მაკა ბოჭორიშვილი: ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 10 წლის შემდეგ საქართველოს დღევანდელმა მთავრობამ რეფორმები განახორციელა, ბევრს მიაღწია ქვეყნის ტრანსფორმაციის თვალსაზრისით
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან 10 წლის შემდეგ საქართველომ ბევრს მიაღწია რეფორმების თვალსაზრისით, სტრუქტურული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, რაზეც რიცხვებიც მეტყველებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო პირველ ადგილზეა ბიუჯეტის, პარტნიორობის რეიტინგში; 2023 წლიდან ის პირველ ადგილზეა ღია ბიუჯეტის ინდექსის რეიტინგში; ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში მსოფლიოში 35-ე ადგილზეა, ხოლო მსოფლიო ბანკის ეკონომიკურ რეიტინგში – ტოპ სამეულშია 50 ქვეყანას შორის.
„საქართველოს თუ შეხედავთ, ის პირველ ადგილზეა ბიუჯეტის, პარტნიორობის რეიტინგში, 2023 წლიდან საქართველო პირველ ადგილზეა ღია ბიუჯეტის ინდექსის რეიტინგში და, „ჰერიტიჯის ეკონომიკური თავისუფლების“ ინდექსს თუ შეხედავთ, საქართველო მსოფლიოში 35-ე ადგილზეა და მსოფლიო ბანკის ეკონომიკურ რეიტინგში – ტოპ სამეულშია 50 ქვეყანას შორის. ეს იმ სტრუქტურული რეფორმების შედეგია, რომლებიც საქართველოს მთავრობამ, რომელიც დღეს საქართველოში არის, განახორციელა და ბევრს მიაღწია ქვეყნის ტრანსფორმაციის თვალსაზრისით. ამ ყველაფრის შემდეგ შეგვიძლია, ვთქვათ, ჩვენ მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მომავლისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ ქვეყნის ევროპულ მომავალზე. ევროკავშირში ინტეგრაციის მისაღწევად გვჭირდება სტაბილური განვითარება, გვჭირდება სტაბილური ზრდა და რეფორმები, რომლებიც ამის შედეგი იქნება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
1778950990
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: საჯილდაო ქვის როლიდან ჩვენი ქვეყანა უნდა გამოვიდეს - ჩვენ გვინდა, ვიყოთ მშვიდობიანი ქვეყანა
საჯილდაო ქვის როლიდან ჩვენი ქვეყანა უნდა გამოვიდეს. ჩვენ გვინდა, ვიყოთ პატარა, მშვიდობიანი ქვეყანა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“. კ...
1778948952
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: მიზეზი იმ დამოკიდებულებისა, რომელიც დღეს აქვს ევრობიუროკრატიას არის ერთი, რომ ჩვენი ქვეყანა არ გახდა მათ ხელში პროქსი სახელმწიფო
„მიზეზი იმ დამოკიდებულებისა, რომელიც დღეს აქვს ევრობიუროკრატიას არის ერთი, რომ ჩვენი ქვეყანა არ გახდა მათ ხელში პროქსი სახელმწიფო“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გადა...
1778947452
ახალი ამბებიშუახევის ერთ-ერთ სოფელში, ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
შუახევის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. გარდაცვლილი კაცი დაახლოებით 35 წლამდე ასაკის იყო. მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია. და...
1778945595
ახალი ამბებიმარიამ ლაშხმა პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფოს“ ფარგლებში გამართული ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა, ეროვნულ სასახლეში, პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფოს“ ფარგლებში გამართული ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღ...
1778944085
ახალი ამბებიდეკანოზი შალვა კეკელია: ხვალინდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, ყველას მოვუწოდებ, ყველა ქართველი ერთად დავდგეთ ამ დღეს
„ხვალინდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი დღე. ვიცით, რომ მისმა უწმინდესობამ, პატრიარქმა ილია მეორემ დააწესა ეს დღე, ოჯახის სიწმინდის დღე. მნიშვნელოვანია, რომ ხვალინდელი დღე განსაკუთრებუ...































