დავით სონღულაშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სრულად გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რაც ხორბლის წარმოებაში არსებობს და ეტაპობრივად გავზარდოთ თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, დედოფლისწყაროში, ხორბლისა და ქერის შემნახველ საწარმოში მეხორბლე ფერმერებს შეხვდნენ და ალოობის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს. პარლამენტის თავმჯდომარე და მინისტრი შირაქის ველზეც იმყოფებოდნენ, სადაც ხორბლის აღების პროცესს გაეცნენ.
„ხორბლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაში შევიდა. შექმნილი გვაქვს საორგანიზაციო შტაბი, რომელიც კოორდინაციას უწევს ხორბლის მოსავლის აღების და დაბინავების ლოგისტიკური ჯაჭვის გამართულ მუშაობას. ფერმერებთან, წისქვილკომბინატებთან, შემსყიდველ საწარმოებთან ოპერატიული კომუნიკაცია უზრუნველყოფილია ჩვენი შესაბამისი სამსახურების მიერ.
რაც შეეხება ტექნიკით უზრუნველყოფის საკითხს - მოსავლის აღების პროცესში ჩართულია 300-მდე კომბაინი. დღეისათვის, ხორბლის მოსავალი უკვე აღებულია 15 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მეხორბლე ფერმერებს მოსავლის აღებისა და დაბინავების პროცესში შეფერხებები არ ჰქონდეთ. სახელმწიფოს მიერ 9,6 მლნ ლარით თანადაფინანსებულია მარცვლოვანი კულტურების შემნახველი 23 საწარმოს შექმნა, რაც დარგისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა.
მაღალი ხარისხის პროდუქციის მიღების აუცილებელი წინაპირობაა მოსავლის აგროვადებში აღება, ამინდებმაც უნდა შეგვიწყოს ხელი, და შესაბამის პირობებში განთავსება/დაბინავება.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო წლებში გაზრდილია საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა და 2,5 და 3 ტონამდე მერყეობს, ზოგიერთ შემთხვევაში კი, 5 ტონამდეა. წარმოებაც სტაბილურია და, ვფიქრობთ, იმ მხარდაჭერით, რაც სახელმწიფოსგან ფერმერებს აქვთ და გულისხმობს, როგორც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე, ისე ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას, ზრდის ტენდენციაც გვექნება“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
შალვა პაპუაშვილთან და დავით სონღულაშვილთან ერთად დედოფლისწყაროში პარლამენტის დეპუტატები, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი გიორგი დარჩია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყების წარმომადგენლები და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები იმყოფებოდნენ.
1778609114
მსოფლიოტრამპი აცხადებს, რომ ირანი „100%-ით“ შეწყვეტს ურანის გამდიდრებას
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, ირანი შეწყვეტს ურანის გამდიდრებას და უარს იტყვის ბირთვული იარაღის შექმნის ნებისმიერ მცდელობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონსა და თეი...
1778607228
სპორტიანა ჯაფარიძე პარა ტაეკვონდოში ევროპის ჩემპიონია
გერმანიის ქალაქ მიუნხენში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პარატაეკვონდოში, ანა ჯაფარიძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა პარასპორტსმენებმა კონტინენტის პირველობაზე კიდევ ოთხი მედალი მოიპოვეს – ლ...
1778605810
მსოფლიოტრამპი: კუბა წარუმატებელი ქვეყანაა და მხოლოდ ერთი მიმართულებით - ქვევით - მიემართება! კუბა დახმარებას ითხოვს და ჩვენ საუბარს ვაპირებთ
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, კუბა მხოლოდ ერთი მიმართულებით - ქვევით - მიემართება და დახმარებას ითხოვს. მისივე თქმით, აშშ კუბასთან მოლაპარაკებას გეგმავს. „არცერთ რესპუბლიკელს არასდროს...
1778602064
ახალი ამბებივოლსკი აქციების დროს დაკავებულების შეწყალების მოწოდებაზე: ერთი ადამიანი მაინც მაჩვენეთ, რომელიც ამბობს, რომ არ გააგრძელებს საქართველოს ნგრევას?!
ერთი ადამიანი მაინც მაჩვენეთ, რომელიც ამბობს, რომ არ გააგრძელებს საქართველოს ნგრევას?!, - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ახლადარჩეული პატრიარქისადმი მოწოდებას, რომ შეიწყალოს...
1778599203
ახალი ამბებიპროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე: მსოფლიოში მიმდინარეობს ფასეულობების რყევა, სირთულეები ძალიან დიდია, მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ერი, ხელისუფლება და ეკლესია გამთლიანებულია ამ ღირებულებების დაცვაში
სირთულეები ძალიან დიდია და ამ სირთულეებს ყველა ხედავს. ყველაზე მეტად ეს სირთულე უკავშირდება ღირებულებებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ერი, საქართველოს ხელისუფლება და ეკლესია გამთლიანებულია ამ...































