დავით სონღულაშვილი: მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელმაც კონსტიტუციაში შეიტანა ჩანაწერი, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმაღლესი პრიორიტეტია ევროპული ინტეგრაცია

საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის ძირითადი მაჩვენებლებით მნიშვნელოვნად უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა მოლდოვა და სხვა პარტნიორები. თუმცა, ჩვენ არაერთხელ აღმოვჩენილვართ მესამე პოზიციაზე ევროპელი პოლიტიკოსების შეფასებებში იმ გარემოების გამო, რომ გარკვეული ჯგუფები ცდილობენ ქვეყანაში არასტაბილურობა შექმნან, რათა ეს პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენონ“, - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა პორტუგალიის სოფლის მეურნეობის და მეთევზეობის მინისტრ ხოსე მანულე ფერნანდესთან საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე. აღსანიშნავია, რომ ჟოზე მანუელე ფერნანდესი 2009-2024 წლებში ევროპარლამენტის წევრი იყო.
დავით სონღულაშვილმა შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზე და მის მნიშვნელობაზე.
„ჩვენ განვაცხადეთ, რომ თუ თქვენ ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანების თარიღად დაასახელეთ 2030 წელი, საქართველოს აქვს თავისი დღის წესრიგი; 2028 წლამდე ჩვენ გავაგრძელებთ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, მათ შორის, კანონმდებლობის ჰარმონიზაციას. ჩვენი საგზაო რუკა მკაფიოა და მიზნად ისახავს მზადყოფნას 2030 წლისთვის. ამავდროულად, თუ ევროკავშირს გააჩნია საქართველოსთან კონკრეტული თანამშრომლობის ინტერესი, ჩვენ მზად ვართ ამისთვის დღესვე. მაგრამ, ჩვენთვის მიუღებელია, რომ ევროპული ინტეგრაციის პროცესი გარკვეულმა ძალებმა შიდა არეულობის ორგანიზებისთვის გამოიყენონ.“, - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
დავით სონღულაშვილმა „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანონი მხოლოდ ერთ რამეს ითხოვს - თუ რომელიმე ორგანიზაცია იღებს დაფინანსების გარკვეულ პროცენტს უცხოური წყაროებიდან, ის უნდა ასაჯაროებდეს დონორებს და თანხების ხარჯვასთან დაკავშირებულ დეტალებს. ეს ნორმა უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ინტერესის დაცვას და პოლიტიკურ პროცესებში მეტი გამჭვირვალობის შემოტანას.
„კანონპროექტის შინაარსი ძალიან მარტივია: რა ღირებულება აქვს იმას, რასაც უცხოური დაფინანსებით აკეთებ? მიუხედავად ამ მარტივი პრინციპისა, ჩვენ საერთაშორისო დონეზე განსაკუთრებული წნეხის ქვეშ აღმოვჩნდით. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს უფლება იცოდეს, ვინ და რატომ აფინანსებს კონკრეტულ პროცესებს ქვეყანაში. ამ ყველაფრის ფონზე, მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ განვაცხადოთ: მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელმაც კონსტიტუციაში შეიტანა ჩანაწერი, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმაღლესი პრიორიტეტია ევროპული ინტეგრაცია. ეს არის ჩვენი სტრატეგიული არჩევანი, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრულია კონსტიტუციით.“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
1748100040
ახალი ამბებიდიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და ნიდერლანდების მონარქები საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და ნიდერლანდების მონარქები საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ. „ჩემს მეუღლესთან ერთად გულწრფელად გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ დღეს თქვენ დ...
1748098406
ახალი ამბებისანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიო თასის გამარჯვებულია
ქართველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, მადრიდში სენიორებს შორის გამართული მსოფლიო თასის Villa de Madrid-ის ჩემპიონია – ქართველმა ფინალში თურქი ენვერ ილდირიმი 15:8 დაამრაცხა. ბაზაძე შეჯიბრებაში T64-დ...
1748097175
ახალი ამბებიჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. პრეზიდენტისადმი გამოგზავნილ წერილში სი ძინ პინი ყურადღებას ამახვილებს საქართველოსა და ჩ...
1748095461
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ჯაფარიძის საქმეზე ელჩების განცხადებებზე: როდესაც ასეთ ბრალდებებს გვიყენებენ, ცდილობენ, მოსახლეობაში პოლარიზაცია გააღვივონ ამ თავიანთი ნაბიჯებით, მინიმუმ ბოდიში მაინც უნდა მოგვიხადონ
როდესაც ასეთ ბრალდებებს გვიყენებენ, ასეთ დეზინფორმაციას ავრცელებენ, ცდილობენ, რომ მოსახლეობაში პოლარიზაცია გააღვივონ ამ თავიანთი ნაბიჯებით, მინიმუმ ბოდიში მაინც უნდა მოგვიხადონ, - ასე გამოეხმაურა ჟურნ...
1748093462
ახალი ამბებიჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ჩინეთის პრემიერი მისალოც წერილში ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის...