზიციით, რომლებიც, მისი აზრით, დე ფაქტო აფხაზეთის ინტერესებს საფრთხეს უქმნის. 2026 წლის ივნისში სოჭის რუსეთის სასამართლომ მას დაუსწრებლად ათი წლითა და ექვსი თვით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯა 2025 წლის ნოემბერში სოხუმში, რუსი პოლიტტექნოლოგების მონაწილეობით მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებულ საქმეზე.
დაკავების საფრთხის გამო მისთვის რუსეთში გადაადგილება დახურულ მარშრუტად იქცა. იმავე ეპიზოდებთან დაკავშირებით ძებნაში მისი შვილიც მოხვდა. ამ ფონზე ოჯახის გადაწყვეტილება, ეფრემის სიცოცხლე ქართველ ექიმებს მიანდოს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს: მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების პირობებშიც კი, პროფესიონალიზმსა და ადამიანურ თანადგომას შეუძლია გააღოს ის კარები, რომლებიც პოლიტიკამ დიდი ხნის წინ დახურა.
თუმცა, საქართველოსთვის ეს პირველი მსგავსი შემთხვევა არ არის. 2015 წლის მაისში თბილისში სამკურნალოდ მძიმედ ავადმყოფი, აფხაზეთის ომის „გმირი", რუსლან ქიშმარია ჩამოიყვანეს. მაშინ მას სოხუმისა და რუსეთის კლინიკებმა უარი უთხრეს, მაგრამ ქართველმა ექიმებმა პაციენტი ფაქტობრივად იმ ქვეყნიდან დააბრუნეს. ამის შემდეგ მან კიდევ რამდენიმე წელი იცოცხლა.
დღეს კი, უკვე ეფრემ კვარჩიას ისტორია კვლავ გვახსენებს: როდესაც საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება, საზღვრები, პოლიტიკური იარლიყები და მრავალწლიანი კონფლიქტები უკან იხევს იმ აუცილებლობის წინაშე, რომ ადამიანი გადაარჩინო. თუ ერთ შემთხვევაში ქართულმა მედიცინამ მძიმედ ავადმყოფს სიცოცხლის შანსი მისცა, მეორე შემთხვევაში იგი ექვსი ტყვიით დაჭრილი ახალგაზრდა კაცისთვის იმედად იქცა. საქართველო აჩვენებს, რომ შეუძლია იყოს არა ახალი დაპირისპირებების წყარო, არამედ სივრცე, სადაც ადამიანს ეხმარებიან მისი პოლიტიკური შეხედულებების, წარმომავლობისა და ოჯახური გარემოებების მიუხედავად.
ეს არ აუქმებს არსებულ კონფლიქტებს და არც იმას ნიშნავს, რომ ჰუმანიტარული ჟესტები ავტომატურად გამოიწვევს პოლიტიკურ შერიგებას. თუმცა, სწორედ ასეთი ქმედებები ქმნის მომავალი ნდობის საფუძველს - არა დეკლარირებულის, არამედ რეალური მოქმედებებით დადასტურებულის. როდესაც აფხაზური დე ფაქტო ოპოზიციის ლიდერის ოჯახი კრიტიკულ მომენტში თბილისს ირჩევს, ეს თავისთავად მეტყველებს: ზოგჯერ მრავალწლიანი მტრობის საუკეთესო პასუხი მორიგი პოლიტიკური განცხადება კი არა, გადარჩენილი ადამიანის სიცოცხლეა,“ - წერს დავით ქართველიშვილი.
1795811954
მსოფლიო„განახლებულ საომარ მოქმედებებს დამანგრეველი შედეგები მოჰყვება“ - გაეროს გენერალური მდივანი მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში გმობს ქუვეითში დრონით თავდასხმას, რომელშიც ირანს ადანაშაულებენ და რომლის შედეგადაც ორი იტალიელი დაიღუპა. ის ყველა მხარეს „თავშეკავებისკენ“ მოუწოდებს. „გაერო...
1795808573
ახალი ამბებილაგოდეხში პროექტის, „გმირის დღის“ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა
ლაგოდეხში საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის პროექტის, „გმირის დღის“ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. ღონისძიე...
1795806281
მსოფლიოშვეიცარიაში 35-ზე მეტი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა - არიან დაშავებულები
ციურიხის პოლიციის ინფორმაციით, შვეიცარიაში, ციურიხის კანტონში მდებარე A1 ავტომაგისტრალზე 37 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. მედიის ცნობით, ავარიის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. ჯაჭვურ ავარიაში სულ 37 სა...
1795804315
ახალი ამბებიშალვა გოგოლაძე სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობაზე: ამ უნივერსიტეტს დიდი ისტორია და გამორჩეული ტრადიციები აქვს, დღეს კი ამ ისტორიის ახალ ფურცელს ვწერთ
თბილისში სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა დაიწყო. დიღომში მდებარე სპორტული ქალაქი იქნება სივრცე, სადაც სხვადასხვა სპორტის სახეობის პროფესიონალები შეძლებენ განათლების მიღებას და კვალიფიკაციის...
1795801614
ახალი ამბებიპრემიერი: გათავისუფლდება ყველა ის პირი, რომელიც აღიარებს და მოინანიებს დანაშაულს, ასეთ პირობებში, როდესაც ევროპული ბიუროკრატია კვლავაც სამარცხვინოდ საუბრობს ამ თემაზე, ეს ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს
ძალიან მარტივია, ასეთ შემთხვევაში მათ უნდა დაასახელონ „მოლოტოვის კოქტეილების“ მსროლელები, უნდა დაასახელონ ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ხელისუფლების დამხობას აანონსებდნენ. რა თქმა უნდა, მათ არ აწყო...































